თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები გუშინ დილით უნგრეთში გაფრინდა, სადაც 23-24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები გუშინ დილით უნგრეთში გაფრინდა, სადაც 23-24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება.

ჩემპიონატს ქალაქი სომბათჰეი უმასპინძლებს, რომელიც ბოლო წლებში ერთ-ერთ მთავარ ევროპულ საჭიდაო ცენტრად იქცა - უკვე რამდენიმე წელიწადია, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზედიზედ მასპინძლობს "ოქროს დიდი პრიზის" პირველ შეჯიბრებას, ამჯერად კი ბევრად მასშტაბურ ტურნირს შეეჭიდა.

სხვათა შორის, თვით მსოფლიოს ეს პირველობაც ახალი ეტაპის დასაწყისია ჭაბუკთა ასაკში - აქამდე მსგავსი შეჯიბრება ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, ამიერიდან კი ყოველწლიურად გაიმართება.

ჩვენი ჭაბუკი "თავისუფლების" ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ბენდიანიშვილმა უნგრეთში ლამის უცვლელად წაიყვანა ის გუნდი, რომელმაც ორი კვირის წინათ წარმატებით იჭიდავა ვარშავაში, ევროპის პირველობაზე - იქ ჩვენებმა თითო ოქრო-ბრინჯაო და 2 ვერცხლი მოიპოვეს.

მწვრთნელმა ახლანდელ ნაკრებში ერთი იძულებითი ცვლილება შეიტანა - ევროპის ვიცე-ჩემპიონმა შოთა ფანცულაიამ (50) წონა ვერ დაიკლო, სხვა წონებში კი სათადარიგო კანდიდატები ბევრი არც უძებნია, რადგან ვარშავაში ნაასპარეზებ ხალხზე უკეთესები რეზერვში არც ეიმედებოდა.

გიორგი პასიკაშვილი (42), რამაზ დარჩიძე (46), შალვა ხუციშვილი (50), შოთა ფარტენაძე (54), რაუფ შაკულ-ოღლი (58), ომარ გურჯიძე (63), შალვა ჭადაშვილი (69), გიორგი ჩხარტიშვილი (76), ბექა როჭიკაშვილი (85), გენო პეტრიაშვილი (100) - ამჯერად ეს ჭAბუკები დაიცავენ საქართველოს ღირსებას უნგრეთში. მათგან პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, გურჯიძე მეორეზე გავიდა, ფარტენაძე -მესამეზე.

გუნდის ლიდერი ამჯერადაც გორელი პეტრიაშვილი იქნება, რომელმაც წლეულს ახალგაზრდებშიც იჭიდავა ევროპის პირველობაზე და ბრინჯაოც მოიპოვა. მან კონტინენტის პირველობა ჭაბუკებში ძალზე იოლად მოიგო.

მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატი ბევრად ძლიერი შეჯიბრება იქნება, მაგრამ პეტრიაშვილი მაინც გამარჯვების უმთავრესი პრეტენდენტია. მან ვარშავაში ლამის ყველა იმ ქვეყანას მოუგო, რომლებიც ძირითადი კონკურენტები იქნებიან.

ბუნებრივია, იქნებ ვინმემ შეცვალოს კიდეც მონაწილე და უფრო ძლიერი დააყენოს, მაგრამ ვარშავაში პეტრიაშვილი იმდენად მაღლა იდგა კონკურენტებზე, მისი სადარი მაინც ძნელი საპოვნი იქნება. ერთადერთი პრობლემა ისაა, მოასწრო თუ ვერა მან დასვენება და ძალების აღდგენა, რადგან ბოლო თვენახევარში მესამე პირველხარისხოვან შეჯიბრებაზე გამოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე