სტამბოლში ტურნირში ITK Open, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ამერიკული დოლარია, სოფიო შაფათავა მეოთხე ნომრად იქნება განთესილი
სტამბოლში იწყება საერთაშორისო ტურნირი ITK Open, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ამერიკული დოლარია.

ამ შეჯიბრებაში ჩვენი თანამემამულე სოფიო შაფათავა (296) მე-4 ნომრად იქნება განთესილი. სანამ ძირითადი ბადის წილისყრა არ გამართულა, სტარტი აიღო საკვალიფიკაციო ბატალიებმა, სადაც სამი ქართველი ასპარეზობს.

I წრეში ყველაზე დიდ ინტერესს სოფიო ქვაცაბაიასა (448) და ეკა გორგოძის (453) დაპირისპირება იწვევს. ეს მათი მე-4 შეხვედრაა კარიერაში და მესამე წლეულს, 2:1 წინ გორგოძეა. თათია მიქაძე (474) კი მე-8 ნომრად განთესილ ბულგარელ იზაბელა შინიკოვას (401) ეთამაშება.

როგორც ხედავთ, სოფიო შაფათავა თურქეთშია და ამერიკის ღია პირველობაზე ვერ გამოვა (რეიტინგი არ ეყო საკვალიფიკაციო ბადეში მოსახვედრად). სამაგიეროდ, ნიუ იორკში ორი ქართველი ითამაშებს, ანა ტატიშვილი (85) ძირითად ბადეშია, ხოლო მაკა ჩახნაშვილი (215) - საკვალიფიკაციო ბადეში. კიდევ ერთი ჩვენებური, ოქსანა კალაშნიკოვა (211) ტრავმის გამო დიდი ხანია ვერ თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა