ჩინეთის კალათბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, თავის ლიგაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა რაოდენობა შეზღუდოს
ჩინეთის კალათბურთის ფედერაციამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - ESPN-ის ვებგვერდის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციამ გადაწყვიტა შეზღუდოს თავის ლიგაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა რაოდენობა.

კერძოდ, ჩინურ კლუბებს უფლება არ ექნებათ გააფორმონ ხელშეკრულებები იმ კალათბურთელებთან, რომლებსაც NBA-ის გუნდებთან მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში დაინტერესებულნი იყვნენ ისეთი ვარსკვლავების გადაბირებით, როგორებიც არიან კობი ბრაიანტი, კარმელო ენტონი, კრის პოლი და სხვები.

ასე რომ, ჩინური კალათბურთის ხელმძღვანელობა თავისი ჩემპიონატის კარს მხოლოდ თავისუფალ აგენტებს გაუღებს, მაგრამ აქაც არის მკაცრი პირობა: კალათბურთელებმა ჩინეთში მთელი სეზონი უნდა გაატარონ და ისინი ლოკაუტის დასრულებისთანავე ვერ შეძლებენ NBA-ში დაბრუნებას.

როგორც ჩანს, ეს პირობა არ აშინებს სახელოვან ვეტერანს ტრეისი მაკგრეიდის, რომელიც კლუბ "ფოშანთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს. წერენ, რომ მხარეები ახლოს არიან საბოლოო შეთანხმებასთან. ტი-მაკი თავად ჩავიდა ჩინეთში და პირადად მოელაპარაკა კონტრაქტის დეტალებზე კლუბის ხელმძღვანელობას.

გასული სეზონის შემდეგ ტრეისი მაკგრეიდი შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტი გახდა.

სავარაუდოდ, ჩინეთში არ წავა "მაიამი ჰიტის" ერთ-ერთი ლიდერი დუეინ უეიდი, თუმცა მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, NBA-ში სეზონის ჩაშლის შემთხვევაში უსაქმოდ არ გაატაროს მთელი წელი. უეიდს ძალიან უნდა 2011-12 წლების სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარება.

"მე აუცილებლად ვითამაშებ კალათბურთს. არ ვიცი ეს სად მოხდება, სამაგიეროდ, ის კარგად ვიცი, რომ არ დავანებებ თამაშს თავს მხოლოდ იმის გამო, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტია გამოცხადებული", - ამბობს ფლორიდელი ვარსკვლავი.

ესპანური "კახა ლაბორალი" "საკრამენტო კინგზის" 24 წლის შემტევი მცველით მარკუს ტორნტონით დაინტერესდა. კლუბის ხელმძღვანელთა აზრით, სწორედ ამ კალათბურთელმა უნდა შეცვალოს ბასკურ გუნდში "ბარსელონაში" წასული ბრაზილიელი მარსელინიო უერტასი.

ცნობისთვის, უფრო ადრე ტორნტონმა უარყო თელ-ავივის "მაკაბის" წინადადება. ისრაელში ამ მცველს ერთი სეზონის სანაცვლოდ 2.2 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. შესაძლოა, მარკუსმა არც "კახა ლაბორალში" გადასვლა მოისურვოს, რადგან ესპანელებს უნდათ სეზონის ბოლომდე გაიფორმონ ტორნტონი და არ გაუშვან ის ოკეანის გაღმა ლოკაუტის დასრულების შემთხვევაში.

შარშან, ეს მცველი სეზონს "ნიუ ორლეანის" სათადარიგოთა სკამზე იწყებდა, შემდეგ "საკრამენტოში" გადავიდა, სადაც სასტარტო ხუთეულის წევრი გახდა და საშუალოდ 21.3 ქულას, 4.7 მოხსნასა და 3.4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ევროპის ჩემპიონატის წინ NBA-ის ერთი ლეგიონერი დაკარგა საფრანგეთის ნაკრებმა. ხელის ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა "ნიუ იორკ ნიქსის" ცენტრი რონი ტურიაფი. დაზიანება მან ბრიტანეთთან ამხანაგური მატჩის დროს მიიღო და ბოლო სამედიცინო შემოწმების მიხედვით, აღდგენით პროცესს დაახლოების სამი კვირა დასჭირდება.

ტურიაფს ფრანგების განაცხადში ალი ტრაორე შეცვლის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საწვრთნელი შეკრებიდან დაითხოვა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კოლემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა