"მილანის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი "ბებერ ქალბატონთან" ნათამაშები პირველი ტაიმით (2:0) აღფრთოვანებული დარჩა
"მილანის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ მამამისის სახელობის ყოველწლიურ ტურნირზე "იუვენტუსთან" (2:1) მოგებული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა შეხვედრის პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა.

კლუბის 74 წლის მფლობელის აზრით, მეორე ტაიმში ჩავარდნის მიზეზი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეების არყოფნა იყო. ბერლუსკონის თასი უკვე 21-ედ ჩატარდა. "მილანის" ამჟამინდელმა მფლობელმა ტურნირი 1991 წელს მისი მამის, ლუიჯის პატივსაცემად დაარსა.

"მეორე ტაიმში "მილანის" შემადგენლობაში ძირითადის მხოლოდ 4 ფეხბურთელი იყო, მაშინ როდესაც "იუვენტუსი" სრული შემადგენლობით თამაშობდა. ამის გამო ჩვენ უფრო დაცვიდან თამაში ვარჩიეთ. პირველ ტაიმში კი ჩვენი ბიჭები მატჩის მიმდნარეობას აკონტროლებდნენ და ორი ლამაზი გოლი გაიტანეს.

ზეედორფი თავისი საქმის ოსტატია. მისი თამაშის ყურებისას სიამოვნებას ვიღებდი. საოცრებაა როგორ გაიტანა მან საჯარიმოდან გოლი. კლარენსი ძალიან ჭკვიანი ადამიანია და თამაშის დროს ჭკუის გამოყენება იცის.

ასევე ძალიან მომეწონა კასანო, მან შეხვედრა კარგად ჩაატარა და გოლის გატანასთან ახლოს იყო. პირლოს "იუვენტუსის" მაისურით ხილვა კი ძალიან უცნაურია. ის დიდი ფეხბურთელია და მისით აღტაცებული ვარ. სამწუხაროა, რომ მასთან განშორება მოგვიხდა - მისთვის კონტრაქტის გაფორმება ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა", - განაცხადა ბელუსკონიმ.

მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა