საქართველოს ეროვნული ნაკრების ის შემადგენლობა, საიდანაც ევრობასკეტისთვის 12 კალათბურთელი შეირჩევა, ცნობილია. სერბმა სპეციალისტმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა, რომელიც საქართველოს ნაკრებს სათავეში ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის წინ ჩაუდგა და ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, 16-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს 16 კალათბურთელი 28 ივლისიდან ლატვიაში დაიწყებს ვარჯიშებს, მთლიანობაში 6 მოსამზადებელ მატჩს ჩაატარებს და აგვისტოს ბოლოს კვიპროსში, ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.

შემადგენლობაში ევროპაში მოთამაშე ლეგიონერებთან ერთად ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის კალათბურთელები არიან. გოგა ბითაძეს და სანდრო მამუკელაშვილს ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის 6 მატჩში გასაგები მიზეზის გამო არ უთამაშიათ, თუმცა ევრობასკეტის მსვლელობისას ნბა-ში სეზონთშორისი პერიოდია და იქ მოთამაშე კალათბურთელები საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ასპარეზობენ.

გაფართოებულ შემადგენლობაში 7 სუპერლიგის მოთამაშეა, ერთიც ამერიკელი გამთამაშებელი, ნატურალიზებული საქართველოს მოქალაქე, კამარ ბოლდუინი. ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრები შეკრებას ლატვიის კურორტ იურმალაში დაიწყებს, სადაც ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ 2 სპარინგ-მატჩს – ისრაელთან და ესტონეთთან გამართავს.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, სანდრო სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი სულაბერიძე, ლუკა მაზიაშვილი, გოგა ბითაძე, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე და ილია ლონდარიძე.

მთლიანობაში, საქართველო 6 მოსამზადებელ მატჩს გამართავს ევროპის 4 ქვეყანაში – ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში და ჩეხეთში. სწორედ ჩეხეთიდან, 25 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები კვიპროსში გაემგზავრება, სადაც 28 ივლისს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ესპანეთთან გამართავს.

GBF

ნაპოლეონი
ლონდარიძე შუშის ხაზითაა თუ რა ხდება ვერ გავიგე

იმაზე მეტი წელია ნაკრების შემადგენლობაშია,ვიდრე მოედანზე წუთი აქვს გატარებული.ვერ დავუკარგავ,დიდებული გულშემატკივარია და ალბათ გუნდში კარგ ატმოსფეროს ქმნის.რაკი სხვა,მეტად თუ ნაკლებად პერსპექტიული,არავინ ჩნდება,ისევ მას უძახიან.ასეა თუ ისე,გუნდის ორგანიზმის ნაწილია, უკვე.როგორი რეზერვები გვეზრდება,ევროპის U20 ჩემპიონატზე გამოჩნდა.ასე რომ გუნდის მწვრთნელების გადაწყვეტილებას ვეთანხმები.
ირაკლი
ლონდარიძე მგონი "ოდეერად" მუშაობს გუნდში:)
ჰალუდა ჰუიაური
ლონდარიძე სასტასშია, ძრწოდეთ!
S.K.K.
გამიხარდა ლონდარიძე რომ ამოვიკითხე
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!