შოტლანდია. V ტური: „სელტიკი“ შინ „სენტ ჯონსტონთან“ დამარცხდა
შოტლანდიის პრემიერლიგაში ტურის მთავარი თამაშები კვირას გაიმართა. ყველაზე თვალშისაცემი „სელტიკის“ მარცხი გახლდათ, შინ, „სენტ ჯონსტონთან“. აქ, „სელტიკ პარკზე“ „სენტ ჯონსტონს“ 1999 წლის შემდეგ არ მოუგია და ეს, დეივ მაკკეის მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლით ახლა მოახერხა.

მესამე წუთზე გლაზგოელებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ - „წმინდანების“ მეკარე პიტერ ენკელმანმა საჯარიმოში ენტონი სტოკსი წააქცია, რისთვისაც მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ კრის კომონსმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გოლი ვერ გაიტანა. რაც შეეხება სტუმართა გოლს, ის თამაშის დამთავრებამდე ნახევარი საათით ადრე რიკოშეტით გავიდა. ასე და ამგვარად, სქოთთა ჩემპიონატში დაუმარცხებელი გუნდი აღარ არსებობს.

ცხრილის სათავეში კი ჩემპიონი, „რეინჯერსი“ მოექცა. გლაზგოელებმა „მოზერუელი“ სტუმრად, „ფირ პარკზე“ დაამარცხეს. ჩახედეთ ცხრილს, მიუხედავად ამ შედეგისა (3:0), „მოზერუელი“ მეორე ადგილზეა და „ოლდ ფირმის“ გუნდებს შუაში ჰყოფს.

„რეინჯერსმა“ „მოზერუელს“ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი აგემა.

აბერდინი-ინვერნესი 2:1

გოლები: 1:0 მილსომი (12), 2:0 ვერნონი (27), 2:1 ფორეინი (79)

დანდი-დანფერმლაინი 0:1

გოლები: 0:1 ბერნსი (85)

ჰიბერნიანი-სტ. მირენი 1:2

გოლები: 1:0 ო’კონორი (25), 1:1 ს. ტომპსონი (42), 1:2 ს. ტომპსონი (45)

მოზერუელი-რეინჯერსი 0:3

გოლები: 0:1 ნეისმიტი (20), 0:2 ლაფერტი (45), 0:3 უაილდი (85)

კილმარნოკი-ჰართსი 0:0

სელტიკი-სტ. ჯონსტონი 0:1

გოლები: 0:1 მაკკეი (60)

ვერ გაიტანა პენალტი: კომონსი (3-სელტიკი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეინჯერსი 4 3 1 0 8-1 10

2. მოზერუელი 5 3 1 1 5-3 10

3. სელტიკი 4 3 0 1 8-2 9

4. დანფერმლაინი 4 2 2 0 5-3 8

5. სტ. მირენი 5 2 2 1 4-3 8

6. კილმარნოკი 4 1 3 0 5-2 6

7. ჰართსი 5 1 2 2 4-3 5

8. დანდი 5 1 2 2 4-8 5

9. სტ. ჯონსტონი 4 1 1 2 1-3 4

10. აბერდინი 5 1 1 3 2-6 4

11. ჰიბერნიანი 4 1 0 3 3-8 3

12. ინვერნესი 5 0 1 4 4-11 1

ბომბერდირები: 3 - კირკი (დანფერმლაინი), ნეისმითი (რეინჯერსი), ო’კონორი (ჰიბერნიანი), სტოკსი (სელტიკი); 2 - დეილი (დანდი), ჰეფერნანი (კილმარნოკი), იელავიჩი (რეინჯესი), კი სუნგ-იენგი (სელტიკი), მერფი (მოზერუელი), სატონი (ჰართსი), ტენსი (ინვერნესი), ტომპსონი (სტ. მირენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა