მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პსჟ „ბოტაფოგოს“ შეხვდება. „პარიზიენის“ მტკიცებით, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე წინა მატჩისგან განსხვავებით ორ ცვლილებას განახორციელებს - ნუნო მენდეშის და ჟუან ნევეშის ნაცვლად სასტარტოდან თამაშს ლიუკა ერნანდესი და უორენ ზაირ-ემერი დაიწყებენ.

უსმან დემბელე ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და როგორც ჩანს, ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობას ვერ მიიღებს, ბრედლი ბარკოლა კი განაცხადში იქნება და შეიძლება შეცვლაზე შევიდეს.

„პარი სენ ჟერმენის“ სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ერნანდესი, ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიანი, დუე, კვარაცხელია, რამუში.

შეხვედრა პასადენას „როუზ ბოულზე“ 20 ივნისს თბილისის დროით დილის ხუთ საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, პირველ ტურში პსჟ-მ „ატლეტიკოს“ 4:0, „ბოტაფოგომ“ კი „სიეტლ საუნდერსს“ 2:1 მოუგო.

tngh
იქნებ ხვიჩაც დაასვენონონ ერთხელ მაინც... მასაც ეკუთვნის დასვენება!!!
გიო გიო
ღმერთს ვთხოვ რომ ხვიჩამ აწიოს თასი, ამ ბოღმიან ხალხს რო შეაზიზღოს ფეხბურთი და აღარ უყურონ, აღარც წერონ აქ და ნერვები აღარ გვიშალონ, (აიდა-მადა-სიჟი) თქვენა ჰაა
ზურიკელას ბებია
კვარა არ ათამაშოთ, ღამენათევია:))
zaza
ერთი თვალაბეიშვილია კომენტატორი და მეორე სანდრო ცნობილაძე,რომელიც 20 წუთი ბღაოდა საქართველოს ახალგაზრდები უგებენ პორტუგალიასო და არადა პირიქით იყო.ყველა სფეროშო რეგრესი,არაფროფენიოლაზმი და დილეტანტების დოღია და რა გასაკვირია რომ ასეთი დაბალი დონის კომენტატორები გვყავდეს.
დ
თვალაბეიშვილი სულ სხვა რამის გამო არ მევასება, ქალივით რომ ინაზება ეთერში და ნერვების მომშლელი პაუზების დაჭერა რომ იცის საუბრის დროს. რას იზამ, ასეა, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო.

ვერ ხვდებიან რო მაგ დროს გვძინავმს? რა უბედურებაა დილის ხუთ საათზე თამაში, ეს ამერიკელები მაგრა უბერავენ რა
პირველი არხის დამფინანსებლებს
პსჟ არ ეხება,მარა უნდა ვთქვა,პირველი არხი აჩვენებს ამ ტურნირს და ტემატურია მაინც.გუშინ ვუყურებ რეალის და ალ ჰილალის თამაშს,გია თვალაბეიშვილი არის კომენტატორი და საუბრობს მალკომზე,მერე ამბობს,თურმე მას არ მოსწონს ფეხბურთელები,რომლებიც რუსეთის ჩემპიონატში თამაშობენ ან ნათამაშები აქვთ,მერე იქვე აყოლებს რო ყველას არ გულისხმობს... აი,ეს არის ამ არხის დონე,პირდაპირი ეთერიდან ყვირის უკვე ნაციზმი. რა შუაშია ვინ სად თამაშობს? რა გონია მაგ თვალაბეიშვილს,მალკომს ბარსაში დარჩენა არ უნდოდა თუ არიქა ზენიტი მინდაო ყვიროდა? ესე მოუტანა ცხოვრებამ და წავიდა იქ სათამაშოდ. მერედა,რუსების სიძულვილის გარდა,რა აქვს დასაწუნი რუსეთის პრემიერლიგას? უბრალოდ,ნაციზმი არის და ამიტომ არ მოგწონთ,თორე რუსეთის ჩემპიონატი ათ ჩემპიონატში შედიოდა,როცა მალკომი და ხვიჩა თამაშობდნენ. და მაინც,ქართველი ფეხბურთელებიდან იმდენს უთამაშია რუსეთის პრემიერლიგაში,რომელი არ მოსწონს კონკრეტულად თვალაბეიშვილს?კვარაცხელია,დავითაშვილი თუ ოქრიაშვილი? ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის არის რო ამ არხს ჩვენ ვაფინანსებთ და იქედან ნაციზმი ყვირის. აგერ,არც სეტანტას კომენტატორებს არ ამოსდით მზე და მთვარე რუსეთზე,თუმცა არ კადრულობენ მსგავს რამეს პირდაპირ ეთერში. რატომ დავწერე ამდენი,ვიცოდეთ უნდა ვისზე იხარჯება ბიუჯეტის ფული და მერე ნუ გაგვიკვირდება რო ვერ ვითარდებით.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე