„ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ „ლოს ენჯელეს გელექსიში“ გადასულმა 31 წლის ირლანდიელმა თავდამსხმელმა პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა
მოგეხსენებათ, ირლანდიელი თავდამსხმელი, 31 წლის რობი კინი „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ ამერიკაში, „ლოს ენჯელეს გელექსიში“ გადავიდა, სადაც პირველივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა, გოლი გაიტანა. „გელექსიმ“ „სან ხოსე ერსქუეიქს“ 2:0 მოუგო.

კინში ლოს ანჯელესის გუნდმა ლონდონელებს 3,5 მილიონი ფუნტი ანუ 5,7 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ უცხო კონტინენტზე პირველი გოლი კინმა ნაცნობი დევიდ ბექჰემის მიერ ჯარიმიდან ჩაწოდებული პასით გაიტანა. მატჩის შემდეგ, ბედნიერმა ირლანდიელმა თქვა:

„ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი. საოცრად გამიმართლა. როდესაც თავდამსხმელი ახალ გუნდში გადადის, პირველ გოლს ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საკმარისია, რამდენიმე შეხვედრაში მეტოქის კარი ვერ დალაშქრო, რომ ნერვიულობას იწყებ“.

გოლის ეპიზოდზე ბექჰემმაც ილაპარაკა: „ვიცოდი საითაც გაიქცეოდა და საით უნდა ჩამეწოდებინა ბურთი. კინი ის თავდამსხმელია, რომელმაც ძალიან კარგად იცის საით უნდა გაიქცეს. თუ მის ტალღაზე მოექცევი, დიდი შანსი მოგეცემა“.

რობი კინი 72-ე წუთზე შეცვალეს და 27 ათასმა გულშემატკივარმა ფეხზე წამოდგომით მოუწყო ოვაცია. საინტერესოა, რომ „გელექსის“ მეორე გოლი მის ნაცვლად შესულმა მაიკ მეგიმ გაიტანა.

„კინის დამატებამ ძალიან გაგვაძლიერა. მან შესანიშნავი 70 წუთი ჩაატარა და, მერწმუნეთ, კიდევ უფრო უკეთეს თამაშს მომავალში გვაჩვენებს“ — თქვა „გელექსის“ მწვრთნელმა ბრუს არენამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა