საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა ლიგა 1-ში დაბრუნებულ „მეცთან“ ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

ინფორმაცია კლუბის საიტმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ 24 წლის წიტაიშვილი შემტევი პროფილის უნივერსალია, ეროვნულ გუნდში ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ასპარეზობამ საერთაშორისო ასპარეზზე გზა გაუხსნა, ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, ახლა თავისი ნიჭით და გამოცდილებით „მეცს“ უნდა გამოადგეს და ამბიციებით მიდის.

„ახალ გუნდში გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ქართველებს „მეცთან“ კარგი მოგონებები აკავშირებთ. აქ ჩამოსვლამდე გიორგი მიქაუტაძეს ვესაუბრე. მან კლუბი ყოველმხრივ დადებითად დამიხასიათა. ამიტომ გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე. იმედი მაქვს, ჩემი საუკეთესო უნარები წარმოვაჩინო და გუნდს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო. აქ გამარჯვებებისთვის და არა იმედგაცრუებისთვის მოვედი“, - განუცხადა წიტაიშვილმა კლუბის საიტს.

Let's Go Metz-ი აღნიშნავს, რომ კლუბმა უკვე დაიმატა „სერენიდან“ 20 წლის ბელგიელი მარცხენა მცველი იანის ლოუსონი, ახლა კი მეორე ტრანსფერი განახორციელა, იჯარა გამოსყიდვას არ ითვალისწინებს, მაგრამ მომავალ წელს გიორგის კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი დაუსრულდება და მასთან სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმება შეეძლებათ. ამ საკითხში გადამწვყვეტი მნიშვნელობა იმას ექნება, დარჩება თუ არა „მეცი“ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში.

„ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მიქაუტაძის შემდეგ „მეცის“ გულშემატკივრების გულებს წიტაიშვილი დაიპყრობს“, - წერს გამოცემა.

წიტაიშვილმა გასულ სეზონში "გრანადაში" 36 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მეცი“ 17 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველ ტურში „სტრასბურგს“ უმასპინძლებს.

მეცსაც ძალიან სუსტი დაცვა ჰყავს და გიო,თავისი უნივერსალურობით,დაცვასაც გაამაგრებს და შეტევასაც.ასე თუ ისე,ლიგა 1-ში გადავიდა,იჯარისაც მხოლოდ ერრთი წელი დარჩა და მომდევნო სეზონში,უკვე თავისუფლად შეეძლება კლუბის არჩევა.დინამომ შესაძლოა ზამთრის ფანჯარაში სცადოს მისი გაყიდვა,თუმცა არც ეს არის დიდი საფრთხე, გიორგისათვის.იმედია, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.წარმატებებს და უტრავმოდ თამაშს ვუსურვებ გიოს.

აქეთ საკუთარ თავს აყენებ შეურაცხყოფას და იქით ფრანგებს!ან შენ რაში გჭირდება და ან ჩვენ,მაგაზე ფიქრობ?
მალხაზ ჯობავა
თქვენს მიერ ჩამოთვლილი ლიგებიდან, რომელი ერთი არ ჩამოიხია პსჟ-მ გასტრონომის ჩეკივით? ხვალისთვის კიდევ ერთი პრემიერლიგელი ყავს გამზადებული.
suxumchanin
ეს ბიჭი მაგრად გააწვალეს, მაგრამ ყველაფერი კალაპოტში ჯდება წარმატება გიო
N
წარმატებები, გიორგი! მომავალი კიდევ უფრო უკეთესი ყოფილიყოს!!!
პეტუხი კრიშტიანუ
ნახევარმა საქართველოს ნაკრებმა ბაყაყიჭამიების ფერმერ ლიგაში მოიყარა თავი,ნამდვილად კარგია,მაგრამ სერია ა-ში,ლა ლიგაში და ბუნდესლიგაშიც გვჭირდება კადრები,პრემიერლიგა მაინც სხვა სიმაღლეა!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე