მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პსჟ-მ „ბაიერნი“ 2:0 დაამარცხა.

მატჩი მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თავიდან მომენტებს უფრო პარიზული გუნდი ქმნიდა: კვარაცხელიამ ბურთი მცველს აართვა, დუეს გადააწოდა, რომელმაც უკეთეს პოზიციაზე მყოფ ქართველს პასი არ გაუკეთა, თავად დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა. შემდეგ ხვიჩამ მახვილი კუთხიდან ვერ შეძლო ნოიერის კარის დალაშქვრა. ფაბიან რუისმაც ვერ გამოიყენა შანსი. მიუნხენელებსაც ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, როდესაც ოლისეს დარტყმული ბურთი დონარუმამ მოიგერია. მერე „კვარა“ უპამეკანოს გაექცა, საჯარიმოში შეიჭრა და გატანა მეკარემ არ დაანება. "რეკორდმაისტერის" იერიშები სახიფათო იყო - კეინმა თავით ვერ გაიტანა, კიდევ ერთხელ გადაარჩინა "პარი სენ ჟერმენი" დონარუმამ, ბოლოს უპამეკანოს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, მუსიალამ მძიმე ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმიც დასრულდა.

შესვენების შემდეგ „პარი სენ ჟერმენმა“ ზეწოლა გააძლიერა, კვარაცხელიამ ბარკოლა ნოიერთან პირისპირ გაიყვანა და მანუელი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. თუმცა, მალე თამაში ისევ გათანაბრდა, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ბარკოლა დემბელეთი შეცვალა. „კვარამ“ ნოიერს ბურთი მოჰპარა და უსმანმა ბურთის კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ ცოტა ხანში დუემ მოახერხა და პარიზელები დააწინაურა. 82-ე წუთზე პაჩო გორეცკას ეუხეშა, მსაჯმა გააძევა და ხვიჩას ნაცვლად მოედანზე ბერალდო შევიდა. კომპენსირებულ დროში არბიტრმა ერნანდესიც გააძევა, რომელმაც გერეირუს იდაყვი სახეში ჩაარტყა. ორკაცნაკლულმა პსჟ-მ არათუ მოიგერია მეტოქის შეტევები, არამედ დემბელემ გოლი გაიტანა და "პარი სენ ჟერმენმა" გაიმარჯვა, ფრანგმა გატანილი გოლი რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად გარდაცვლილ დიოგუ ჟოტას სტილში აღნიშნა.

პსჟ ნახევარფინალში“ „რეალსა“ და „დორტმუნდს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ატლანტა. „მერსედეს ბენცი“

პსჟ - ბაიერნი 2:0

გოლები: 1:0 დუე (79), 2:0 დემბელე (90+6)

გაძევება: პაჩო (82, პსჟ), ერნანდესი (90+2, პსჟ)

ufrosi
https://www.youtube.com/watch?v=Vw-NdMuWYJ0

ორივე გასაძევებელი იყო.ერნანდესის შემთხვევაში ხელის მოძრაობა,აშკარად არაბუნებრივი და შესაბამისად წინასწარგანზრახული უხეშობა იყო.ტეილორმა რომ გააძევა ეს იყო სწორი,იტალიაში ამას რომ უტარებდნენ,სწორედ ამიტომ ვაგინებდით მსაჯებს.ისინი უხეშობას აქეზებდნენ.კი,ორსამჯერ იყო,როცა 50%/50% ზე იყო და ბაიერნის სასარგებო გადაწყვეტილება მიიღო,მაგრამ იქ საკვანძო მომენტები არ ყოფილა,პენალტი კი ნახა და გააუქმა.პსჟ-ს გადაღლა შეეტყო.ბავარიამ ცოტა მაინც დაისვენა,ამათ კი,სულის მოსათქმელი დრო არ მიეცათ და ბავარიასთან ძალიან დაძაბულ,ენერგოტევად მატჩში ძალიან გაუჭირდათ.ახლა ალბათ რეალთან მოუწევთ დაპირისპირება,რომელიც ძალიან მოტივირებულია და არც გადაღლას უჩივის.ასე რომ ამ ორი ფეხბურთელის დაკლება,ძალიან დაეტყობათ.განსაკუთრებით პაჩოსი,რომელიც დაცვის ცენტრში ძალიან კარგად თამაშობდა.ბოლო ორი თამაში პსჟმ მაინც დახურულ სტადიონზე,კონდიცირებულ სივრცეში ჩაატარა,მომდევნო თამაში სად აქვს და იქაც არის თუ არა კონდიცირებული ჰაერი,არ ვიცი და თუ არ არის,მაშინ სიცხეში კიდევ უფრო მეტად გაუჭირდებათ.
გელა მასწავლებელი
იდიოტის დამწერს-ხვიჩა ხარ თუ ვითომ ხვთისა ხარ ,ხალხს ნუ ლანძღავ,შე მართლა......ყველამ თავის ...მამიდას მიხედოს ,ხალხის ლანძღვას შეეშვას, აჯობებს.გამარჯვებისკენ პსჟ,წინ კვარაცხელია ხვიჩა!
გიგო პაპა
ჯერ-ჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ტეილორს თავიდანვე შევატყე მიკერძოებული მსაჯობა. ხვიჩა მომეწონა ძალიან, თამაში არ გავა ვინმე რომ ერთი ერთზე არ გაიყვანოს. დემბელეც დიდი ძალაა, ალბათ ნახევარფინალში ძირითადიდან დააწყებინებს ენრიკე. თასი გვინდა ხვიჩა! აბა შენ იცი, უკვე დროა რომ შენც გაიტანო. წარმატებები პსჟ-ს!
ყოჩაღ და "მალьადეც" !
ყ ო ჩ ა ღ ! )))
კახელი
უსწავლელ,ღვარძლიან ხვიჩა კომენტატორს,თავში რა გაქვს?,ფეხბურთის გაგებაში არ ხართ.
ეუფ
ბრმა უნდა იყო კაცი, რომ ამ თამაშში მსაჯის მიკერძოება ვერ დაინახო, ეს მარტო წითლებს არ ეხება, იდაყვის ჩარტყმაზე ყვითელი არ გინახავს აქამდე? კვარას რაც სახეში ურტყეს სერია ა-ში, წითელი კი არა, ყვითელიც არ მიუციათ არასდროს.
ხვიჩა
აქ კომენტარებს სანამ დაწერენ ზოგიერთებმა ქართულად გამართულად წერა რომ ისწავლონ ის აჯობებს.ვულოცავ პსჟ და პირადად ხვიჩას ამ გამარჯვებას.რაც შეეხება გაძევებებს პსჟ ორივე ფეხბურთელი გასაძევებელი იყო და აქ რომ წერს ვიღაც ფეხბურთის უცოდინარი იდიოტი ტეილორის მხრიდან შეთქმულებაზე ვურჩევ ჯერ გამართული წერა ისწავლოს ან სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი.
დდდ
პირადად ჩემთვის ერთითაც გამორჩეული იყო ეს თამაში - როცა ხვიჩამ ყველა წესის დაცვით აართვა ბურთი ჰარი კეინს, ეს უკანასკნელი ( სავარაუდოდ კარიერის დასასრულს ლორდის, ჰერცოგის, მარკიზის და რეიხსრაინდის ტიტულსაც მიიღებს) იძულებული შეიქნა, ყოვლად ემსგავსი სიმულაციით გამოეთხოვა აბსურდული ჯარიმა თანამემამულე არბიტრისგან... ჩემთვის ეს პასაჟი დაახლოებით იგივე იყო, რაც ბენჟამინ ღლონტისთვის ვამეხ ვახვარის ამბორი...
სირბილის სწავლების ცენტრი
მადლობა ხვიჩას!
მ.ზ,London Great British.
უსმეან დემბელე,...დიდი ბუნების ფეხბურთელია,დონარუმაც,მოუჩვენებლად მოიქცენ,ერთი მუსიკასთან შეჯახების შემდეგ ,მეორე,ჟოტას სტილში გატანილი ბურთის აღნიშვნით.R.I.P.ძმებს ჟოტას.თანაგრძობა სხვისადმი კი მოდის აღზრდით,ასაკით ზოგჯერ,ზოგჯერ პირადულად გადატანილი მძიმე განცდების შემდგომ,ინგლისელმა მსაჯმა კი"აუშვა უსამართლობის იალტაში,თავის კარიერასამჯობინა,"შურისძიება"არაობიექტური ქმედებებით პსჟ-ს წინააღმდეგ,სამი ინგლისური გუნდი დაამარცხა ფრანგულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე და აჰა დიდბრიტანული შოვინიზმიც ვიხილეთ,უმცირესობაში მყოფი ადამიანისგან დიდ ბრიტანეთში, ვითომ ბრიტანელი"პატრიოტისგან",დასასჯელია,მატჩის ჩაშლის მცდელობისთვის,უსამართლოდ!
კახა
სუპერ მატჩი. მსოფლიოში ყველაზე მაგარი გუნდია პსჟ. ხვიჩამ კარგი არჩევანი გააკეთა აქ გადასვლით.
ტუკო რამირესი
ხვიჩამ მშვენივრად ითამაშა! ცოტა იღბალი დააკლდა.
zurasuxaShvili
მალადეც...
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
ლუის ენრიკე: პაჩოს შემთხვევაში წითელი ბარათი იყო, ერნანდესის გაძევებისას კი...
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა