"მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა დაადასტურა "ჩემპიონთა რბოლაში" მონაწილეობა, რომელიც წელს 3-4 დეკემბერს დიუსელდორფში გაიმართება
"მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა დაადასტურა "ჩემპიონთა რბოლაში" მონაწილეობა, რომელიც წელს 3-4 დეკემბერს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება. აქ მისი მეტოქეები იქნებიან მიხაელ შუმახერი, სებასტიან ფეტელი და სხვადასხვა სარბოლო სერიის ვარსკვლავები.

"ჩემპიონთა რბოლა" ტრადიციულად სეზონის ბოლოს იმართება და ის ავტოსპორტის სხვადასხვა დისციპლინის ლიდერებს ერთმანეთში საუკეთესოს გამოვლენის საშუალებას აძლევს. ისინი ერთი ტიპის მანქანებით გადიან ტრასაზე. ბატონს ორჯერ მიუღია მონაწილეობა ამ შოუში და 2009 წელს პირად პირველობაში ნახევარფინალამდე მიაღწია.

ფორმულა 1-ის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა, შესაძლოა, მთლიანად აკრძალონ ბელგიის "სპაზე" უკანა მოძრავი ანტიფრთის გამოყენება.

თავდაპირველად ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ნება დართო პილოტებს ეს სისტემა "ო რუჟის" მოსახვევის შემდეგ სწორ მონაკვეთზე გამოეყენებინათ. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მოსახვევია მთელს მსოფლიოში. ამის გამო სტიუარდები შიშობენ, რომ პილოტები ზედმეტად გარისკავენ იმის გამო, რომ წრის დრო შეამცირონ.

სისტემის განსაკუთრებული თვისება იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალური სიჩქარის 10 პროცენტით გაზრდის დროს მცირდება მოჭიდების ძალა და ბოლიდები ამ დროს, შეიძლება ტრასის მიღმა აღმოჩდნენ.

ბელგიის გრანპრის უახლოეს უქმეებზე გაიმართება.

ესპანური HRT-ის პილოტმა ნარაიან კართიკეიანმა განაცხადა, რომ ამ სეზონში მინიმუმ ერთ რბოლაში კიდევ მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ინდოელი პილოტი ბრიტანეთის გრანპრის წინ შეცვალა დანიელ რიკარდომ. თუმცა კართიკეაინი დარწმუნებულია, რომ ინდოეთის სადებიუტო რბოლაში ბოლიდის საჭესთან სწორედ ის იჯდება და არა ახალგაზრდა ავსტრალიელი.

"ყოველთვის ვოცნებობდი საშინაო ეტაპზე და ახლა ასეთი შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებ", - ამბობს ინდოელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე