ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში საფრანგეთთან დასანანი მარცხი განიცადა

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში საფრანგეთთან დასანანი მარცხი განიცადა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან 2:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩთან განსხვავებით ორი ცვლილება განახორციელა - სიგუას და აბუაშვილის ნაცვლად სასტარტოში იეგოიანი და გ. მამაგეიშვილი დააყენა. ტემპი მაღალი არ იყო, უპირატესობას პირობითი მასპინძლები ფლობდნენ, მომენტები შექმნეს და დაწინაურდნენ კიდეც: ჯერ საჯარიმოდან ტელის დარტყმული ბურთი ხარატიშვილმა მოიგერია, შემდეგ საჯარიმოში საზონოვის ტელთან უხეშობის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად „დაზარალებულმა“ ზუსტად შეასრულა. მეტოქე მაღალ პრესინგს წარმატებით მიმართავდა, ქართველ ფეხბურთელებს ბურთის თავიანთ ნახევარზე ატანის საშუალებას თითქმის არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, საქართველოს ნაკრები გააქტიურდა და პირველი შანსი მიეცა - შეცვლაზე შესული აბუაშვილის დარტყმული ბურთი „ცხრიანიდან“ მეკარე რესტმა „გამოაძრო“. მოწინააღმდეგემ კი ისევ შექმნა მომენტები: ტელმა მიზანს ვერ უწია, ოდობერს და აბლინს ხარატიშვილმა არ გაატანინა. და ანგარიში გავათანაბრეთ - სიგუამ ბურთი მეტოქეს აართვა, გორდეზიანმა პასი აბუაშვილს გაუკეთა და მან რესტის კარი დალაშქრა. საქართველოს ნაკრებმა იერიშები გააგრძელა, კვერნაძის პასის მერე გორდეზიანმა ოდნავ ააცილა მიზანს, ცოტა ხანში კი საზონოვმა დაგვაწინაურა. სამწუხაროდ, ლეპენანმა მალე თანაფარდობა აღადგინა. კომპენსირებულ დროში ბარის გოლი თამაშგარეს გამო გაუქმდა, ბოლოს გორდეზიანმა ააცილა კარს, ტრავმირებულმა საზონოვმა მოედანი დატოვა, კაცნაკლული დავრჩით, ბარიმ ზედ მსაჯის სასტვენის წინ გაგვიტანა და დასანანი მარცხი განვიცადეთ.

პარალელურ მატჩში პორტუგალიამ პოლონეთი 5:0 გაანადგურა. ჯგუფში 4-4 ქულით ლიდერები პორტუგალია და საფრანგეთი არიან, საქართველოს 3 ქულა აქვს, პოლონეთი კი უქულოდაა.

17 ივნისს, ბოლო ტურში ჩვენი გუნდი პორტუგალიას, საფრანგეთი კი პოლონეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად აუცილებლად სჭირდება პორტუგალიის დამარცხება.

ჟილინა. „პოდ დუბნიომი“

საფრანგეთი - საქართველო 3:2

გოლები: 1:0 ტელი (35), 1:1 აბუაშვილი (76), 1:2 საზონოვი (84), 2:2 ლეპენანი (89), 3:2 ბარი (90+13)

საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, ხვადაგიანი, საზონოვი, მაისურაძე, ლომინაძე, გაგნიძე (ო. მამაგეიშვილი 55), იეგოიანი (სიგუა 66), გ. მამაგეიშვილი (აბუაშვილი 55), ოდიშარია (გორდეზიანი 66), კვერნაძე (ოსიყმაშვილი 90+1)

• ვაგნერი ჯანაშია

საფრანგეთს და სხვა ტოპ გუნდებს,კიდევ 100 წელი ვერ დავამარცხებთ.უფრო საზონოვის ტრამვა მაწუხებს.რამდენი გადაიტანა ამ ბიჭმა და ისევ ტრამვა საცოდაობაა.ის უკვე ნაკრებისთვის შემდგარი ფეხბურთელია.ასეთივეა ხარატიშვილი და აზაროვი.დანარჩენებზე რა გითხრათ.ლომინაძე,ლომინაძეს გაიძახოდნენ ეს კომენტატორები,რომელსაც ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია ბურთის საკუთარ საჯარიმოში დაკარგვის გარდა.ტიპი ძლივს დარბის.ერთი გოლი გაიტანა და აიყვანეს ცაში.ჩვეულებრივი,საქართველოს დონის ფეხბურთელია.პოლონეთის დამარცხებაც შემთხვევითობა იყო.იმდენი გოლი ვერ გაიტანეს,ორ-სამ თამაშს ყოფნიდა.ფრანგებმაც უამრავი საგოლე მომენტი გაფლანგეს.ეს არის ჩვენი მაქსიმუმი.მორჩა კინო,წადით სახლებში.

• თენგაბი

უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს თავდადებისათვის და ლამის თავგანწირული თამაშისათვის. ფაქტიურად დამარცხებული გვყავდა საფრანგეთის ნაკრები და რომ არა გარკვეული ხარვეზები, საქართველო მეოთხედფინალში იქნებოდა. დავიწყოთ ფიზიკური მომზადებით. ეს არის ის ნაკლი, რომელიც მუდმივად დამღად აჯდა ქართულ სპორტს და განსაკუთრებით ჩვენს ფეხბურთს. ბევრჯერ გამიგონია, 60-იანი წლების ოქროს თაობის წარმომადგენლები, რომელიც არანაკლები იყვნენ ახალკაცისეულ დინამოზე, ხშირად თამაშის წინა ღამეს ქეიფში ატარებდნენ და ლამის რესტორნიდან მიდიოდნე სათამაშოდ. ახალკაცმა ეს ფაქტორი ნაწილიობრივ გამოასწორა. ეს ნაკლი მინიმუმამდეა დაყვანილი საქართველოს პირველ ნაკრებში. თითქმის გამოსწორებულია ეს ხარვეზი ახალგაზრდულში. ყოჩაღ რამაზ სვანაძესაც და სამწვრთნელო შტაბსაც, ამ კუთხით წინსვლა აშკარაა, წინა ჩემპიონატთან შედარებით. ბარემც აქვე ვიტყვი, თუ ფიზიკური მომზადების სტანდარტები ევროპულს გაუთანაბრდება ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში, დარწმუნებული ვარ ჩვენი საკლუბო გუნდები ჯგუფურ ეტაპზეც გააღწევენ. პრობლემა არის ენერგიის დამზოგი რეჟიმი. არ არის საჭირო ბევრი უაზრო, ქაოტური სირბილი. კარგია, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები მეტოქეს თავისივე საჯარიმოსთან აპრესინგებდნენ, მაგრამ ეს უნდა იყოს გუნდური ხასიათის. თითო-ოროლა ფეხბურთელის მცდელობა ხშირად ენერგიის ფუჭი ხარჯვა გამოდის, იმ ენერგიისა, რომელიც თამაშის ბოლოს აშკარად დაგვაკლდა და რომლის ნაკლებობის გამო საქართველოს ნაკრები ფინიშისკენ აშკარად ჩამოიშალა. ვფიქრობთ ზომიერად, რაციონალურად განაწილებული ენერგია და ძალები უფრო შედეგის მომტანია და პროფესიონალიზმი ამაშიც გამოიხატება. ჩვენი გუნდის თამაშში აშკარად თვალში საცემი ნაკლია გაუთავებელი პასები უკან და ბურთის ვერ ამოტანა. პირველი გოლი ფაქტიურად ჩვენ ვაჩუქეთ ფრანგებს, თორემ ისინი გოლის გამტანები არ იყვნენ. სხვა საქმეა თამაშის ბოლოსკენ ჩამოშლილი საქართველოს ნაკრების დაცვის მდგომარეობა. ამ სიტუაციის მარტივი გამოსავალია პირველსავე შესაძლებლობისთანავე ბურთის რაც შეიძლება შორს მოგერიება. ქრესტომატიული სახელმძღვანელოა ესპანეთის ნაკრების თამაშის ყურება. დროული გახსნა და ასევე დროული პასი, გააზრებული მოძრაობა თავისუფალი ადგილებისაკენ, მუდმივი მანევრები ხელსაყრელი პოზიციებისკენ - ეს ის თვისებებია, რომელიც ნებისმიერ პრესინგს და ორგანიზებულ დაცვას ანგრევს. პსჟ-სთან დაპირისპირებისას გამოჩნდა ჯერ ასტონ ვილას და შემდეგ არსენალის ტაქტიკის მთავარი ფაქტორი - ბურთის ხელში ჩაგდების შემთხვევაში მცველები ეგრევე აგზავნიდნენ ბურთს მეტოქის ფლანგებისაკენ, სადაც ასტონ ვილას და არსენალის სწრაფი გარემარბები მუდმივ ხიფათს ქმნიდნენ და რომ არა პსჟ-ს ფეხბურთელების მაღალი კლასი... ჩვენებიც მიმართავდნენ ამ ხერხს და თუ ეს მეთოდი სპონტანური არ იქნება და ტაქტიკის დონეზე დაიხვეწება, ვფიქრობთ გრანდების წინააღმდეგობასაც თავისუფლად დავძლევთ. დაცვის ჩავარდნაზე აშკარად იმოქმედა გოგლიჩიძის არყოფნამაც. ამ შემთხვევაში უპრიანი იქნებოდა ხარებაშვილის გამოცდა ახალგაზრდულში, ვიდრე პირველ ნაკრებში. ერთი სიტყვით, მიუხედავად ამ ხარვეზებისა, საქართველოს ნაკრების თამაშმა დიდი ოპტიმიზმი გააჩინა და შორს არ არის ის დრო, როდესაც გრანდების დაძლევასაც ვისწავლით. ისე რას მოვესწარით, საფრანგეთის ნაკრებთან ბოლო წუთებზე დამარცხებას უკვე ჩაგდებულ თამაშად ვთვლით?! ღმერთო შენ დაიფარე საქართველო. უფრო ვრცელ წერილს ამ თამაშის შესახებ ჩემს ფეისბუქ გვერდზე გამოვაქვეყნებ - tedore tengo gabidzashvili.

• ბს

მეტოქის პრესინგიდან ამოსვლა ნოლი! საკუთარი პრესინგი ცუდი! ბურთს ვერ ვაკონტროლებდით საერთოდ, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან უკან დახევა საკუთარ საჯარიმოში და მერე ისევ წვალება და შედეგად ბურთის დაკარგვა. ასე იყო პირველ თამაშშიხ, რომც მოგვეგო ამ პრობლემას ეგ არ გადაწყვეტდა. და კიდევ დავამატებ რომ შემადგენლობაში უნდა იყოს ის ვინც უკეთ თამაშობს და არა ის ვინც უკეთეს კლუბში ირიცხება ან შესაძლოა ჩაირიცხოს.ევროპაზე გასვლა ჩვენი მაქსიმუმი იყოო ერთ კომენტარშიი ეწერა. არ არის სწორი! ამ ბიჭებმმ პრესინგით თამაში რომ ისწავლონ ბევრად მეტს შეძლებენ.

• 1981

საზონოვზე მეტი ქართველი და პატრიოტი ამ ნაკრებში ცოტაა. სქილები სხვა საქმეა

100%. იმედია გაკვეთილი იქნება ეს ბიჭებისთვის. ეს ნაადრევი ზეიმი, თითქოს მიზანს უკვე მიაღწიე აუცილებლად ამცირებს კონცენტრაციას და გარკვეულ თვითკმაყოფილებას ანიჭებს უკვე გუნდს. ლიონს მანჩესტერთან ზუსტად მსგავსი დაემართა, შეუძლებელი შეძლეს და ეს უკვე საბოლოო გამარჯვებად აღიქვეს, შედეგად 3 გოლი მიიღეს 10 წუთში. გულდასაწყვეტია ძალიან. პ.ს. ფეხბურთელებმა კი არა და კომენტატორმა იზეიმა მეორე გოლზე - ეს საქართველოს 8 საუკეთესოში გასვლას ნიშნავსო. ფეხბურთელებს

• nnn

ბედოშვილი ერთი 20 წუთი მაინც ათამაშოს... ამხანაგურში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა...

• ჟორა

აბა რა გითხრათ, ბურთს მარტო ფეხით და თავით კი არ თამაშობენ კიდევ კბილებით თამაშობენ და ეს ვერ დავინახე მაშინ, როცა ძალიან გჭირდებოდათ, გამოდის ბურთის სათამაშო კბილები ჯერ არ ამოგსვლიათ. ფრანგებმა დაამტკიცეს რომ რამდენი ბურთიც დასჭირდებოდათ იმდენს გაგიტანდნენ, მოსაგებად ბოლო 7-8 წუთში დასჭირდათ ორი ბურთი და ორივე გაგიტანეს. აბიდნა, ოჩენ აბიდნა.

• 1981-s

მეკარე ყველაზე ცუდია ამ ნაკრებში

• რაგბის ფანი

აზაროვი, ხანდახან ჩვენებსაც მიეცი პასი, ყველა პასს ფრანგებს რომ აძლევ!

• ხარატიშვილი ბრავო

კი შესამჩნევია რომ ბოლო წლებში მაგარი მეკარეები მოგვდის, მაგრამ ხარატიშვილი მათგან ყველაზე მეტად ერთი კომპონენტით გამოირჩევა - ფეხით თამაშით და ამით მამარდაზე უკეთესიც კია, ძალიან მაგარი პასები აკეთა

ეს რუსი საზანოვია თუ ვინც არის კატასროფაა

• 1981

მარტო ყისმათით შორს ვერ წახვალ. მეკარე ერთადერთი დონეა ნაკრებში

• gzp

დასანანია საეთი წაგება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს გადარევა და გადაჭარბებული ზეიმი არის მთავარი მიზეზი. დაკარგეს ონცენტრაცია და როგორც ჩაბნს სამჭვრთნელო შტავი არასაკმარისად მოუშაობს ასეთ ასპექტებზე. დააკვირდით ფრანგებს 2-2 ის შემდეგ, არც კი ზეიმობენ, უნდათ კონცენტრაცია/რითმი/მომენუმი შეინარჩუნონ გარბიან თავის ნახევარძე და იღებენ პოზიციებს. არასაფეხბურთო ნაწილში ჩავარდა მწვრთნელები.

• ევროპაზე გასვლა ჩვენი მაქსიმუმი იყო.

მადლობა ბიჭებს. ბრავო სვანაძეს. მადლობა ბრძოლისათვის და იმ ხასიათისათვის რომელიც გამოაჩინეთ.

• Alex

მაგრად იბრძოლოს, მაგრამ ასეთი შეცდომები რა ამბავია..სადაც თავით უნდა ეთამაშა საზონოვს ფეხით რამის ყბა აახია კაცს, ბოლო წუთზე მეკარეს ხელიდან ააცილა ბურთი და კუთხური აჩუქა ფრანგებს, მაისურაძე მგონი ხუთჯერ ზედიზედ საგოლე პასი გაუკეთა ფრანგებს და კიდევ რამდენი..

• Სლეტუმანიძე

Მადლობა მართლმადიდებლობის ბატონი ირაკლი😁

• ჯონი

კარგი თამაში იყო! მაგრამ ფიზიკურად ძალიან სუსტები ვართ , ამ ნაკრებიდან კვერნაძე , ოდიშარიას და მეკარეს გავმოფყობდი...დანარჩენს ბევრი მუშაობა მართებს თავზე..

• mgeli

საბას გოლი და ემოციური აღნიშვნა ძალიან მაგარი მოვლენა იყო, ისევ მიხარია იმის მიუხედავად რომ წავაგეთ, ესეთი მცველები მიყვარს გოლის გატანა რომ შეუძლიათ! მაგრა იბრძოლეს ესეც დიდი გმირობაა საფრანგეთთან ასეთი შედეგის დადება. მსაჯმა გადაარჩინათ, მომავალი ნამდვილად გვაქვს!

• მესი

მაისურაძეზე უკეთესი ფეხბურთელი როგორ არ გვყაბს ამ პოზიციაზე ქვეყანაში? როგორ დავიჯერო? რაც დინამოში იყო - 10-დან 9 სისულელეს და 1 კარგს რო აკეთებდა, იგივეა ეხლაც. ხაან ბევრი შეცდომა დაუშვა, პენალტიც მაგის უაზრობად მოყვა და კიდრ მინიმუმ 2-ჯერ გადავრჩით

• fani

ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს უზარმაზარი მადლობა თავგანწირვისთვის! მოედანზე ყველაფერი დადეს რაც შეეძლოთ, თუმცა სამწუხაროდ, ზღაპრის ბოლო ამჯერად კეთილი არ გამოდგა. P.S. ისე, ეგეთი სცენარით წაგებას მირჩევნოდა, 3-0 წაგვეგო...

ბიჭებმა თავები გადადეს და გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაც ვიყავით.მადლობის მეტს ვერაფერს ვეტყვით!მსაჯმა წაუგებელი თამაში ითამაშა,10 კაცით დარჩენილ,გადაღლილ საქართველოს ნაკრებს გოლამდე თამაში აიძულა და სანამ არ გაუშვეს,მანამდე არ დაამთავრა.ჩვენი ნაკრების ნახევარი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და ევროპის ტოპ ჩემპიონატების გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს კინაღამ რომ მოუგეს,უკვე ესეც გამარჯვებაა.ლუკა ხარატიშვილი,უკვე დღეს არის პირველი ნაკრების დონის მეკარე და დარწმუნებული ვარ,ამ ზაფხულსვე გამოუჩნდებიან ევროპელი მყიდველები.საბა საზონოვისაგან არ მოველოდი,ამდენს თუ შესძლებდა,მაგრამ რომ არ შეეძლო და გუნდის ინტერესებისათვის თავის ჯანმრთელობა გაწირა,მატჩის ბოლოსაც გამოჩნდა.იმედი ვიქონიოთ,რომ ეს ტრავმა,სულ ახლახან მორჩენილის რეციდივი არ არის და თამაშს შესძლებს.ძალიან მეეჭვება პორტუგალიასთან თანაბარი თამაში შევძლოთ.გადაღლა უკვე ამ თამაშის ბოლოსაც იგრძნობოდა,ჩვენ კი გამარჯვება გვჭირდება.ვფიქრობ ვინც შეძლებს,თავისუფლად უნდა ვითამაშოთ.ამ ორი თამაშით უკვე დაამტკიცეს,რომ ძალიან მაგარი გუნდი გვყავს და ახლა,თუ რამე გამოვაა,ხომ კარგი,თუ არა და დასაკარგი არაფერი გვაქვს.ხარატიშვილსაც მაგრად მოხვდა ბოლოს,მასაც და საბა საზონოვსაც სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.რა ვიცი,ამ ორმა მატჩმაც გვიჩვენა,რომ საქართველოს ჩემპიონატის ბიჭები,ტოლს არ უდებენ,სახელიანი ნაკრებების ფეხბურთელებს და უფრო ძლიერ ჩემპიონტებში მოხვედრის შემთხვევაში,თავს არ შეირცხვენენ.

• ვოოტ

დრამატიზმის რა მოგახსენოთ და ეს იყო მატჩი, რომელშიც ქართველებს პირდაპირ მიგვითითეს, რომ დიდ კაცთან პატარა კაცსა... არადა, ეს ხომ ისედაც ვიცოდით...

• გიორგი

წაგვაგებინეს ევროპულად პატარა ქვეყანას, ეს არის რეალობა.

• სირცხუილი თქუენი

ბლოკავთ ბუჯო კომენტარებსა???

თუ ამდენ შეცდომას უშვებ რა კანონზომიერებით უნდა მოიგო?! ძაან ბევრია სამუშაო უკან...

• დდდ

ვარ-ში რასა იჯდა იუკნევიჩუანე?!...

• პუტინი

გრუზინებო, ევროპამ ადგილი მიგიჩინათ. საჭირო იქნებოდა-200 წუთს დაამატებდა მსაჯი რო წაგეგოთ. ხო გეზიზღებათ ევროპა- ხოდა ვროპასაც მაგრა ეზიზღებით ყველაფრით ჯიშით და ჯილაგით. ფაქტია

• L.J.

Bichebma bolomde ibrdzolen cota ar gagvimartla bolos,savaraudod pris shemtxvevashic bolo tamashis mogeba dahvchirdeboda gasasvlelad....sazonovic tu gamogvaklda dacva agar gvyavs chatvalet,gamarjveba bichebo!!!

• ავჭალიდან

შე არასწორო

• A

ამ თამაშის წაგება მარტო საქართველოს ნაკრებს შეეძლო, ვინ დავადანაშაულო არც ვიცი, იქნებ მომეხმაროთ, ჯობდა თავიდანვე დიდი ანგარიშით წაგვეგო, ჯერ კარატე პენალტი, მერე ბრინჯის ჭამა...

• ქართველი

სანამ საფრანგეთმა მესამე გოლი არ გაიტანა, არ დაამთავრეს თამაში. მერე გაფრთხილებენ საიტზე უხამსი სიტყვებისა და გინებისაგან თავი შეიკავეთო.

• ურსულა ფონ დერ შვაინი

ამოდენა აფსაითიდან გატანილ გოლებს ნიჟნი ტაგილის მეოთხე მკაცრი რეჟიმის კოლონიებში აღარ თვლიან ყოველგვარი ვარების და ვორების ჩარევის გარეშეც. ეს იყო პოლიტიკური აქტი და ევროკავშირს თუ დარჩა საელჩო ამ ქვეყანაში, ყოველგვარი აქციების გარეშე უნდა გაა--ვან საქართველოდან.

• ზაქარია

სამწუხაროა, მაგრამ გვაქვს ჯერ კიდევ შანსი. როგორც წინა წელს, ისევ პორტუგალია უნდა დავამარცხოთ. თუმცა გაუგებარია ამდენი დროის დამატება, ზოგადად ბევრი დრო არაფერში არ დახარჯულა მეორე ტაიმში გარდა იმისა რომ, ორი გოლის აღნიშვნისას გავიდა მაქსიმუმ 3 წუთი. ამის გამოს 6 დაამატა. პლიუს დამატებით დროში გაუქმებულმა გოლმა 1 წუთი წაიღო, და ასევე საზონოვის მომენტმაც 2 წუთი წაიღო. მარგამ 11 წუთამდე გვათამაშა საფრანგეთის გოლამდე 10 კაციანი. თან ჩვენ დრო საერთოდ აღარ მოგვცა, ეგრევე დაგვიმთავრა.

• domenti

5 წუთით ხომ ვიყავით მეოთხედფინალში

• ზურა

ვიდრე არ გაატანინეს მსაჯმა თამაში,დროის გასვლის მიუხედავათ,არ დაამთავრა.

• 100%

ამ შუა ღამით იმიტომ ავიღე ტელეფონი, რომ მსაჯს მოუკითხო სუყველა, ვინც გააჩნია. .......

• ჟორა

გამოდის რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და საფრანგეთ-პორუგალია გავა.

სვანაძე: მოსალოდნელმა პრობლემებმა იჩინა თავი - მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა

"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ

სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე

პსჟ მზადაა ორი შემტევი "ფენერბაჰჩეს" მიჰყიდოს

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად