უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში რუს ინალ ტასოევთან დამარცხდა.

ფინალამდე გურამმა მარიუს ფიზელი (სლოვაკეთი), ლოსენი კონე (გერმანია), აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური და მსოფლიოს ჩემპიონი მინიონ კიმი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა.

+78 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილი მერვედფინალში დამარცხდა.

ამით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს.

ხვალ თბილისის დროით 12:00-ზე კი გუნდური შეჯიბრება დაიწყება

keane
შე დალოცვილო რაღა ამ ოსთან დამარცხდი რა :(((
მირო
აქ ლიდევ ერთხელ,საბოლო9დ დამტკიცდა,რომ ძიუდოისტები არ იყვნენ სათანადოდ მომზადებულები.ფიზიკაც არ უვარგოდა არც ერთს,უცბად იღლებოდნენ.კეთილი ინებონ და პასუხი აგონ ყველამ,ვინც ჩააგდო ეს ჩემპიონატი.
უზრდელია
ტერნერს ხელი არ ჩამოართვა- ბოღმა ტიპია, ვერ დაივიწყა წყენა. ეს წაგებაც არაა შემთხვევითი. პატარა კაცუნა ყოფილა
პაატა
გურამის გდება ვაზარით რომ შეეფასებინათ, შეიძლება მოეგო კიდეც! რაც მთავარია ყველა ორთაბრძოლაში მაგრად იბრძოლა, ყოჩაღ! რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენებზე (მაისურაძეს არ ეხება)! მე ისევ ჩემს აზრზე ვარ, რომ ახალი მწვრთნელი გვჭირდება!
L.J.
Tavi ra pontshi ar gamogveyopa??Tushim ibrdzola da waago,vis ar waugia warmatebebi chven nakrebs xval!!!!
ნაპოლეონი
გურამის იუკო შემთხვევითობა იყო ტასოევია ბაზარს კი წყალი არ გაუვა. . მოეშვით სომხურ ზახოდებს რა
aburjga
მე პირადად გურამის გამოსვლით კმაყოფილი ვარ, ეს მისი მაქსიმუმი იყო. სამწუხაროდ ვერ არის ჩვენი გურამი ტასოევის მომგები! არ გაუმართლა, ჯერ რინერის და შემდეგ ტასოევის ზეობის ხანაში გაიარა მისმა საჭიდაო ასაკმა! ამ პირობებში საკმაო მიღწევებიც აქვს! დღეს კი ვულოცავ ვერცხლის მედალს! არაა პატარა ჯილდო მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი! ისე კი ძაან დამწყდა გული!
ვალერი
თუ ასე გაგრძელდა, ესენი ნაღდად ინფარქტს დამმართავენ. მთელი წელი არ მინერვიულია ამდენი, რაც ამ სამ დღეში ვინერვიულე. ჯობია მხოლოდ ხვიჩას თამაშებს ვუყურო. ის მაინც მეცოდინება რომ მოიგებენ.
დისციპლინა მოიშალა
ყველგან და ყველაფერში გავბანძდით. ბერია და სტალინია საჭირო- წააგებ- ციხეში. ნახეთ თუ არ აღორძინდება მერე ყველაფერი
სამართალი
რუსეთი ოფიციალურად არ მონაწილეობს, რუსები გამოდიან ძიუდოს საერთშორისო ფედრაციის სახელით და აქვთ 5 მედალი, საქართველოს 4 მედალი აქვს. იაპონელები დომინირებენ 14 მედლით
ardiles78
კარგი რა...გურამის თუ იუკო იყო,ეს როგორ იყო ვაზარი??ილეთის მერე, ბლოკზე იდგა ტასოევი ბრძოლის ბოლომდე და 5 წამი რო აკლდა,მაშინღა გააფრთხილეს.გურამი ღირსი იყო ოქროსი და იმსახურებდა კიდეც!
ჟორა გაბრიჭიძე
თუშოს ფინალში გასვლა მსაჯის სიფხიზლის ბრალი იყო, რადგან ზუსტად შენიშნა კორეელის ფეხში ხელის ჩავლება, ასევე მსაჯის ბრალი იყო მისი ფინალში დამარცხება. თუშომ კონტრით ორივე ბეჭებზე დასვა ტასოევი და თუ სუფთა არა, 100%-იანი ვაზარი იყო. გამეორებაზე მშვენივრად გამოჩნდა ვაზარი. მიუხედავად ყველაფრისა თუშო ბრწყინვალედ გამოვიდა ჩემპიონატზე და ვულოცავ დამსახურებულ მედალს.
იოსები
თუში მაგ ოსზე წონითაც პატარა ჩანს და სიმაღლითაც. ეტყობა რომ მაგ რუს-ოსს თუშიზე მეტი ძალა აქვს და რანაირად მოუგებდა გურამი? რამხელები ყავდათ ტაჯიკებს, უზბეკებს, 2 მეტრიანები ჭიდაობენ მძიმეში. მთელი ახალგაზრდობა ქვეყნიდან გაყარეს, ვიღაც შემცვლელი და კონკურენტი ხომ უნდა აღვზარდოთ? კიდევ დიდხანს ვერ ვაჯობებთ რუსებს.
დდდ
რუსეთში ძიუდო ფაქტობრივად უპირველესი სპორტია, სხვა რომ არაფერი, ის მთავარი რუსი გახლავთ ძიუდოს დიდი მოტრფიალე და მოამაგე და მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან ზიდავს საუკეთესო ძიუდოისტებს... ასე, რომ თავიც გამოგვეყოფა და ცოტა უფრო მეტიც... მთავარია, ვიცოდეთ, ის უფრო მეტი ვის გამოუყოთ...

არ ვიცი რაა!ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.მაგარი ჭიდაობა იყო და ღირსეული მეტოქეები შეხვდნენ ერთმანეთს.იცით რა არის?უშანგი კოკაურმაც(ისიც ხომ ჩვენია) და გურამ თუშიშვილმაც ჩავარდნით საფრთხის არიდება და დროის გაყვანა არ იკადრეს და იმიტომ წააგეს.ტასოევს სულაც არ შერცხვენია და სულ ბოლოს,ჩავარდნით გაიყვანა ბოლო წამები.სამარცხვინო არც არაფერია,რადგან ეგეც ჭიდაობის და ტაქტიკის ნაწილია,საჭიროების შემთხვევაში,თითქმის ყველა რომ მიმართავს.უკვე მერამდენედ,ემოციურობა ბოროტ სამსახურს გვიწევს.გურამმა მართლაც კარგად იჭიდავა და შეეძლო ჩემპიონობა.ასე გამოცდილ მებრძოლს, დავიჯერო მოახლოებული ჩემპიონობის ეიფორიამ შეუშალა ხელი?ასეა თუ ისე,გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა და ძნელია მარცხის სიმწარე,მაგრამ ამავე დროს სულაც არ არის ცუდი შედეგი.ვულოცავ ვერცხლის მედალს,აი მთლიანად ნაკრებს კი,ოქროს გარეშე დამთავრებული ჩემპიონატი,წარმატებულად ვერ ჩაითვლება.ეთოს ჩემი თავი ენაცვალოს,ისტორია დაგვიწერა,მაგრამ ლაპარაკი ვაჟთა ნაკრებზეა.ეტყობა რაღაცის კორექტირებაა საჭირო.გუშინ გადაცემაში „აჩი ფეხბურთზე“,კობა ჟორჟიკაშვილი ჰყავდათ სტუმრად და ახალგაზრდა ტალანტების დაკარგვის მექანიზმებზე ჰქონდათ ლაპარაკი,რომელზეც უეფას თურმე სპეციალური გამოკვლევები ჰქონია გაკეთებული.აქ, იქ ნათქვამს ვერ გავშლი,მაგრამ რაღაცები მენიშნა და ფედერაციაში ალბათ მაგაზეც უნდა იფიქრონ.
ალექს
გურამმა რაც შეეძლო იომა და მადლობა მას. გულდასაწყვეტია ბიჭების ოქროს გარეშე დარჩენა,მაგრამ უძლიერესები ყავთ მართლა რუსებს და იაპონელებს ამ ეტაპზე. წახიკეს ყველაფერი.
ფუი...
ამასაც მოვესწარით. რუსების ჰეგემონია დამყარდა ძიუდოში. თავი არ გამოგვეყოფა არსად...
რუსეთს რაააა?
მთელი საქოცეთია მოსაშორებელი გუჯეჯიანის თამადობით! უნდა მიაყოლო სვანაძე და სანიოლი თავის ფედერაციანად! ჯარჯი ზვიადაური სასწრაფოდ ნაკრების მწვრთნელად!
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის შეძენას აპირებს
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ვლაჰოვიჩი სერია A-ს სხვა გრანდში - სერბ ფეხბურთელს "მილანში" გადაბარგება სურს
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე გაირკვა
"სენტ-ეტიენმა" "ბეშიქთაშს" დავითაშვილში სატრანსფერო ფასზე ორჯერ მეტი თანხა მოსთხოვა
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
იამალი სკანდალში გაეხვია - ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
რუსეთის წარმომადგენელმა გურამ თუშიშვილთან წაგების შესახებ ისაუბრა
რევანშის შანსი - სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
თუშიშვილი ვერცხლს დასჯერდა - ჯაბნიაშვილმა და დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს [VIDEO]
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
"რინერს აუცილებლად დავამარცხებდი. რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ..." - ინალ ტასოევი
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა