გასულ უქმეებზე გამართული გერმანიის რალი ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დასამახსოვრებელი ეტაპი გამოდგა წლევანდელ ჩემპიონატში
გასულ უქმეებზე გამართული გერმანიის რალი ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დასამახსოვრებელი ეტაპი გამოდგა წლევანდელ ჩემპიონატში. დასამახსოვრებელი იმიტომ, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, "სიტროენის" პილოტს სებასტიან ლოებს გერმანიაში ზედიზედ რვა (!) მოგება ჰქონდა და მისი ეს სერია თანამემამულემ და თანაგუნდელმა სებასტიან ოჟიემ შეწყვიტა.

ახალგაზრდა პილოტმა ბოლო დღის წინ 40-წამიანი უპირატესობა მოიპოვა და მართალია, ლოები ამის შემდეგ ყოველ სპეცმონაკვეთზე ამცირებდა ჩამორჩენას, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებული გახდა მეორე ადგილით დაკმაყოფილებულიყო.

ოჟიესთვის ეს იყო მეოთხე მოგება კარიერაში და პირველი ასფალტის საფარზე. რაც მთავარია, ის კიდევ უფრო მიუახლოვდა საერთო ჩათვლაში ლოებს. ასევე ახლოსაა "ფორდის" პილოტი მიკო ჰირვონენი, ასე რომ, ბოლო სამ ეტაპზე ჩემპიონის ტიტულისთვის დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. ასეთი ინტრიგა რალის სეზონს კარგა ხანია არ ჰქონია.

რაც შეეხება ფორმულა 1-ის მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს კიმი რაიკონენს, ის მეექვსე ადგილზე გავიდა, რაც რალიში მისი კარიერის საუკეთესო შედეგის გამეორებაა.

ჩემპიონატი 9 სექტემბერს ავსტრალიაში გაგრძელდება, სადაც წარმატების იმედი აქვს ჰირვონენს. "ფორდს" აწყობს იქაური ღორღიანი საფარი.

IX ეტაპი. გერმანიის რალი

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:32.15,9; 2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - +39,8; 3. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - +1.55,6; 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +2.43,7; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +3.48,0; 6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +7.24,6; 7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +7.45,9...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 192 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 167; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 156; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 96; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 94; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 56; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 40; 8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 34; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 32; 10. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - 23...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა