”ნაპოლიმ” ”ფიორენტინას” ჯილარდინოს სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც დელა ვალეებს ეცოტავათ
ალბერტო ჯილარდინოზე ნამდვილი ტაციაობაა გაჩაღებული და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, “ფიორენტინას” დატოვება მოუწევს. აი, სად გააგრძელებს კარიერას, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

ერთი ხანობა, მის მომავალს ფრანგულ პსჟ-ს უკავშირებდნენ, რომელიც ისედაც გვარიანად გაძლიერდა და კიდევ აგრძელებს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას. ბოლო დღეებში ჯილას “ჯენოაში” შესაძლო გადასვლის შესახებ იწერებოდა, გენუური კლუბის პრეზიდენტმა კი ტრანსფერი განხორციელებულად გამოაცხადა. თუმცა, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ენრიკო პრეციოზიმ იჩქარა და 29 წლის თავდამსხმელი სულ ტყუილად გამოაცხადა “ჯენოას” ფეხბურთელად. ჯილა ჯერ კიდევ “ვიოლაშია” და ახალ ახალ წინადადებებს იღებს. თუ არ გჯერათ, “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტუსს მოუსმინეთ:

“თავდასხმის ხაზით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაძლიერებაზე უარი უნდა ვთქვათ. გულშემატკივრებს მაღალი კლასის ფორვარდის გადაბირებას შევპირდი და სიტყვას აუცილებლად ავასრულებ. რამდენიმე დღის წინ, “ფიორენტინას” მესვეურებს შევეხმიანეთ და ალბერტო ჯილარდინოს შესახებ ჩამოვუგდეთ სიტყვა. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და დიდია შანსი, წარმატებით დასრულდეს. დღეს, უფრო მეტს და საინტერესოს ვერაფერს გეტყვით, თუმცა ყველაფერი მალე გაირკვევა”.

“კორიერე დელო სპორტის’ ინფორმაციით, დე ლაურენტისმა ფლორენციელ კოლეგას ჯილარდინოს სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც დელა ვალეებს ეცოტავათ. ლაპარაკია იმაზე, რომ თანხა 15 მილიონამდე გაიაზრდოს – ყველაფერი მართლაც რამდენიმე დღეში გაცხადდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა