ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გავუთანაბროთ ლატვიას!

გავუთანაბროთ ლატვიას!

დღეს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო გუნდი თბილისის დროით 20 საათზე ქალაქ რიგაში ლატვიის ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდება
დღეს საქართველოს ეროვნული გუნდი ქალაქ რიგაში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. აქვე დავძენთ, რომ ეს გუნდები 24 აგვისტოს ასევე 20 საათზე (ლიტვის ქალაქ შაულიაიში) მეორე ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ.

ქართველები ბალტიისპირეთში 20 აგვისტოს დილის 6:40 საათზე თბილისი-რიგის რეისით გაფრინდნენ. იმავე დღეს ლატვიიდან ლაშა გამყრელიძემ გვითხრა:

- მშვიდობიანად ვიმგზავრეთ და სასტუმროშიც დავბინავდით. ახლა ლატვიელებთან ორი მატჩისთვის ვემზადებიც, რაც ევროპის ჩემპიონატის წინ ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად გამოგვადგება. დაგვრჩება მხოლოდ მატჩი ლიტვასთან (27 აგვისტოს).

შეგახსენებთ, რომ ლატვიელებს ბოლოს 2008 წელს რიგის ტურნირზე ვეთამაშეთ: ქართველებმა ჯერ საფრანგეთთან დათმეს (69:90), შემდეგ ჩეხეთს მოუგეს (74:68), ბოლო მატჩში კი ლატვიელებსაც აჯობეს - 80:72. იმ მატჩში ვლადიმერ ბოისა გამოირჩა, 18 ქულა ჩააგდო.

- კარგად მახსოვს ქართველთა თამაში ლატვიაში. მატჩის წინა დღეს ლატვიამ საფრანგეთს სძლია და დარწმუნებული იყო, რომ ქართველებსაც დაამარცხებდა. მე კი ბიჭებს ვუთხარი - პროფესიულ სპორტში შესაძლებლობების დამტკიცება ყოველ მატჩშია საჭირო - საფრანგეთის ძლევა იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოზე უკეთესები ვართ-მეთქი.

დღეს ევროპაში საკალათბურთო დონე გათანაბრდა და "ფავორიტი" მხოლოდ არაფრისმთქმელ სიტყვად დარჩება, თუ საქმეს სათანადოდ არ მიუდგები. კალათბურთს სახელები და უხვშემოსავლიანი კონტრაქტები კი არა, სპორტსმენები თამაშობენ. მაშინაც დავრწმუნდი, რომ ძლიერი შემადგენლობა გყავთ.

რაც მთავარია, საქართველოს ნაკრები მზარდი გუნდია, რაც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრითაც დაადასტურა. ქართველებს ჯერ რიგაში, 12 ათასიან დარბაზში ვუმასპინძლებთ, შემდეგ - ლიტვის ქალაქ შაულიაიში გადავალთ. ლატვიელები ევროპის ჩემპიონატის მატჩებს სწორედ შიაულიაიში გავმართავთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებთან შეხვედრები ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება, - ეს ლატვიის ნაკრებისა და "სოხუმის" მთავარი მწვრთნელის აინარს ბაგაცკისის სიტყვებია.

საკონტროლო მატჩი

27.08.2009

ლატვია-საქართველო 72:80

19:22, 15:22, 17:20, 21:16

საქართველო: ცინცაძე (22 წთ, 5 ქა, 3 პ), ელისი (30 წთ. 10 ქ. 3 პ.), სანიკიძე (28 წთ. 5ქ. 7 მ), ცქიტიშვილი (24 წთ. 9 ქ. 7 მ), ფაჩულია (25 წთ. 14 ქ. 8 მ); ვ. ბოისა (23 წთ. 18 ქ), შერმადინი (7 წთ. 3 მ. 2 დ), გამყრელიძე (25 წთ. 14 ქ. 3 პ), ა. ბოისა (13 წთ. 5 ქ), ტუღუში (2 წთ)

საქართველოსა და ლატვიის ნაკრებები ევრო-1999-ის შესარჩევ ტურნირზე ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ჯერ ლატვიაში ითამაშეს, რამდენიმე თვეში - თბილისში. ვენტსპილსური მატჩი ერთი უსიამოვნო ფაქტის "მოწმეა" - გუნდის მაშინდელმა ლიდერმა ვლადიმერ სტეფანიამ პირველ ტაიმში 18 წუთი ითამაშა, მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გამოჩენილა. ამის მიზეზი მუხლის ტრავმა იყო.

...სტეფანიას ნაკრების მაისური მას შემდეგ ერთხელაც არ მოურგია.

საყურადღებო დამთხვევაა: ვოვას წასვლას ვოვას მოსვლა დაემთხვა - სწორედ ლატვიაში შედგა ვლადიმერ ბოისას დებიუტი.

- ვენტსპილსური შეხვედრის პირველ ტაიმში ვლადიმერ სტეფანიამ ფეხი იტკინა და მეორე ნახევარში შეუცვლელად ვითამაშე. სხვათა შორის, ლატვიის კალათში ჩაგდებული 18 ქულა ჩემი სანაკრებო რეკორდია. მახსოვს, ნაკრებში პირველად გამოჩნდა ახალგაზრდა ვლადიმერ ბოისა. იმ მატჩში მნიშვნელოვანი სხვა არაფერი მომხდარა, გარდა იმისა რომ დიდი სხვაობით წავაგეთ, - იხსენებს კახა შენგელია.

ახლა აინარს ბაგაცკისის მოვუსმინოთ:

- ნაკრებში დიდი ხანი ვითამაშე და მხოლოდ ორჯერ ვერ მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. ერთხელ სწორედ ის შესარჩევი ბარიერი ვერ დავძლიეთ, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან მოგვიწია თამაში. მაშინ ნამდვილად ძლიერი გუნდი გვყავდა და ფავორიტებადაც ვითვლებოდით, მაგრამ ამის დამტკიცება მოედანზე იყო საჭირო. ვენტსპილსში ეს მოვახერხეთ. მახსოვს საქართველოს ნაკრების თამაში მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ვლადიმერ სტეფანიაზე, რომელიც იმხანად სლოვენიის "ოლიმპიაში" თამაშობდა.

ევრო-1999-ის შესარჩევი

25.02.1998. ვენტსპილსი

ლატვია-საქართველო 99:63

58:35, 41:28

ლატვია: ჰელმანისი (10ქ, 5მ), აზაცისი (1ქ), შტელმაჰერსი (13ქ, 9პ), ბუსკევიჩისი (3ქ, 6მ), ვალტერსი (8ქ), ვალეიკო (8ქ), ბაგაცკისი (24ქ, 5მ), სკრიმანტსი (2ქ), ბერნატსი (14ქ, 6მ), ვეჩვაგარსი (11ქ, 5მ).

საქართველო: მაისურაძე (26წთ, 10ქ, 2პ), სტეფანია (18წთ, 13ქ, 3მ), ხოშტარია (26წთ, 0ქ, 2პ), ბეჟანიშვილი (28წთ, 4ქ, 4მ, 5პ, 1ჩ), გოგობერიშვილი (19წთ, 2ქ, 3მ, 1ჩ), ვაშაკიძე (21წთ, 2ქ, 6მ, 2პ, 1ჩ), შენგელია (29წთ, 18ქ, 8მ, 1პ, 2ჩ), ჯაფარიძე (17წთ, 9ქ, 1მ), ბოისა (16წთ, 5ქ, 5მ, 1ჩ)

- მეორე მატჩი თბილისში ორი ქულის სხვაობით მოვიგეთ, - განაგრძობს ბაგაცკისი, - კარგად მახსოვს, მთელი თამაშის განმავლობაში წინ ვიყავით, მაგრამ ქართველები ბოლოს დაგვეწივნენ და დასკვნით მონაკვეთში სიტუაცია დაიძაბა.

თუმცა, ვფიქრობ, ძლიერმა გაიმარჯვა - მაშინ საქართველოში ომი ახალი დასრულებული იყო და ქვეყანა ეკონომიკურად დასუსტებული.

ომებისა და არასახარბიელო ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფონის მიუხედავად, ქართველები კალათბურთს მაინც გულიადან თამაშობდნენ. ეს ნათლად მიუთითებს ხალხის ქვეყნის ღირსებისადმი მიდგომის მაღალ ხარისხზე, ამიტომ იმ დროის კალათბურთელების წინაშე ქუდი უნდა მოვიხადოთ. სხვათა შორის, ნებისმიერი მატჩი, საფეხბურთო თუ საკალათბურთო მინი-ომია - სპორტში ხომ აგრესია ლეგალურია...

ერთ მატჩში ბაგაცკისმა 24 ქულა ჩააგდო, მეორეში - 27. როგორც ჩანს იგი მაშინ ოპტიმალურ ფორმაში იყო:

- 1999 წელს პოლონეთის ჩემპიონატში ვთამაშობდი და იმ სეზონში საუკეთესო კალათბურთელად დამასახელეს. მანამდე, 1997 წელს, ესპანეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვიცე-სნაიპერი გავხდი. ლატვიელებმა მაქსიმუმს 2001 წელს თურქეთში გამართულ ევრობასკეტზე მივაღწიეთ: დავამარცხეთ სლოვენია და ლიტვა, თურქეთთან ბოლო წამებზე წავაგეთ. გავედით მეორე ეტაპზე, თუმცა, რუსეთთან და სერბეთთან დავთმეთ. ჩემპიონი სწორედ სერბეთი გახდა.

ლატვიასთან მეორე მატჩს საინტერესო კომენტარი გაუკეთა ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა, რომელსაც ფინანსური პრობლემების გამო რთულ პირობებში უწევდა მუშაობა:

- შინ ლატვიასთან სტეფანიას გარეშე დავრჩით, ნაცვლიშვილიც, პრაქტიკულად, ცალი ფეხით თამაშობდა. ამის მიუხედავად, ბოლო წამებზე ორი ქულის სხვაობით დავმარცხდით, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს ზოგიერთს სენსაციურ შედეგად ეჩვენა, მაგრამ მალე დამტკიცდა რომ ბალტიისპირელები ურიგო კალათბურთს არ თამაშობდნენ. ისინი ჩვენგან იტალიაში ჩავიდნენ და მაშინდელ ევროპის ჩემპიონს აპენინებზე აჯობეს.

24.02.1999. თბილისი

საქართველო-ლატვია 96:98

38:50, 58:48

საქართველო: მაისურაძე (10წთ, 2ქ, 2მ), ბოისა (28წთ, 17ქ, 6მ, 1პ, 1ჩ), ხოშტარია (14წთ, 4ქ, 1მ), აბრამიძე (30წთ, 12ქ, 3მ, 2პ, 1ჩ), ბერძენიშვილი (18წთ, 18ქ, 7მ), ჯაფარიძე (28წთ, 12ქ, 4მ, 1ჩ), ოთიურიძე (11წთ, 7ქ, 2მ, 1პ), ქარაბაკი (27წთ, 6ქ, 7მ, 1პ), ჩხეიძე (34წთ, 18ქ, 4მ)

ლატვია: ჰელმანისი (15ქ, 5მ), ვიტოლსი (5ქ, 5მ), შტელმაჰერსი (13ქ), ლაკსა (13ქ, 6მ), მიგლინიეკსი (7ქ, 3პ), ბაგაცკისი (27ქ), ბერნატსი (4ქ), ვეჩვაგარსი (14ქ, 3ჩ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა