ასე და ამგვარად, ინგლისის ნაკრებმა ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა გუნდი, რომელიც "ფიფა-კოკა კოლას" რეიტინგში ოცდამეხუთეა. სლოვენია - აი, ასე ქვია 2 მილიონიან ქვეყანას, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ 30 ათასი რეგისტრირებული ფეხბურთელი ჰყავს. და ვითომ არის ასეთ გამარჯვებაში რამე სატრაბახო?

ასე და ამგვარად, ინგლისის ნაკრებმა ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა გუნდი, რომელიც "ფიფა-კოკა კოლას" რეიტინგში ოცდამეხუთეა. სლოვენია - აი, ასე ქვია 2 მილიონიან ქვეყანას, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ 30 ათასი რეგისტრირებული ფეხბურთელი ჰყავს. და ვითომ არის ასეთ გამარჯვებაში რამე სატრაბახო? - ასე კითხულობს ინგლისელი ჟურნალისტი ეშლი გრეი და თავის კითხვას თავადვე პასუხობს: მინიმალური სხვაობის მიუხედავად ამ შეხვედრაში ინგლისელთათის გასახარი რამდენიმე რამ მოხდა. პორტ ელიზაბეტის "ნელსონ მანდელა ბეიზე" ფაბიო კაპელოს გუნდი წინა ორ შეხვედრასთან შედარებით სახეცვლილი ვიხილეთ. კაპელოს თერთმეტეულს ახლებური შემართება ჰიმნის დროსვე დაეტყო, შემდეგ კი ბურთი გაგორდა და ის, რაც მთელმა ინგლისმა ჰიმნის დროსვე შეამჩნია, თამაშსაც დაეტყო. გრეის აზრით, ეს იყო გუნდი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩასვლის შემდეგ პირველად აღარ იყო შებოჭილი.

ამ დღეს ინგლისელებს აღარც უიღბლობამ დააკარგინა ქულები, უიღბლობამ, რომელიც გუნდს ჩ ჯგუფში პირველ ადგილად დაუჯდა. ერთი სიტყვით, იმასთან შედარებით, რაც იყო ადრე, ინგლისელებს გაუმართლათ. ისინი უკეთესადაც თამაშობდნენ და ფანებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, თუმცა... ეს ის შემთხვევაა, როდესაც ზედმეტად ლაღი სუნთქვა ნამდვილად არ არის საჭირო. კაპელო და მისი რაზმი პლეი ოფის ეტაპზე არცთუ უძლიერესი ჯგუფიდან, გავიდნენ და ამ გასვლას ტრიუმფალურსაც ვერ ვუწოდებთ. გუნდი, რომელსაც ყველა პირველი ადგილით გასვლას უწინასწამეტყველებდა ფაქტის წინაშე დადგა: გარანტირებული არაფერი ყოფილა. ანკი, გარანტირებული რა უნდა იყოს, ეს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატია!

ჟურნალისტ ეშლი გრეის არც ირონია აკლია. ის წერს: "ჩვენ, ინგლისელები, ფრანგთა გავარდნამ გაგვაბედნიერა. სასიხარულოა, აბა, რა?! ბოლოს და ბოლოს ვიღაცას ჩვენზე მეტად გაუჭირდა. კიდევ, იმედის თვალით ვუყურებთ იტალიელებსაც. და ამ დროს, თავად ვთამაშობთ ისე, რომ წესითა და რიგით იმედი უნდა ჩაგვესახოს".

თუმცა იმავე ჟურნალისტის აზრით სლოვენებთან ინგლისელების თამაში იმედისმომცემი მხოლოდ და მხოლოდ შემართების გამო იყო. პორტ ელიზაბეტში კეიპტაუნისგან განსხვავებით ტრიბუნებს თავიანთი ფეხბურთელებისთვის "ბუუ" აღარ უძახიათ. მაშინ უეინ რუნიმ გულშემატკივარს უკმეხი პასუხიც კი აკადრა, არადა, ვალდებული იყო სცოდნოდა, რომ ისეთი ფეხბურთი, და დამოკიდებულება, როგორიც მან და მისმა თანაგუნდელებმა აჩვენეს სწორედ "ბუუს" იმსახურებდა. სლოვენებთან შეხვედრაში კი რუნი გაცილებით ცოცხალი ჩანდა. გოლიც რომ გაეტანა, შესაძლოა ვინმეს შორეულად მაინც გახსენებოდა ის ფეხბურთი, რომელსაც ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში" აჩვენებდა გასული სეზონის განმავლობაში.

და მაინც, თუ ინგლისის შეჯიბრებაში გამარჯვებასა და მსოფლიოს ჩემპიონობაზე ფიქრობს, რუნიმ გაცილებით უნდა მოუმატოს. ბოლოს და ბოლოს ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ჩემპიონატის რუნის ლიონელ მესისა და კრისტიანო რონალდოს ადარებდნენ... ჯერჯერობით, საუკეთესო, რაც რუნის შესრულებით ვნახეთ, სლოვენიასთან იყო.

ილია ბაბუნაშვილი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე