მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პლეი-ოფის ყველა წყვილი ჯერ არ გარკვეულა, მაგრამ დასამალი არაა, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟს მიმართაა.

პარიზული კლუბი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველა იმ ქალაქს, სადაც მატჩებს ატარებს. ლუის ენრიკეს ბიჭების მორიგი გაჩერება ატლანტაა. იმედია, დიდხნიანი, რადგან მეოთხედფინალიც აქ უნდა ჩატარდეს. უალამაზეს Mercedes-Benz Stadium-ზე საბა ლობჟანიძეს არაერთი გოლი გაუტანია.

ჩემპიონატის დაწყების წინ წერილი შემოგთავაზეთ, სადაც მერვედფინალში მესისა და "კვარას" დაპირისპირება ვისურვეთ. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი!..

არ აქვს მნიშვნელობა, ახლა ვინ როგორ გუნდსა და ფიზიკურ ფორმაშია. ხვიჩა კვარაცხელია დიდ ფეხბურთში მაშინ შემოიჭრა, როცა რონალდოცა და მესიც ევროპისგან შორს იყვნენ. ქართველი ორივეს დაუპირისპირდა, ერთი დაამარცხა და გაუტანა და იმედია, ამას მეორესგანაც ვნახავთ.

პსჟ - "სიეტლის" მერვედფინალი ჩვენი დროით 20:00 საათზე კია, მაგრამ შტატებში ამ დროს ადრე დილაა და ევროპულ კლუბებს ახლა ამასთან ადაპტაცია დასჭირდებათ. ფაქტია, სიცხეს სიგრილე ნამდვილად აჯობებს.

რადგანაც მერვედფინალური წყვილის ვარაუდმა გაამართლა, ეს საქმე გავაგრძელოთ და ფინალამდე პარიზელთა კონტურები გამოვკვეთოთ. ჩვენი სურვილია, ხვიჩამ კიდევ ერთი ტიტულისთვის იბრძოლოს და გამოვა თუ არა ეს საქმე, ამას ერთად ვნახავთ.

მერვედფინალური წყვილი, რომელიც უკვე განხილულთან მეოთხედფინალში იკვეთება, "ფლამენგო" - "ბაიერნია". ბრაზილიური გუნდები ამ ტურნირზე საკმაოდ კარგად გამოიყურებიან და იოლი დაპირისპირება არც მიუნხენელებს ელით. წყვილის ფავორიტები მაინც გერმანელები იქნებიან. ლუის ენრიკეს ბიჭებმა ჩემპიონთა ლიგაზე "ინგლისური გზა" გაიარეს. ახლაც რთული მისია აქვთ. ესპანურ "ატლეტიკოს" შეხვდნენ და თუ "ბაიერნსაც" ეთამაშნენ, ახალი გამოწვევი ექნებათ და კვარაცხელიაც კიდევ უფრო მეტ დიდ კლუბს დაუპირისპირდება(თუ დაამარცხებს, მთლად უკეთესი).

მიუხედავად იმისა, "ინტერი" საუკეთესო ფორმაში არაა, თეორიულად, შესაძლებელია, ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქ ნახევარფინალში განმეორდეს.

საინტერესოა, რომ მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" კვლავ ბადის ერთ მხარეს აღმოჩდნენ და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისა არ იყოს, შესაძლოა, ახლაც შეხვდნენ. მადრიდელები პირველ ადგილს თუ დაიკავებენ და მანჩესტერელები მეორეს, პოტენციურად, ნახევარფინალში პსჟზე გადიან, ამიტომ ჩვენ ალბათ უნდა ვისურვოთ, თავისი ჯგუფი "სიტიმ" მოიგოს და "რეალმა" ვერ, მაგრამ ამავდროულად, პარიზელთა კიდევ ერთი განსაკუთრებული დაპირისპირების ხილვა შეგვიძლია!..

აბურჯგას.უკვე რამდენი წელია,საქართველოს ჩემპიონატის ცხრილების გამოქვეყნებას ვერ ვაიძულებთ,ვერც საიტის ძველი ფორმატის დაბრუნებას,რომელიც ახლანდელზე გაცილებით მოსახერხებელია, მივაღწიეთ,ამდენი ხალხის პროტესტების მიუხედავად და მაგ თხოვნას რატომ გაითვალისწინებენ,ვითომ?ბევრი წავიდა ამ საიტიდან და ალბათ მეც მალე დავტოვებ.ვერავითარ სიამოვნებას ვეღარ ვიღებ,აქ შემოსვლით და აზრების გაცვლით.ძალიან მოუხერხებელი გახდა,საამისოდ.
aburjga
მე ავტორი პატივისცემით მოვიხსენიე. სადაც შევძელი იქ დავწერე, რომ მაინტერესებდა გათამაშების სრული სურათის დანახვა, ამიტომ მჭირდებოდა ერთი უბრალო ცხრილი. არავის უთხოვია თქვენთვის გამოხმაურება. საიტი გამომეხმაურება, ალბათ ცხრილს დადებს. თუ არ დადებს და ამითაც არავინ დაშავდება!
zura222
აი აქაა ყველაფერი მაგრამ უკრაინული საიტია და ის ჩვენი "მეგობრები" შურით და ბოღმით არიან გასიებულები და ხვიჩაზე და პსჟ-ზე თითქმის არაფერს არწერენ ----https://terrikon.com/club-worldcup-2025
zura222
სიტი ეხლა მგონი რეალზე ძლიერია რეალი ამ ბოლო დროს ფლავდება (არსენალთან თამაშები გავიხსენოთ) და ვინც გინდა შეხვდეს პსჟ ეხლა მაგარ ხოდზეა თან დემბელეც დაემატებათ და ყველას მოუგებს !
aburjfa-ს
ნუ გეჩხურებათ ხოლმე ყელში სხვა თუ ისე წერს, როგორც თქვენ ვერ. ისე ეს სტატია თავისი მიზნით უდევთ და წინა მატჩების ვიდეო, მომავლის ცხრილი და ტაროს გაშლაც აქ უნდა იყოს?
თენგაბი
ვეთანხმები aburjga-ს, მართლაც დადეთ ეს ჯგუფები და განახლებადი ცხრილი, რომ ვიცოდეთ ვინ-ვისთან გადის, ვის შეიძლება შეხვდეს.
aburjga
ნაცვლად იმისა, რომ ყველა ჯგუფის მატჩების შედეგები და გათამაშების მიმდინარე (განახლებადი) ცხრილები დადოთ ბატონი ღვთისავარის ლირიკულ შედევრებს გვიქვეყნებთ?!
"მამარდაშვილში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს - სანერვიულო არაფერია" - ინგლისური მედია
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
პსჟ - "რეალის" დღე - კვარაცხელია "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში