ესპანეთში წლევანდელი სეზონის მესამე "გრანდ-ტური" - "ვუელტა" დაიწყო
შაბათს, ესპანეთში წლევანდელი სეზონის მესამე "გრანდ-ტური" - "ვუელტა" დაიწყო. ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ესპანური ველომარათონი გუნდური რბოლით გაიხსნა - ველომრბოლებს ბენიდორმში 13.5 კილომეტრი უნდა დაეფარათ.

ეს მოკლე დისტანცია მარტივი სულაც არ ყოფილა. მაგალითად, პირველი ოთხი კილომეტრი მონაწილეებს მთებში რბოლა მოუწიათ, ასე რომ, მათ მოსაწყენად ნამდვილად არ ეცალათ.

ლუქსემბურგულმა Leopard-Trek-მა ერთ-ერთმა პირველმა აიღო სტარტი. "ვუელტაზე" ამ გუნდის ლიდერები იქნებიან დანიელი იაკობ ფუგსლანგი, შვეიცარიელი ფაბიან კანჩელარა და იტალიელი დანიელე ბენატი. სწორედ მათი კარგი მუშაობით გუნდმა აჩვენა დრო, რომელიც შემდეგ ვერც ერთმა კონკურენტმა ვერ გააუმჯობესა. პირველმა ფინიშის ხაზი ფუგლსანგმა გადაკვეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ დანიელი დაიწყებს მეორე ეტაპს ლიდერის წითელი მაისურით.

ეტაპი ჩააგდო ორმა ძლიერმა გუნდმა. ამერიკული "რედიოშეკი" იმის გამო დაზარალდა, რომ მისი ერთ-ერთი ლიდერის იანეც ბრაიკოვიჩის ველოსიპედი გამოვიდა მწყობრიდან და ბევრი დრო დაიკარგა. რაც შეეხება ბრიტანულ "თიმ სქაის", რომელსაც ბრედლი უიგინსი უდგას სათავეში, ერთ მომენტში მან მეხუთე მრბოლელი დაკარგა და ამან ფავორიტი ველოსაჯინიბო ძალიან დააზარალა.

მოკლედ, ესპანური ველომარათონი ძალიან საინტერესოდ დაიწყო, ჩვენ კი გადავწყვიტეთ გაგაცნოთ წლევანდელი "ვუელტას" მთავარი ფავორიტები. იმის გამო, რომ რბოლა ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო და ის ვადებში მაქსიმალურად იყო მიახლოებული ტურ დე ფრანსთან, აქ ვერ ვიხილავთ ფრანგული მარათონის გმირებს - კეიდელ ევანსს, ძმებ შლეკებს, ალბერტო კონტადორსა და სხვებს. სამაგიეროდ, აქ არიან ჯირო დ'იტალიას ლიდერები და ტურზე ხელმოცარულები.

პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან "ვუელტას" მოქმედი ჩემპიონი ვინჩენცო ნიბალი, ჯიროს ვიცე-ჩემპიონი მიკელე სკარპონი და, რა თქმა უნდა, ამ ველომარათონის მთავარი ფავორიტი იგორ ანტონი. შარშან, ეს ნიჭიერი ბასკი იქამდე ატარებდა ლიდერის წითელ მაისურას, სანამ ერთ-ერთ თანაგუნდელს არ დაეჯახა და დაცემისას ლავიწის ძვალი არ გაიტეხა.

რაც შეეხება ტურ დე ფრანსზე დაზარალებულ ველომრბოლებს, ამ სიას ხსნის ბრიტანელი ბრედლი უიგინსი. საფრანგეთში მის ამბიციებს ხაზი გადაუსვა ერთ-ერთ ეტაპზე დაცემამ და ახლა ის რეაბილიტაციას "ვუელტაზე" აპირებს, თუმცა მისი ნაკლი ის არის, რომ ესპანურ ტრასებს ცუდად იცნობს.

ტურის ყველაზე უიღბლო გუნდი იყო ამერიკული "რედიოშეკი", რომელმაც საფრანგეთის გზებზე ერთმანეთის მიყოლებით ოთხი ლიდერი დაკარგა. ამ ოთხიდან ორი "ვუელტაზე" აპირებს რევანშის აღებას. თუმცა პირველ ეტაპზე ისევ მოხვდა გაუგებრობაში ბრაიკოვიჩი, ამიტომაც გერმანელი ვეტერანის ანდრეას კლიონედის შანსებს უფრო მაღლა აყენებენ.

ასევე მოიხსენიებენ ფავორიტებს შორის რუსული "კატიუშას" ლიდერს, ესპანელ ხოაკინ როდრიგესს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დუბლი შეასრულა "ვუელტა ბურგოსზე" და ამით კარგი მზადყოფნა დაამტკიცა. ფავორიტთა სიას კი ასრულებს გუნდ Geox-ის ორი წევრი - ტურ დე ფრანსის ყოფილი ჩემპიონი კარლოს სასტრე და დენის მენშოვი. ეს დუეტი ყველაზე დასვენებული შეხვდა წლევანდელ "ვუელტას", რადგან Geox-ს ტურზე გამოსვლა აკრძალული ჰქონდა.

I ეტაპი

ბენიდორმი. 13.5 კმ

1. Leopard-Trek; 2. Liquigas - +0:05; 3. HTC-Highroad - +0:10; 4. ასტანა - +0:10; 5. Movistar - +0:15; 6. Quick Step - +0:15; 7. Omega Pharma-Lotto - +0:18; 8. Skil-Shimano - +0:18; 9. Garnin-Cervelo - +0:25; 10. კატიუშა - +0:26; 11. Euskaltel-Euskadi - +0:28; 12. BMC Racing Team - +0:28; 13. SaxoBank - +0:28; 14. RadioShack - +0:29; 15. Rabobank - +0:30; 16. Lampre-ISD - +0:32; 17. Cofidis - +0:33; 18. Vacansoleil - +0:39; 19. Ag2r - +0:42; 20. Team Sky - +0:42; 21. Geox - +0:44; 22. Andalucia-Caja Granada - +1:03.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის