ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ერთი ნაბიჯი მე-11 ტიტულამდე

ერთი ნაბიჯი მე-11 ტიტულამდე

ცინცინატის მასტერსი რიგით მე-12 ტურნირია წელს ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის და სერბი მე-11 ფინალს ითამაშებს მისთვის ფანტასტიკურ სეზონში
ცინცინატის მასტერსი რიგით მე-12 ტურნირია წელს ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის და სერბი მე-11 ფინალს ითამაშებს მისთვის ფანტასტიკურ სეზონში. წინა ათი ფინალი "ნოლემ" მოიგო და ყველა შანსი აქვს ამჯერადაც მოიპოვოს მთავარი პრიზი. რაც შეეხებათ ბოლო წლებში მამაკაცთა ტურის აღიარებულ ლიდერებს - რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს, ამ მასტერსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი პრობლემები: შვეიცარიელი ბერდება, ესპანელი კი აბსოლუტურად ამოვარდნილია ფორმიდან.

მეოთხედფინალში რაფას ამერიკელი მარდი ფიში ხვდებოდა. წინა დღეს ფერნანდო ვერდასკოსთან თითქმის ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ ნადალს აღდგენისთვის პრაქტიკულად დრო არ დაუტოვეს, რადგან ორგანიზატორებმა მისი და ფიშის მატჩი დილის პროგრამაში ჩასვეს. ამან ამერიკელს წარმატების დიდი შანსი მისცა, მიუხედავად იმისა, რომ მარდის აქამდე არასოდეს დაემარცხებინა მსოფლიოს მეორე ჩოგანი.

ნადალი მართლაც არ ჰგავდა საკუთარ თავს. საგულისხმო სტატისტიკური მონაცემია "ვინერსების" რაოდენობა - 16:1 ფიშის სასარგებლოდ! თანაც ეს ერთი ქულა რაფამ ეისით აიღო. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს საბოლოო ანგარიში - 6:3, 6:4 ფიშის სასარგებლოდ.

როჯერ ფედერერი ჩეხ ტომაშ ბერდიხთან დამარცხდა, რომელთანაც მანამდე ცხრა მოგება და სამი წაგება ჰქონდა. ბერდიხი შვეიცარიელს ისეთ მნიშვნელოვან ტურნირებზე უგებდა, როგორიცაა უიმბლდონი და ოლიმპიადა. თითქოს ცინცინატიში ფედერერმა კარგი ფორმა აკრიფა, ბერდიხი კი ბოლო პერიოდში ვერ ბრწყინავდა, მაგრამ აღნიშნულ შეხვედრაში როჯერს მხოლოდ პირველი მოწოდება გამოსდიოდა, მეორეში კი კატასტროფული მაჩვენებელი ჰქონდა - მოგებული ქულების 24 პროცენტი (პირველ სეტში - 11 პროცენტი). საოცარია, მაგრამ ფედერერმა ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ გამოიმუშავა და ორ სეტში წააგო - 2:6, 6:7. მატჩის ბოლოსკენ ბერდიხს მხარი ასტკივდა, მაგრამ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა შეხვედრა, თუმცა მეორე დღეს ამ დაზიანებამ ცუდი სამსახური გაუწია.

კინაღამ სენსაცია მოხდა ნოვაკ ჯოკოვიჩისა და გაელ მონფილსის შეხვედრაში. ფრანგს სერბი არასოდეს დაუმარცხებია, გასულ კვირას მონრეალში კი თითქმის უბრძოლველად დანებდა სეზონის ლიდერს. მაგრამ ამჯერად, მონფილსმა დიდი ბრძოლა გაუმართა ჯოკოვიჩს. გაელი პირველ ორ სეტში კარგად მოქმედებდა დაცვაში და ბადესთან გასვლისას. ცუდად არც ნოვაკი მოქმედებდა, მაგრამ შეცდომები მრავლად ჰქონდა და თან შანსებს ვერ იყენებდა. ამიტომაც სერბმა წააგო პირველი სეტი, მეორეში კი კარგა ხანი თანაბარი თამაში მიდიოდა, სანამ ჯოკოვიჩმა პარტიის ბოლოს ბრეიკი არ გააკეთა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტ სეტში სერბმა ადრეული ბრეიკი გააკეთა და შემდეგ დამაჯერებლად ჩაამთავრა მატჩი - 3:6, 6:4, 6:3.

ნახევარფინალში ჯოკოვიჩს ბერდიხი ელოდა. თავდაპირველად ჩეხმა სერიოზულად გადაწყვიტა გამხდარიყო წელს მეორე მოთამაშე, ვინც სერბის ძლევას მოახერხებდა. ტომაშმა ბრწყინვალედ წარმართა საწყისი სეტის პირველი ნახევარი და უკან ხაზს მიაჯაჭვა მეტოქე. პარტიის კულმინაცია მეათე გეიმში დადგა: 5:4-ზე ბერდიხი სეტზე აწვდიდა და სწორედ აქ იჩინა თავი მხარის ტრავმამ. ჩეხმა ტკივილგამაყუჩებელი მიიღო, მაგრამ ამან არ უშველა - უამრავი შეცდომის ხარჯზე მან ზედიზედ სამი გეიმი წააგო, რის შემდეგაც გადაწყვიტა ჯანმრთელობის მხრივ არ გაერისკა და პირველი სეტის წაგების შემდეგ კორტი დამარცხებულმა დატოვა.

უფრო ადრე გაირკვა მეორე ფინალისტი. გადამწყვეტი მატჩის პირველი საგზური ბრიტანელმა ენდი მიურეიმ და მარდი ფიშმა გაითამაშეს. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა უკვე გაინაღდა პირველობა ამერიკის საჰარდო ტურნირების სერიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიშისთვის აშშ-ის ღიაზე მოპოვებული ჰონორარი გაორმაგდება.

პირველ სეტში ჩოგბურთელებმა მეტად ხარისხიანი ჩოგბურთი აჩვენეს, გეიმების უმრავლესობაში ბედი "მეტ-ნაკლებზე" ირკვეოდა. საკუთარ შანსებს უფრო მზრუნველად მიურეი მოეპყრო, რომელსაც ერთი ბრეიკი ეყო პირველი სეტის მოსაგებად - 6:3. ფიშმა ამ პარტიაში სამი ბრეიკ-პოინტის გამოყენება ვერ შეძლო.

მეორე სეტში, შესაძლოა, თამაშის ხარისხი ოდნავ დაეცა, სამაგიეროდ, ბრძოლა უფრო საინტერესო გახდა. ენდიმ სამჯერ აიღო ფიშის მოწოდება და სამივეჯერ გაათანაბრებინა ანგარიში მასპინძელს. მე-12 გეიმში მარდიმ ორმაგი სეტბოლიც კი მიიღო, მაგრამ ამჯერად მიურეიმ თავი ხელში აიყვანა და არ დაუშვა მესამე სეტის ჩატარება. პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელშიც შოტლანდიელმა კიდევ ერთი სეტბოლი მოიგერია, შემდეგ კი საბოლოოდ გატეხა ამერიკელის წინააღმდეგობა - 10:8. თუმცა მატჩი შეიძლებოდა უფრო ადრე დასრულებულიყო. 8:7-ზე, როცა ჩოგბურთელები უკვე ბადესთან მიდიოდნენ ხელის ჩამოსართმევად, ფიშის მიერ აღებულმა "ჩელენჯმა" მიურეის დარტყმისას მილიმეტრიანი აუტი დააფიქსირა და მეტოქეები იძულებულნი გახდნენ, საწყის პოზიციებს დაბრუნებოდნენ.

მაშ ასე, ცინცინატის მასტერსის მთავარ პრიზს ჯოკოვიჩი და მიურეი გაითამაშებენ. სხვათა შორის ეს ჩოგბურთელები სამი წლის წინ ამ ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ბრიტანელმა ორი სეტი ტაიბრეიკზე მოიგო. მატჩის შემდეგ ნოვაკმა ის შეხვედრა გაიხსენა: "ეს საფარი ძალიან კარგად ერგება ენდის თამაშის სტილს. ჩვენ აქ უკვე ვითამაშეთ ფინალში და მან ორი ურთულესი პარტია მოიგო. შესაბამისად, იცის, რასაც ნიშნავს დიდი ტურნირების გადამწყვეტ მატჩებში გამარჯვება. ვფიქრობ, ხვალინდელ ფინალს ფავორიტი არ ჰყავს".

1/4 ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ჟილ სიმონი (საფ, 10) 6:3, 6:3; მარდი ფიში (აშშ, 7)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2) 6:3, 6:4; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 8)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 6:2, 7:6(3); ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-გაელ მონფილსი (საფ, 6) 3:6, 6:4, 6:3.

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 8) 7:5 ბერდიხის უარი; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-მარდი ფიში (აშშ, 7) 6:3, 7:6(8).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა

შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა

ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება