გიორგი მამარდაშვილის გადასვლის შემდეგ, "ლივერპულის" თითოეული დეტალით ვინტერესდებით. ქართველ მეკარეს ამხანაგურ მატჩებში დრო ეძლევა. ვიცით, აქ ალისონია, მაგრამ "მამარდა" თავის შანსებს მიიღებს, დიდწილად კი თასის თამაშებში.

არნე სლოტის გუნდს ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე, დიეგო ჟოტას ტრაგედიის გამო საშინელ ხასიათზე რომ დაიწყეს, პირველი სერიოზული მეტოქე ჰყავს და ჰონგ-კონგში "მილანს" ეთამაშებიან. "კაი ტაკ სპორტზე" (50 000) შეხვედრა დღეს, 26 ივლისს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება და ანშლაგია მოსალოდნელი, აქ ვარჯიშებზეც კი დიდი ინტერესია.

მოგეხსენებათ, ამ გუნდების დაპირისპირება 2005 და 2007 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა და პირველი (3:3) მართლაც დაუვიწყარია.

გასულ სეზონში "ლივერპული" ინგლისში ძალიან დომინანტური იყო, მაგრამ პრემიერლიგაში კვლავ წარმატების მისაღწევად კიდევ უფრო მეტი იქნება საჭირო. სლოტმა გუნდი გააძლიერა. უგო ეტიკეტე ბოლო შენაძენია, მანამდე მილოშ კერკეში, "რეალში" წასული ალექსანდრ-არნოლდი ჯერემი ფრიმპონგმა ჩაანაცვლა და აქაა ფლორიან ვირცი, ვინც "ლევერკუზენთან" ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა.

"წითლებს" აზიაში "იოკოჰამასთან" თამაშიც აქვს დაგეგმილი, ამის შემდეგ კი, სეზონის დაწყებამდე, "ენფილდზე" "ბილბაოს" გაეჯიბრება.

"მილანმა" ტეო ერნანდესი (ალ-ჰილალი) და რეინდერსი (სიტი) დაკარგა, მაგრამ "ათიანი" რაფაელ ლეაო ჯერ ისევ ადგილზეა. ტეოს შემცვლელად ეკვადორელი ესტუპინიანის მოსვლა მშვენიერი ჩანაცვლებაა, ნახევარდაცვის გაძლიერებაში კი სერიოზული ენერგია და თანხები გასწიეს. აქაა ლეგენდარული ლუკა მოდრიჩი, მასთან ერთად კი "ტორინოდან" სამუელე რიჩი გადაიბირეს. მასიმილიანო ალეგრის, გუნდში 11 წლის შემდეგ რომ დაბრუნდა, ფორვარდის პრობლემა აქვს, რადგან ხიმენესი "ოქროს თასის" შემდეგ არ გამოჩენილა, აბრაჰამი (ბეშიქთაში) და იოვიჩი (უგუნდოდაა) კი წავიდნენ. მილანელები წელს ევროტურნირებს მიღმა არიან და მხოლოდ შიდა ასპარეზზე ითამაშებენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ლივერპული": მამარდაშვილი -ფრიმპონგი,კონატე,გომესი,კერკესი-გრავენბერხი,ენდო,ჯონსი-სალაჰი,ნუნიესი,ნგუმოჰა;

"მილანი":ტერაჩიანო-ტომორი,ტიაო,პავლოვიჩი-სალამანკერსი,რიჩი,მუსა,ლოფტუს-ჩიკი,ჩუკუვეზე-ლეაო,ოკაფორი.

გეო
სამწუხაროდ "გაიდირკა" ჩვენი მამარდა მე-2 ტაიმში 3 გოლით
ufrosi
Alisoni shecvala Woodmanma.
Gio
სამწუხაროდ ამ სეზონში ბრაზილიელი თუ არ დაიმტვრა მამარდას მხოლოდ თასის თამაშებზე ვიხილავთ
ufrosi
es aris swori bmuli https://x.com/knicksmaxey/status/1949073039905214824
ufrosi
Liverpoolis goli https://x.com/CBSSportsGolazo/status/1949077909617910233
ufrosi
Alisons axlo kutxeshi gautanes https://x.com/search?q=liverpool&src=typed_query
zura222
მეც იასნია მამარდისკენ ვარ მარა რისი იმედი გაქვთ ეგ მაინტერესებს. ჯერერთი დღეს გოლებს გაუტანენ და მეორესერთი რამდენიმე წელი აлისონის ზამენა იქნება და კაია ეგ? DDD
L.J.
Liveball.ze naxe 4is naxevarze
ჯუანშერი
გუგა!გადმოსცემს მხოლოდ lfctv.მე მანდ ვაპირებ ყურებას 3:30 pm
გუგა
სადმე შეიძლება ამ თამაშის ნახვა?
რაბუ
მამარდა და ლივერპული, თავი ზღაპარში მგონია.
mamuka09ze
ჯიგარი ხარ, მამარდ, მიაწექი ბოლომდე. წარმატებებს გისურვებ. წინ, საქართველო!!!
L.J.
Ise wer mase ro moxdes magrad gagixardeba ara???milanis gulshematjiva ri var da aseti susti gundi albat 12/13 wlis win yavdat
8888
ვაზგენ, მხითარიანს მიხედე-)) 9:1 არ გეყო ხო?
ქუთაისელი
ძალიან მაგარია! მახსოვს ვალენსიაში რომ გადავიდა, იქაც პრე-სეზონზე მილანთან მოუწია დაპირისპირება. ბრაჰიმ დიასს სასწაული ბურთი აუღო! მას შემდეგ ამოაგდო ის ჰოლანდიელი მეკარე ძირითადიდან. ისტორია მეორდება! წარმატებები მამარდას! <3

ეხ ესენი უკვე მაგარი საშიში გუნდია და ალბად ბევრ გოლს გაუტანენ მამარდს
დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
ოფიციალურად: "ლივერპულის" კარს სეზონის ბოლომდე მამარდაშვილი დაიცავს
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
"მამასავითაა" - ლეაომ ალეგრის შესახებ ისაუბრა
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ