მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე, უმცროსი ბორჯღალოსნები 14 ივნისს ბოლო გასახურებელ თამაშს თბილისში „ავჭალაზე“, 18 საათზე გამართავენ. მეტოქე მოქმედი ჩემპიონი ინგლისია.

ბოლო სამი წელია საქართველო წლის მთავარ ტურნირზე გამგზავრებამდე ინგლისს საქართველოში ეთამაშება და ქომაგებს გუნდის გაცილების შესაძლებლობა ეძლევათ. წინა წლებში მათთან ორ-ორი შეხვედრა გვქონდა ხოლმე და მეორე ჩვენი გუნდის გამარჯვებით სრულდებოდა, ახლა კი ბრიტანელებს მხოლოდ ერთხელ ვერკინებით.

რადგან სატურნირო რაზმის დასახელებამდე ეს ბოლო საკონტროლო თამაშია, უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელს ლადო კილასონიას საქმეში მაქსიმალური რაოდენობის მოთამაშეების ხილვა სურს და ინგლისელების წინააღმდეგ 36 მორაგბე ითამაშებს. მათგან 10 ლეგიონერია (9 საფრანგეთიდან, 1 ინგლისიდან), დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ: 10 ‘ლელოს’, 7 ‘აიას’, 5 ‘არმიას’, ორი ‘ხვამლს’ და თითო-თითო ‘ბათუმს’ და ‘შავი ლომს’.

20-წლამდელთა ჩემპიონატს წელს იტალია (მესამედ 2011 და 2015 წლების შემდეგ) უმასპინძლებს. ის 29 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება, თამაშები კი ლომბარდიისა და ვენეტოს ოთხ ქალაქში გაიმართება: კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა.

საქართველო გ ჯგუფში მოხვდა და 29 ივნისს კალვიზანოში ირლანდიას შეხვდება; 4 ივლისს ახალ ზელანდიას ვიადანაში ეთამაშება; 9 ივლისს კი იტალიას კალვიზანოში შეერკინება. ნახევარფინალური თამაში 14 ივლისს ვერონაში, ან ვიადანაში გვექნება, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს კალვიზანოსა და როვიგოში გაიმართება.

20-წლამდელთა ჩემპიონატის ა ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია; ხოლო ბ ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.

2016 წლიდან მოყოლებული, საქართველო 12-გუნდა ელიტის უცვლელი მონაწილეა და საუკეთესო შედეგი 2023 წელს აჩვენა (მე-8 ადგილი), შარშან და 2018 წელს მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო 3-ჯერ მე-10-ე (2016, 2017 და 2019) იყო. 2020-2022 წლებში ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო ვერ ჩატარდა.

14 ივნისი. 20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი

თბილისი. „ავჭალა“. 18:00

საქართველო - ინგლისი

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა ტაბატაძე (არმია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. სანდრო სესიაშვილი (არმია), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. ანდრო დვალი (პერპინიანი).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 20. გიორგი მეფარიშვილი (აია), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიორგი ჯაში (არმია), 23. სანდრო მესხიძე (არმია), 24. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 25. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 26. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 27. ლუკა საღინაძე (ლიონი), 28. საბა ლაღაძე (აია), 29. გიორგი ხუროშვილი (ლელო), 30. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო); საბა შარვაშიძე (აია), ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), ანზორ სარალიძე (აია), დავით არჩვაძე (ლელო), დათა ჭილაია (ლელო), დავით წიკლაური (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

Rugby.ge

ამ ბიჭებს კატასტროფულად არ ჰკმარათ ძლიერ მეტოქეებთან თამაშის პრაქტიკა და ეს,ძალიან გვაფერხებს,ტურნირების მსვლელობაში.სანამ შეეჩვევიან,სანამ ალღოს აუღებენ მაღალ ტემპს,ტურნირი უკვე ბოლოშია გასული.წარმატებას ვუსურვებ ამ თამაშშიც და მსოფლიოს ჩემპიონატზეც.
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა