მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიელებმა 19 წლის ოსკარის ჰეთ თრიკით პორტუგალიას 3:2 სძლიეს
ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია, გუნდმა ეს ტიტული მეხუთედ შაბათს მოიპოვა, როცა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში დრამატულ ბრძოლაში, მეოთხე ტაიმში გატანილი გოლის წყალობით 3:2 დაამარცხა პორტუგალია.

19 წლის ოსკარმა ხვალინდელი დღის ვარსკვლავობაზე ძალზე სერიოზული პრეტენზია განაცხადა - ხუმრობა ხომ არაა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჰეთ თრიკის შესრულება! ოსკარმა ერთი მეორეზე უკეთესი გოლი გაიტანა - ჯერ შორეულ ჩაწოდებას თავით მიწვდა და ანგარიში გახსნა, შემდეგ საჯარიმოში დამატებაზე იყოჩაღა და ანგარიში 2:2 გახადა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, ხოლო ბოლოს შორეული მანძილიდან "ცხრიანში" ოქროს გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, ოსკარს ჩემპიონატში აქამდე არ გაუტანია, თუმცა ის რომ დიდი ტალანტია, ეჭვსგარეშეა. ოსკარი "ინტერნასიონალში" თამაშობს და ბრაზილიის ჩემპიონატში 8 თამაშში 5 გოლი გაიტანა, არცთუ ურიგო შედეგია ნახევარმცველისთვის.

ეს ბრაზილიის ნაკრების პირველი ტიტულია 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატებში 2003 წლის შემდეგ. მე-3 ადგილისთვის ბრძოლა მექსიკამ საფრანგეთის ნაკრებს 3:1 მოუგო, თუმცა თავიდან ევროპელები დაწინაურდნენ. ეს "ელ ტრისთვის" 1977 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია. მაშინ კი მექსიკა მეორე ადგილზე გავიდა. ეს ტურნირი აქტივში ჩაეწერებათ ფრანგებსაც, რადგან მათ მე-4 ადგილისთვის არასოდეს მიუღწევიათ. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ კოლუმბიაში, და დაცვას რომ არ დაეღალატებინა (12 გოლი გაუშვეს, რამდენიც კოსტა რიკამ და გვატემალამ), მეტის მიღწევასაც შესძლებდნენ.

პორტუგალიის მეკარე მიკას მშრალი სერია კი 634-ე წუთზე დაემხო, მას სულ რაღაც 19 წუთი დააკლდა ტურნირის რეკორდამდე. მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატი 2013 წელს თურქეთში გაიმართება.

მატჩი მე-3 ადგილისთვის

მექსიკა-საფრანგეთი 3:1

გოლები: 0:1 ლაკაზეტი (8), 1:1 დავილა (12), 2:1 ენრიკესი (49), 3:1 რივერა (71)

ფინალი

ბრაზილია-პორტუგალია 3:2 (2:2 დ.დ.)

გოლები: 1:0 ოსკარი (5), 1:1 ალექსი (9), 1:2 ნელსონ ოლივეირა (59), 2:2 ოსკარი (78), 3:2 ოსკარი (111)

ბომბარდირები: 5 - ენრიკე (ბრაზილია), ალვარო ვასკესი (ესპანეთი), ალექსანდრ ლაკაზეტი (საფრანგეთი); 4 - ნელსონ ოლივეირა (პორტუგალია), ლუის მურიელი (კოლუმბია).

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი (ადიდასის ოქროს ბურთი) მიიღო ბრაზილიელმა ფორვარდმა ენრიკემ, მე-2 ადგილზე პორტუგალიელი ნელსონ ოლივეირა გავიდა, მესამეზე - ხორხე ენრიკესი (მექსიკა). ფიფას ფეარ პლეის პრიზი ნიგერიის ნაკრებს გადაეცა, ტურნირის საუკეთესო მეკარედ კი პორტუგალიელი მიკა დაასახელეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა