ჩვენში რომ იტყვიან, კაცური კაციაო, სწორედ ისეთია პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი, რომელსაც თავისი გუნდის ფეხბურთელებთან ლამის მეგობრული ურთიერთობა აქვს. ის ქედმაღალი არაა, უბრალო და უშუალო პიროვნებაა.

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კატარელმა განაცხადა, რომ ეს არა მხოლოდ პარიზული კლუბის, არამედ მთელი ფრანგული ფეხბურთის გამარჯვებაა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმათ, ვინც ლიგა 1-ის მატჩების გადატანა არ გააპროტესტა.

ალ-ხელაიფიმ ქვედა დივიზიონში დაქვეითებული „ლიონის“ დახმარებაც გადაწყვიტა. RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ს „ლიონისთვის“ ბრედლი ბარკოლას სატრანსფერო თანხა (45+5 მილიონი ევრო) ტრანშებად უნდა გადაეხადა, თუმცა ნასერმა დღეს ფული სრულად გადაურიცხა. ეს რა თქმა უნდა, "ლიონს" ვერ უშველის, მაგრამ ღირსეული საქციელია.

არადა, ადრე „ლიონის“ ამერიკელმა მფლობელმა ჯონ ტექსტორმა „პარი სენ ჟერმენს“ კვარაცხელიას ტრანსფერის გამო ფეხბურთის პროფესიონალური ლიგის ასოციაციაში უჩივლა, რამეთუ მისი თქმით, ქართველს მათთან თამაშის უფლება არ ჰქონდა და ეს ფეარ-პლეის პრინციპების დარღვევა იყო.

შეგახსენებთ, „ლიონის“ აღშფოთებული გულშემატკივრები ტექსტორის სასწრაფოდ გადადგომას მოითხოვენ, ვინაიდან მათი აზრით, კლუბი კატასტროფამდე მიიყვანა.

ისე ვამბობ
45 მილიონია თუ 0.001 (1 ცენტი) შედეგითო არ აქვს, მაშნ ფუჭია ქმედება ლიონისტის, და მნიშვნელოვანია გადამხდლისთვის, რადგამ მის სიკეთეს ამტკიცებს მხოლოდ და არ შედეგის სიკეთეს. სხვაგვარად არის საქმე? ანა შედეგებს გადავხედოთ - გადამხდელამ მიიღო სიმპათიები და ლიონმა. დაქვეითება ხე ნაყოფით შეიცნობა და არა კვირტით ან თუნდაც ყვავილით.
გეგი
ამ კაცის მაგარი ადამიანობა ლიგის მოგების დროს გამოჩნდა,როცა ასე თბილად გამოხატავდა ფეხბურთელების,ხვიჩას მიმართ სითბოს.ეტყობა რა ადამიანს როგორიცაა და ყოჩაღ,ნამდვილად ღირსეული და მაგარი ადამიანია!

ლიონს ახლა უჭირს,აპელაცია შეიტანეს და ვალის დაფარვის პერსპექტივა თუ დაინახეს,შესაძლოა განაჩენი შეცვალონ,ან დრო კიდევ მისცენ.კარგი გუნდის შენარჩუნება,წესით ყველას ინტერესებში უნდა იყოს,მაგრამ ფედერაცია აშკარად ებრძვის ლიონს.მათი მწვრთნელის 9 თვიანი დისკვალიფიკაცია სხვანაირად ვერ აიხსნება.მსაჯებთანაც ბევრი საპრეტენზიო ჰქონდათ. კაცი სანამ ცოცხალია,მანამდე უნდა გადაუხადო ვალი,რომ იქნებ იმკურნალოს და თავი გადაირჩინოს,თორემ თუ მოკვდა,მაშინ აღარაფერში სჭირდება. ლიონის მფლობელი რომ უვარგისია,ამით ყველაზე მეტად თვითონ ლიონი ზარალდება და კიდევ მათ რატომ სჯიან,ეგაა საკითხავი.ვალი აქვს და ვალის ამღებს მოსთხოვე პასუხი!
ისე გპასუხობთ
45 m მარტო არ უშველის ლიონს ნახევარ მილიარდზე მეტი დავალიანება აქვს, მაგრამ დასაფასებელია, ვინც გიჩიოდა, იმას რომ გვერდში დაუდგები.
ჟორა
ტექსტორი ნაღდად გასაშვებია იმიტომ რომ 3 გუნდი რომ გყავს ესე იგი არ გაინტერესებს ფეხბურთი და უაზროდ ატრიალებს ფულს
ისე ვიკითხე
თუ არ შველის აბა ერთბაშად გადარიცხვას რა აზრი ჰქონდა? თუ პირიქით ქონდა აზრი და რაღაც არასწორად გავეთ?
გელა
პესეჟეს ინტერესებშია რომ ჩემპიონატი საინტერესო იყოს, ქველმოქმედება აქ არაფერ შუაშია.
გ.ხ.
ჯიგარი კაცი ყოფილა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ორი ამოცანა - რას გეგმავს პსჟ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე?
[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"მას, როგორც ფეხბურთელსა და როგორც ადამიანს, ვაღმერთებ" - პსჟ-ის პრეზიდენტი თავისი გუნდის მოთამაშეზე
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
"მას ჩემი ცოლი უფრო აინტერესებდა, ვიდრე მე" - ხესემ ალ ხელაიფზე ისაუბრა
პსჟ-ს პრეზიდენტმა სუპერლიგის დახურვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
"მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ" - ალ-ხელაიფიმ პსჟ-ს მოთამაშე გამოარჩია
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა