რუმინეთის ეროვნულმა გუნდმა, ევროპის ერთა თასის გათამაშებაში გამოტოვებულ შეხვედრაში, ლვოვში უკრაინის ნაკრები 41:16 დაამარცხა
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, რუმინეთის ეროვნულმა გუნდმა, ევროპის ერთა თასის გათამაშებაში გამოტოვებულ შეხვედრაში, ლვოვში აუტსიდერი უკრაინის ნაკრები დაამარცხა - 41:16.

ჯერ უკრაინელებზე ვთქვათ. ამ მატჩში პირველად უთავკაცა მასპინძელთა გუნდს საქართველოს ნაკრების ყოფილმა მორაგბემ ზაზა ლეჟავამ. უკრაინის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კი ორმა ქართველმა ითამაშა, ცხრა ნომერმა ზურაბ კიკაჩეიშვილმა და მესამეხაზელმა ჯაბა მალაღურაძემ, რომელიც ახლახან გასაჭირში ჩავარდნილ მშობლიურ გუნდს, თბილისის "ყოჩებს" დაუბრუნდა.

რუმინელებისთვის უკრაინის ნაკრებთან მატჩი ცუდი სპარინგი არ გამოვიდა. "სტეჟარის" ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ ტრავმირებული შერკინების კვაჭი მარიუს ტინკუ აკლდა. სტუმრებმა მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს. საგულსიხმოა, რომ აქედან ხუთი უკანახაზელების ანგარიშზეა.

რუმიენთის ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი რობერ ანტონენი ახალ ზელანდიაში წამსვლელთა ვინაობას დღეს დაასახელებს. შეგახსენებთ, რომ "სტეჟარი" პირველ მატჩს ახალ ზელანდიაში, 10 სექტემბერს შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. "ბორჯღალოსნებს" კი რუმინელები 28 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.

უკრაინა- რუმინეთი 16:41

უკრაინა: 15. ვიტალი კრასნოდემსკი, 14. მაქსიმ კრავჩნკო, 13. სერგეი გარკავი, 12. პაველ მასიუკოვი, 11. ოლეგ კოსარევი, 10. სერგეი ცერკოვნი, 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი. 1. სერგეი შუკინი, 2. ნიკოლაი კირსანოვი, 3. ივან ზალიზნიაკი, 4. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 5. რუსლან რადჩუკი, 6. ალექსეი ნოვოკრეშენვი, 7. ვიტალი ორლოვი, 8. ჯაბა მალაღურაძე.

16. ევგენი ჩაიკა, დიმიტრი ფედშინი, 18. ალექსანდრ პოლიანსკი, 19. ვლადისლავ გარბოვსკი, 20. ალექსანდრ ლომაკინი, 21. სერგეი მონასტირიოვი, 22. დენის მაიუკოვი.

ლ: ჩაილა. 3ს,გ: კოსარევი

რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. კტალინ ნიკოლაე, 13. იონუც დომოფტე, 12. კონსტანტინ გეარა, 11. კატალინ ფერკუ, 10. დანუც დუმბრავა, 9. ლუჩიან სირბუ. 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. ბოგდან ზებეგა, 3. პაულიკა იონი, 4. კრისტიან პეტრე, 5. კოსმინ რატიუ, 6. სტელიან ბურეა, 7. ოვიდიუ ტონიცა, 8. დანიელ კარპო.

16. ანდრეი რადოი, 17. დრაგოშ დიმა, 18. ვალენტინ პოპირლანი, 19. მიჰაი მაკოვეი, 20. ფლორინ სურუჯუ, 21. ფლორინ ვლაიკუ, 22. სტეფან ჩუნტუ.

6ლ: ნიკოლაე, დუმიტრაში, ფერკუ, გეარა, სურუჯუ, რატიუ. 4გ,ს: დუმბრავა.

სატურნირო მდგომარეობა

1. საქართველო - 22 ქულა, 2. რუმინეთი - 16, 3. პორტუგალია - 14, 4. რუსეთი - 11, 5. ესპანეთი - 10, 6. უკრაინა - 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რა ელის "ბორჯღალოსნების" მატჩს? - ტაიფუნის გამო უახლოეს 2 დღეში მსოფლიო თასზე 2 შეხვედრა გაუქმდება
მსოფლიო თასი. C ჯგუფი: საფრანგეთმა აშშ ბოლო წუთებში გატეხა [VIDEO]
მსოფლიო თასის გახსნით შეხვედრაში იაპონიამ რუსეთი პრემიალური ქულით დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა