სპორტის იმ სათამაშო სახეობებში, რომელიც საქართველოში, დარბაზებში ტარდება, კალათბურთი პირველია, რომლის მატჩების მსვლელობისას, საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება დეფიბრილატორი. ეს გახლავთ სამედიცინო მოწყობილობა, რომელსაც გულთან და ზოგადად, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების შექმნის შემთხვევაში შეუძლია, ადამიანს სიცოცხლე გადაურჩინოს. დეფიბრილატორები მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება უმაღლესი რანგის სპორტულ შეჯიბრებებზე, ხოლო ფეხბურთში და რაგბიში ის თითქმის ყველა მატჩზეა წარმოდგენილი.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ამერიკული წარმოების, უახლესი მოდელის თანამედროვე და მსოფლიო სტანდარტებით შექმნილი ავტომატური გარეგანი გამოყენების დეფიბრილატორები შეიძინა.მოგეხსენებათ, თანამედროვე სპორტი ასოცირდება დიდ დატვირთვებთან და ასევე დიდ სტრესთან. სპორტში გახშირდა უბედური შემთხვევები, რომელთაგან სჭარბობს გულთან დაკავშირებული მძიმე და ფატალური შემთხვევები.

ზემოთ ნახსენები დეფიბრილატორი არის ჭკვიანი ალგორითმის მქონე, რომელსაც აქვს როგორც პედიატრიულ ასაკზე გათვლილი ალგორითმი, ასევე მოზრდილებისთვისაც. ის პრაქტიკული და ადვილად სამართავია, ფაქტობრივად თვითმართვადია და ავტომატურად მუშაობს გადაუდებელ სიტუაციებში. დეფიბრილატორი გარედან მაგრდება სხეულზე, ახორციელებს ელექტრო შოკს და CPR ის დროს ( გულ ფილტვის რეანიმაცია) ეხმარება გაჩერებულ გულს ამუშავებაში, ასევე დეფიბრილატორით სარგებლობის დროს, CPR დროს ჩასუნთქვის აუცილებლობა (ხელოვნური სუნთქვა) აღარ არის საჭირო.

დეფიბრილატორი საუკეთესო საშუალებაა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მოსვლამდე დროის მოსაგებად. მისი გამოყენება უადვილებს სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მუშაობას. ერთი სიტყვით, თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი დეფიბრილატორი, შესაბამისი ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ, არის ნებისმიერი ადამიანისთვის გამოსაყენებელი და მძიმე შემთხვევების დროს, რომელიც, იმედია, არასდროს დადგება, სპორტსმენის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს განუზომლად ზრდის.

დღეს, კალათბურთის ფედერაციის რამდენიმე თანამშრომელს, რომლებსაც მატჩების მსვლელობისას ხშირად უწევთ დარბაზებში ყოფნა, სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდა აღნიშნული მოწყობილობის სამართავად. ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეული იყო ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ელენე შენგელია. ტრენინგს დაესწრნენ კალათბურთის ფედერაციის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი, ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი, თორნიკე გოგიჩაიშვილი, ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის წევრი, ზურაბ სულეიმანაშვილი და 16-წლამდელთა ევრობასკეტის (A დივიზიონი) სამედიცინო მიმართულების მენეჯერი, ჯუბა გოგინავა. სწორედ თბილისში, 8-16 აგვისტოს გასამართ 16-წლამდელთა ევრობასკეტზე დაიდგმება პირველად დეფიბრილატორები და მას პერმანენტული სახე მიეცემა ახალი სეზონიდან ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ყველა ტურნირის მსვლელობისას.

თორნიკე გოგიჩაიშვილი: “სექტემბერში იგეგმება უფრო მასშტაბური ტრენინგი და გადამზადდებიან როგორც მთლიანად ფედერაციის თანამშრომლები, ისე შეჯიბრებების მონაწილე პერსონალი ასევე სპორტსმენები, მედიკოსები, მწვრთნელები, მშობლები. უკლებლივ ყველა, რადგან ამ აპარატების ჭკვიანი ალგორითმი საშუალებას გვაძლევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გამიყენოს ნებისმიერმა პირმა, რომელსაც თუნდაც არ ჰქონდეს სამედიცინო განათლება, მთავარია ფლობდეს იმ საჭირო უნარებს, რაც პირველად დახმარებას მოიცავს. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა ვუთხრა კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ამ სამედიცინო პროექტის მხარდაჭერისა და ძალიან საჭირო აპარატურის შეძენისთვის. ასევე მადლობა ქალბატონ ელენე შენგელიას, რომელმაც დღევანდელი ტრენინგი ჩაატარა”.

GBF

გიორგი
უბრალოდსაინტერესოა,დღემდე, რამდენჯერ დადგა დეფიბრილიატორის საჭიროება კალათბურთის მოედნებზე?
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა