თორნიკე შენგელიას ისევ საუკეთესოა – "ვირტუსი" კი იგებს. იტალიის სერია A-ს ფინალური სერია ბოლონიური კლუბის გამარჯვებით დაიწყო, სადაც მთავარი ფიგურა და გამარჯვების შემოქმედი ისევ ქართველი ფორვარდი გახლდათ. შენგელიამ 29 წუთში 29 ქულა ჩააგდო, მატჩის MVP გახდა და "ვირტუსმა" "ბრეშა" დაძაბულ ბრძოლაში – 90:87 დაამარცხა.

"ბრეშამ" პირველი ტაიმი 45:41 მოიგო, მესამე პერიოდი ფრედ 22:22 დასრულდა და "ვირტუსმა" გადამწყვეტ პერიოდში 27:20 გაიმარჯვა. შენგელიამ 14-დან 12 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, მან 5 მოხსნა, 2 პასიც დააგროვა. თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტმა 37-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. მოედანზე მყოფთაგან მასთან ამ მაჩვენებლით ყველაზე ახლოს მისი თანაგუნდელი – მეტ მორგანი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა მიითვალა, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23 ჰქონდა.

შენგელია დამსახურებულად გახდა მატჩის MVP, ისევე როგორც პლეი ოფში მოგებულ ყველა შეხვედრაში – ის საუკეთესო იყო. ფინალური სერია 3 მოგებამდეა, სადაც "ვირტუსს" მოედნის უპირატესობა აქვს და მომდევნო მატჩსაც ბოლონიაში, 14 ივნისს გამართავს. სერიის მესამე მატჩი 17 ივნისს, ბრეშაში ჩატარდება.

GBF.GE

19-დან 17 სროლა ჩააგდო,თითქმის 90%!
მართლა ლომი
ხანდახან ვფიქრობ, რომ არ გვაქვს კარგად წარმოდგენილი რა “წონის” კალათბურთელი გვყვავს. შენგელიას, ფეხბურთს რომ შევადარაოთ ალბათ, ჩავის, ზიდანის, ინიესტას და მსგავსი დონის, კლასის და რეპუტაციის აღიარება ექნებაოდა თავისუფლად.
მალხაზ ჯობავა
შენგელია, ლომი ხარ, ლომი!!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე