მაის-ივნისში იმერეთის, სამეგრელოსა და კახეთის სტუმრობის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები რაჭას ესტუმრნენ, სადაც ტრადიციულად საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანეს. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რეგიონების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი და მათი თანამშრომლები ამბროლაურსა და ონში ჩავიდნენ, სადაც კალათბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელი ატრიბუტიკა-მოწყობილობები ჩაიტანეს.

აღნიშნულ პროგრამას რეგიონების განვითარების დეპარტამენტი ფიბა-ს სპეციალურ ფონთან თანამშრომლობით ახორციელებს. ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდი (YDF) შესაბამისი მიზნობრიობის პროექტებს აფინანსებს, რითაც ჩვენს დეპარტამენტს საშუალება ეძლევა, საქართველოს რეგიონებისთვის ყველა სახის საკალათბურთო ატრიბუტიკა შეიძინოს – დაწყებული ფორმებით, დასრულებული თანამედროვე ტაბლოებითა და საკალათბურთო ტრენაჟორებით.პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონმა არაერთხელ მიიღო საჭირო ინვენტარი და ეს პროცესი აღმასვლით მიმდინარეობს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მჭიდრო კავშირი აქვს რეგიონულ ფედერაციებთან, რომლებსაც გადასცემს ყველა სახის ატრიბუტიკას და ეს უკანასკნელი მოთხოვნილების შესაბამისად ანაწილებს რეგიონის ყველა ქალაქსა თუ სოფელზე, სადაც საკალათბურთო წრეები ფუნქციონირებს. ამჯერად ამუნიცია მიიღო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონმა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ინვენტარის ძირითადი ნაწილი ამბროლაურში ჩაიტანეს, საიდანაც ის მთელს რეგიონზე განაწილდება.

ამბროლაურის შემდეგ რეგიონების განვითარების დეპარტამენტის საკალათბურთო ქარავანი ონისკენ დაიძრა, სადაც თანამედროვე ტაბლო და სროლის დასახვეწი ტრენაჟორი ჩაიტანა. ონში სტუმრებს დიდი ყურადღებით დახვდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს კალათბურთისადმი საგრძნობი ინტერესი აქვთ და ფედერაციის წარმომადგენლებსაც აღუთქვეს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად შეუწყობენ ხელს სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა