კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ საკუთარ მოედანზე „ლევადიას“ დაუზავდა (2:2), ორრაუნდიან დაპირისპირებაში მარცხი (2:3) განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

ესტონეთში 0:1 წაგების შემდეგ, თბილისური გუნდის მწვრთნელმა კორღალიძემ იმედი გამოთქვა, რომ რაც იქ გოლები ვერ გაიტანეს, აქ გაიტანდნენ. მისმა შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს და პირველი მომენტი შექმნეს, როდესაც ძაგანიამ ბურთი ძელს გაარტყა. იბერიელები ინიციატივას ფლობდნენ, მაგრამ მეტოქეზე ზეწოლის განხორციელება უჭირდათ. მაღალი სიცხის გამო ტემპი მაღალი, თამაში კი სანახაობრივი არ იყო. მაინც მოახერხეს მაპინძლებმა დაწინაურება - მარცხენა ფლანგიდან გ. ტაბატაძის ჩაწოდებულ ბურთს გოშთელიანმა თავურით ვალნერის კარში მიუჩინა ადგილი.

თუმცა, შეცვლაზე შესულმა ტორესმა მეორე ტაიმის დასაწყისში შორიდან გაუტანა მაკარიძეს და ანგარიში გაათანაბრა. „იბერია 1999“-მა იერიშებით უპასუხა, ძაგანიას, გოშთელიანის და სიხარულიძის დარტყმული ბურთები ვალნერმა მოიგერია, ხოლო 87-ე წუთზე საჯარიმოდან გ. ტაბატაძის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარემ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, აგიაკვამ თავით წინ გაიყვანა თბილისელები და ძირითადი დრო 2:1 დასრულდა.

ექსტრა ტაიმებში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, კირსმა მაკარიძის კარი დალაშქრა და თავისი გუნდი მესამე რაუნდში გაიყვანა.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

იბერია 1999 - ლევადია 2:2 (ძირ. დრო 2:1)

გოლები: 1:0 გოშთელიანი (40), 1:1 ტორესი (48), 2:1 აგიაკვა (87), 2:2 კირსი (109)

იბერია 1999: მაკარიძე, გ. ტაბატაძე (ამისულაშვილი 102), ჯგერენაია, აგიაკვა, ზოური (ქვარცხავა 73), დადიანი (კლასი 62), გოშთელიანი (სიხარულიძე 73), ქარდავა (ვრბანეცი 90+6), ი. ტაბატაძე, სილაგაძე, ძაგანია (რუშევიჩი 62)

ჟორა გაბრიჭიძე
ბატონო გულშემატკივრებო, რატომ გიკვირთ, რომ საქართველოს უმაღლეს ლიგაში გასული საუკუნის 60-იანი წლების ფეხბურთს თამაშობენ? როგორც უხდიან ისე თამაშობენ. იმ სირცხვილზე რატომ არ ფიქრობთ და წერთ, რომ საქართველოს უმაღლეს ლიგაში მთლიანად იმდენი ხელფასი გაიცემა, რამდენსაც ევროპაში ერთი ფეხბურთელი იღებს? დღეს ფეხბურთელის განმარტება ასეთია:-დიდ ფულზე ნაყიდი დიდ ხელფასიანი მონა. შენ კი კაპიკებად იყიდე და კაპიკებს უხდი, დოლარებისას კი სთხოვ, ასე არ გამოვა. უნდა გავიგოთ, რომ საქართველოში ფეხბურთი სამოყვარულოა და არა პროფესიონალური, ამიტომ შედეგიც ასეთი გვექნება. დაფიქრდით ის 8 თუ 10 ლიგა 3-4-ამდე რომ შევამციროთ და ხარისხი და ხელფასები გავზარდოთ უკეთესი ხომ არ იქნება? ჩვენ ვერ გვეყოლება 5-7 ძლიერი გუნდი, ამიტომ უკეთესი ხომ არ იქნება მთელი ჩვენი საფეხბურთო პოტენციალი 2-3 გუნდში გავანაწილოთ და პსჟ-ესავით ერთი კარგი თავკომბალა გუნდი დავაყენოთ? ამის გამოცდილება ხომ გვაქვს? გვყავდა უძლიერესი თბილისის დინამო და დანარჩენები.
მადონა კოიძე
ნამდვილად გეთანხმებით. ნაძირალა კაცია კორღალიძე
საბა
ქართულ ფეხბურთში და საერთოდ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება უკვეთესობისკენ, კარდინალური ცვლილებების გარეშე-გამორიცხულია,ეს დავარცხნილი კომენტებიც და ისრების გადატანა მხოლოდ კლუბების მფლობელების მიმართ,მხოლოდ ორთქლის გამოშვების მცდელობაა და მეტი არაფერი, ასე იყო გასულ წელს და ასე იქნება მომავალ წელსაც თუ არაფერი შეიცვალაააა....რა სამარცხვინო დღეშიც არის დღეს ქართული ფეხბურთი კი ვნახეთ გუშინ,მაგრამ რასაც ქართველი კომენტატორები კადრულობენ ტელერეპორტაჟის დროს, ოფიციალურ სახემწიფო არხზე, ხომ საერთოდ ფსკერია,როდესაც ჩვენი გუნდების უსუსური თამაშის გამართლებას მსაჯებს აბრალებენ, მათი ეროვნულობის ხაზგასმით, ასევე მოწინააღმდეგე გუნდების ფეხბურთელების ტაქტიკურ ხრიკებს,როგორიცაა დროის გაწელვა და თამაშის ტემპის დაგდება,რომელიც ფეხბურთის ნაწილია პროვოკაციას უწოდებენ, აქაც მათი ეროვნულობის მინიშნებით.... როდესაც ქართული გუნდი თამაშობს ობიექტური ვერ იქნები, მაგრამ.....

არა ყველაზე საოცარი ის არის რომ თამაშის შემდეგ კორღალიძე იძახდა არსებითი დასკვნებს გავაკეთებო.მაგას მართლა მწვრთნელი გონია თავი.იბერიას ჩემპიონობა ხეჩიკაშვილის ნაყიდია და მიეწერა კლოუნ კორღალიძეს

კლუბი 21 ტურის განმავლობაში წაუგებლად თამაშობდა და ზუსტად იმ დროს ჩამოიშალა,როცა ევროთასების დრო მოვიდა!მუშაობა თუ გინდა,ზუსტად ასე უნდა იმუშაო.ხარისხი კარგია,რეალიზებაა ცუდიო!რამდენიც პერსპექტიული შეტევა წავიდა,იმდენჯერ სულელური გაგრძელება,ან არაზუსტი პასი გაკეთდა და როცა ადრესატამდე ბურთი მივიდა,ხუთ მეტრზე უვარდებოდათ ბურთი.უსაშველოდ ნელა აზროვნებენ!ძაგანია,რომელიც საკმაოდ კარგად იბრძოდა და გუნდს ამოწევის საშუალებას აძლევდა,შეცვალა და სიხარულიძე გამოიყვანა,რომელმაც ერთ მომენტში,თანაგუნდელს თითქმის საგოლე დარტყმის საშუალება არ მისცა,ამის მერე კი,ბურთს საერთოდ აღარ შეხებია და აღარც უხსენებიათ.ძაგანია შესაძლოა დაიღალა და შეცვლა იყო საჭირო,მაგრამ სიხარულიძის მოედანზე ყოფნას,ისევ დაღლილი ძაგანია არ სჯობდა?თამაშს ტელევიზორში ვუყურე და ისეთი შთაბეჭდილება მქონდა,თითქოს ყოველ ბურთზე გაქცევას,მხოლოდ მაშინ იწყებდნენ ფეხბურთელები,როცა ვიღაცა დაუძახებდა.არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ და რაწამს ბურთს დაშორდებოდნენ,იქვე ეთიშებოდნენ თამაშიდან.როცა ყველაფერი სწორად გაკეთდა,ბურთიც გავიტანეთ;-ბურთი დიაგონალზე ჩავაწოდეთ და საგოლე დარტყმაც ხომ კლასიანი იყო და მის გარდა ჩაწოდების ხაზზე,მის წინ ერთი კაცი,შორეულ ძელთან კი,კიდევ სამი ფეხბურთელი გადიოდა.ეს მართლაც გააზრებული,გუნდური მანევრი იყო,მეორე გოლი სტანდარტულიდან გავიტანეთ და ეგეც კარგი იყო,თუმცა მეკარის და დაცვის შეცდომაც აშკარად იკითხებოდა იმ მომენტში.მატჩის დამატებული დროის უკანასკნელ წუთზე,ზუსტად მეორე გოლის მსგავსი ჯარიმა დავარტყით,მაგრამ რატომღაც 4 თბილისელი აშკარა თამაშგარეში იდგა,მათზე ჩაწოდება ვერ წავიდოდა,ამიტომ ბურთი მეორე ფლანგზე გადაიგზავნა,საიდანაც შეიძლებოდა თამაშის გამწვავება,შეძლებით შეიძლებოდა,მაგრამ ის 4 კაცი,ისევ თამაშგარეში იდგა და იქიდან უყურებდა რას იზავდნენ ბურთის მფლობელები....მათ მხოლოდ თამაშის დამთავრება უნდოდათ!ვერ ვიტყვი,რომ გამარჯვება არ სურდათ,გოლების დროს,იმდენი ემოციები აფრქვიეს,ბარე ორ თამაშს რომ ეყოფოდა,მაგრამ არ იყო იბერია ის გუნდი,რომელიც შემდეგ წრეში გავიდოდა.ჩვენ მათზე უკეთესი გუნდი ვართო,რომ აცხადებ,ეს უკვე საკუთარი თავის დარწმუნების მცდელობას უფრო ჰგავდა და ვერ დაირწმუნეს თავები.გახსოვთ როგორ გააძევეს,გიზი მამაგეიშვილი?კაპიტანი ასეთ საოცარ რამეს რომ გააკეთებს იმ გუნდში ყველაფერი რიგზე ვერ იქნება.იმედი მქონდა,რომ არ წააგებდნენ და ეს იმედი მაინც არ გამიცრუეს.რეიტინგი კიდევ უფრო რომ არ შეგვიმცირდეს,დარჩენილ სამ თამაშში,ერთმა მაინც უნდა გაიმარჯვოს,ან ორმა დაამთავროს ფრე,თუმცა ამ შემთხვევაშიც,ჩვენმა კონკურენტებმა თუ კარგად ითამაშეს,შესაძლოა მაინც დაბლა დაგვწიონ ცხრილში და სამ გუნდამდე დაიყვანონ,ჩვენი ლიმიტი.უკვე აღარც კი ვიცი,რომელი სჯობია.
Legenda
Meti ar sheuzliat da ras izamen es tamashia magati maqsimumi
გიორგი
შეწყდეს ბიუჯეტიდან დაფინანსება!!! ამაზე უარესი უკვე არაა
საიტის ადმინისტრაციას!!!
ვერ ამიხსნია ჯერ ამ ხალხის, ვინც ამოიგდო ბეჭი ლანძღვა-გინებით და მერე ამ საიტის ადმინისტრაციის, რომელიც ამ კომენტარებს აქვეყნებს. თუ ასე გეზიზღებათ ქართული საკლუბო ფეხბურთი "ვაი გულშემატკივრებს" და "ვაი სპორტულ ჟყრნალისტებს" დაანებეთ თავი და წერეთ სხვა ტემებზე, ფარიკაობაზე იარეთ, ძიუდოზე, ბირთვის კვრაზე ან სარის თხრაზე!!!! ამ სპორტს და ამ კლუბებს უნდა "გულშემატკივრობა" და არა ჩასაფრებულების პოზიციიდან ლანძღვა გინება!!!
ლაშა
ძალიან სამარცხვინოა! საერთოდ არ ეტყობოდა იბერიას მწვრთნელი ყავდა თუ არა! არ ვიცი, ასე როდემდე უდნა გაგრძელდეს ბიუჯეტის ფულების ტყუილა ყრა ამ გაჭირვებულ ქვეყანაში!
ვახტანგი
სამოყვარულო ლიგად უნდა გადაკეთდეს ჩემპიონატი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსები უნდა დაიხარჯოს მხოლოდ ინფრასტრუქურაზე და ასაკობრივ 21 წლის ჩათვლით ჩემპიონატებზე. 21 წლამდა და შემდეგ, ვინც დონეა წავა ევროპაში სათამაშოდ, ვინც არა სამოყვარულო ლიგაში ითამაშებს ან დაანებებს თავს ფეხბურთს. კერძო სპონსორი ვინმე თუ გამოჩნდება კი ბატონო შექმნან პროფესიული კლუბები და რაც უნდა ის აკეთონ, ჩვენს ფულს კი ნუ ფლანგავენ ამ უნიჭო ხალხზე
mamuka09ze
უაღრესად სამწუხაროა ასეთი თამაში. საქართველოს ჩემპიონატის პირველ წრეში ეს გუნდი სხვა დონეს აჩვენებდა. ახლა ექვსი თამაში წააგეს ზედიზედ. ნუუუუ, 55 ადგილს ხომ ვერ ჩამოვცდებით რეიტინგში.
tt
მთავარია მშვიდობაა ქვეყანაში დანარჩენი მეორე ხარისხოვანია....."ნი ტაკ ლი?"
სტალინი
მწვრთნელი ჭ კლასის, გუნდი ჭ კლასის. არავითარი იმპროვიზაცია. ტაქტიკა 0, ტექნიკური წუნი დიდი თავისი ლეგიონერებით(ადგილზე მატაობა, უკან პასი), ფიზიკურად 0, განსაკუთრებით ლიდერი გ.ტაბატაძე. და ეს ყველაფერი საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი. გამოდის რომ ქართული ჩემპიონატი საქართველოს სსრ ჩემპიონატის დონისაა, სადაც გალის მზიური და მახარაძის მერცხალი ჩემპიონობდნენ, ხოლო მონაწილეები იყვნენ ტყვარჩელის შახტიორი, წულუკიძის გეგეჭკორის ცხაკაიას და მაიაკოვსკის(უფრო ადრე რის და ლენინგორის) გუნდები. ანუ, რესპუბლიკიდან წასულია არა მარტო სსრკ უმაღლესი და პირველი ლიგის დონის ფეხბურთელი, არამედ უცხოეთში საშოვარზე და ქართული ფეხბურთისთვის დაკარგულია უამრავი სსრკ მეორე ლიგის დონის ფეხბურთელიც, საპასუხოდ იმავე უცხოეთიდან შემოყრილია ხლამი. ასეთ სიტუაციაში 3 კი არა ლიხტენშტეინივით ერთი კლუბიც საკმარისია ევროთასებზე ყოველ წელს თავის შესარცხვენად
Beka
და ეს არის საქართველოს ჩემპიონი?...
მერაბი ჩხოროწყუ
მინდა მოგმართოთ ბატონო ფედერაციას პრეზიდენტო, ბატონო ლევან თქვენ ხართ პროფესიონალი დიდი ფეხბურთელი, გერმანიის ბუნდესლიგაში გითამაშიათ,მე ვარ უბრალო გულშემატკივარი 55 წლის სტაჟით ,მე მრცხვენია, თქვენც ქრცხვენიათ ალბათ, ჩვენი საკლუბო ფეხბურთი არის ჭ კლასის არა უფრო დაბალი პლინტუსის , იმიტომ რომ ჭ კლასის გუნდებს ჩვენ ვერ ვუგებთ, ბატონო ლევან ძალიან გთხოვთ გაკეთდეს რადიკალური რეფორმები,1 გადავიდეთ სამოყვარულო ლიგაში, მეთევზეები და ფოსტალიონები ხომ გვიგებენ,2 აიკრძალოს ეს ბეთ კრისტალი, 3 ოთხი ფეხბურთელი ლეგიონერი ,4 მოვიწვიოთ პროფესიონალური კომიტეტი ვთხოვოთ თემურ ქეცბაიას ის პატრიოტი კაცია დაგვეხმარება იცის ეს საქმე,და ბოლოს, აეკრძალოს კორღალიძეს მოღვაწეობა 5 წლით, 6 დაიშალოს იბერია ან რეგიონ ლიგაში იქნეს დაქვეითებული, ბატონო ლევან ძალიან გთხოვთ გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, მადლობა,
გივი
ძალიან ცუდია, ასეთ გუნდს (თუ ჰქვია საერთოდ გუნდი) რა უნდა ევროპის ასპარეზზე.აი ეს არის ჩვენი ჩემპიონატის სახე.ვწუხვარ გულწრფელად.
L.J.
Silagadze latviashi skams xexavda,chamoiyvana korgalam da sheucvlel kacad aqcia AI shedegmac ar daayovna :))))

საშინელი და კატასტროფული ფეხბურთელები ყოლია იბერიას ვინმე სოლაგაძე და ჯგერნაია.ფაქტიურად ორი კაცითნაკლები იყვნენ.ჯგერნაიას ბრალი იყო მეორე გოლი,ხოლო შეტევაში ინფატილური გადაწყვეტილებები სილაგაძე.
დავით 67
კობას! ამბიცია აქვთ აქ 10იანს დავუწერდი. რომ ჰკითხო ყველა შეძლებს ტოპ ლიგაში თამაშს
Toy
Კაით რა ხალხო რა ჯგუფი، მარლა، რომ მოხდეს სასწაული და მოხვდეთ ჯგუფში იქ ხომ საკალათბურთო ანგარიშიᲗ წავაგებთ? Მაგას კიდევ ეს ჯობია რაც მოხდა.
koba
როცა თანამედროვე ფეხბურთში ელემენტარულ მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ვერცერთი ქართული კლუბი მეტის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, ყოველ წელიწადს ევრო თასები კარგი ტესტია რომ დავინახოთ სად .... ვართ, პატრიოტიზმი-0 ფიზიკა-0 ტაქტიკური ცოდნა-0 მოედნის ხედვა-0 ტექნიკა-0 ფანტაზია-0 მონდომება-0 გულშემატკივრის პატივისცემა-0 ამბიცია-0 განვითარების ხედვა-სტრატეგია-0 სელექცია-0 ბიზნეს გეგმა-0 (სხვა კლუბები ფინანსურ მოგებაზე არიან ორიენტირებული და ჩვენ პენსიაზე გვყავს) კიდე თუ რამე გამომრჩა ან სადმე ქულა ეკუთვნით თქვენ დაწერეთ კომენტარში...
Simartlestan axles
ერთი იცოდეთ ყველამ კარგად, სანამ კრისტალბეთი იქნება ქვეყნის ჩემპიონატი დამიჯერეთ ვერცერთი გუნდი ვერ გავა ევროპის ჯგუფში!!! და ყველაზე მთავარი::: ჩემპიონი გახდება ის გუნდი ვისაც კრისტალბეთი იტყვის!!!
Dato
დაიწყებენ პირობებზე წუწუნს ოთხოვენ მეტ ამაზღაურებას ლევადია ს ბიუჯეტიც მილიონებია? მასაც ძვირადღირებული ლეგიონერები ყავს? სინდისზე და ნამუსზე ლაპარაკი უკვე მომაბეზრებელია ესენი არიან უბრალოდ უმოტივაციო პ.@ ები რომლებსაც განაღდებული სახელფასო პენსია აქვთ თან საკმაოდ ნორმალური და ყველა და ყველაფერი კიდიათ მე 2 გოლი გაუხარდათ სასწაულა საეროდ უემოციოდ კომენტატორი იყო მაგარი სხვა თამაშს უყურებდა 100%
გ.ხ.
ნუ უწოდებთ ჩვენს ბიჭებს მწეველებს გთხოვთ. მათ უბრალოდ ვარჯიში ეზარებათ და დალევა უყვართ
მერაბი-1960
რას ველოდებით? ველოდოთ, სანამ სან მარინო არ გვაჯობებს? ანდორა ხომ გვჯობნის... არაა საკმარისი? კლაკსვიკი რომ გვანადგურებს, ბირკირკარა რომ გვიგებს, ახლა ლევადია რომ გვჯობნის...კიდევ რა უნდა მოხდეს ჩვენს თავს? სადაა ჩვენი ვეტერანები? რატომ არაფერს ამბობენ? ბიჯო, ამ ქვეყანაში არ დაიბადა მესხი, მეტრეველი, ყიფიანი, კვარაცხელია და ბევრი სხვა ვარსკვლავი? ქვეყნების უმეტესობას ხომ ასეთები არც დაესიზმრება? ყველა რატომ გვჯობია? გამოდის რომ რაღაცეები სწორად არ კეთდება...
Gela
Korxalizem tamahia mere sakaryvelos pirvelobazeo kargad gamovalto . He unamuso mteli eri gaginebs gaetrie saxhi rais pirveloba ginda hemarcxvenelebo
უშანგი
ქალთა ევროტურნირებზე გადავიდეს ეს გუნდი - იქნებ ერთ გუნდს მაინც მოუგონ... თუმცა, არც მაგაში ვარ დარწმუნებული
ჰკა კობი, ჰკაააა:დდდ
რას ერჩით კობიაშვილს? ის დიდია, ის ჩვენშია, ის ყველგანაა, პარლამენტშია, ფედერაციაშია, ჰაერშია, წყალშია, კარაბლზეა, ჩაის ბუჩქშია, აღმატებულია, წარმატებულია, ფოთოლშია, ტარხუნა ლიმონათშია. :დდდ
Berzena
Rac hempionatia is hedegia .naxevari sezoni gavida es unamusoebi titkmis hempionebi arian ase vitrialebt ubskrulhi . Mainteresebs cxveniat saertod ki am pexburtis uvicebs . Nakrebhi kiara xanahi unda amuhavo xvelani .korxalize mohordi pexburts cadi pexburtisan saertod
2 თვესაც როგორმე გავუძლებთ
დაიმატეთ ერთი სამი ტაბატაძე კიდევ და დაირქვით #ზოჰური და ტაბატაძეები# )))))))))))
გოგა
სამარცხვინოა, ესტონეთის ჩემპიონს საქართველოს ჩემპიონზე მეტი შეუძლია, დამატებით დროში ისინი დარბოდნენ, ჩვენები ეყარნენ… მეტი რაღა უნდა მოიმოქმედოთ თქვე ძალად ფეხბურთელებო? მერე კიდევ იწუწუნებთ გულშემატკივარი არ დადის თამაშებზეო… სად არის თამაში??? სად არის ფეხბურთი ან ფეხბურთელები??? უკანა..ი ხართ ბატონებო თქვენც და თქვენი ბატონ-პატრონებიც
100%
ქალების ლიგაზე, რომ გამოვიდეთ არ შეიძლება? ვთხოვოთ ,,უეფას,, იქნებ ცოტა კლასი ავიმაღლოთ.
კორსიკა
რა გინდათ ძირითად დროში ხომ მოიგეს. ეხლა დამატებითის თამაში ეგრე ადვილი კი არაა მწეველი ფეხბურთელებისთვის.
დავით 67
სალვადორზე ბოდიში მოიხადე) . მანდ იმდენს დარბიან, რომ იბერიას ფეხბურთელებს არც დაესიზმრებათ.
rigiti
იბერია არის ქართული "ფეხბურთის" სახე დღეს და ამით ყველაფერია ნათქვამი!!! კობიაშვილმა ქართული ფეხბურთი ხომ ააყვავა და ამას არ დასჯერდა, მაქსიმალისტია, ქვეყნის (საკანონმდებლო ორგანოში) განვითარებაშიც შეაქვს დაუღალავი წვლილი!!! არ ვიცი აქვს თუ არა მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა წარვადგინოთ ღირსების ორდენის და ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერობაზე!!!!!!!! (ყაველას უთხარი, ძმაკაცურად, უარს არ გეტყვის)
სიმართლეს გაუმარჯოს
პროსტა ვინმეს თუ გქონდათ იმედი ამ გუნდის გასვლა მართლა მაინტერესებს ან რა იმედით ან კიდე ტაბატაძეს იმედი გქონდათ თუ კორღალიძესი?? მართლა მაინტერესებს მილიარდი ოროცენტით ვიცოდი რო იბერია გავარდებოდა?!სპაერი უკვე გავარდნილია მაქსიმუმ მოიგოს ერთი ბურთით სპაერმა მაქსიმუმიი ესეც ძალიან წარმოუდგენელია თუ რაღაც ყომარი არ იქნება?!დანარჩენი გორის და ტორპედოს არანაირი შანსი არ აქვთ რიგაც ძალიან ძლიერია და ომონიაც რაც იქ დაგვაკლეს აქ აგვინაზღაურებს ავსტრიაც,რიგაც და ომონიაც აგერ თქვენ და აგერ მე…ღმერთმა ქნას რაც დავწერე შევცდე ერთ გუნდში მაინც მაგრამ აქ თუ აარა შემდეგ ეტაპზე მაინც გამოვარდებიან ერთი სიტყვით და ორი გაგებით….
Თედო
სამარცხვინო ჩემპიონი
goga
ესე იცის მუქთა ფულმა; გააგრძელეთ სახელმწიფო დაფინანსება და უყურეთ როგორ გვიხევენ "ხინკლის ჩეკივით" ჯუჯა, არასაფეხბურთო ქვეყნები. სამოყვარულო დონეზე უნდა დავიდეთ, "ფანატიკები" უნდა მიუშვათ "ღუმელთან", ფულიც დაეზოგება ბიუჯეტს და ტრ...ის თამაშიც დამთავრდება ვითომ ფეხბურთელების და ძალად მწვრთნელების მხრიდან.

არა რა, ნერვები მეშლება. მეტი რა უნდა გააკეთონ, რო რეფორმები გაატაროს ფედერაციამ და დაფინანსება შეუწყვიტოს ამ პარაზიტ მფლობელებს, მენეჯერებს და ვაიფეხბურთელებს? გაიხვრიტა ფსკერი!
ბექა
კომფერეს ლიგის გარდა რამე კიდე სხვა ტურნირი რო მოიფიქრონ?სადაც მარტო სანმარინოს ფარერებოს გიბლარტარის ლუქსემბირგის სალვადორის და ა.შ ქვეყნების გუნდებმა რო ითამაშონ.
დდდ
იბერიამ, რომლის ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობის ფიზ. მომზადება სამოყვარულო კლუბის დონესაც ვერ აკმაყოფილებს, თავის საქმე მაინც გააკეთა, ნავსი გატეხა, თამაში მოიგო, საერთო ყულაბაში მეტად მნიშვნელოვანი ქულები შეიტანა და უაღრესად მიზანმიმართულად გამოვარდა, რადგან როგორც ნაპოლეონმა თქვა ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ - კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და არმია აღარ მეყოლებაო...
ლევანი
ან რა ტაქტიკა იყო ან რა პასები ერთი ზოჰური დარბიდა ისიც შეცვალა 90 წუთის მერე რა უბდა ექნათ ვერ ხვდებიდნენ ელოდებიდნენ როდის გაუტანდა ლევადია. და ეს გუნდი საქართველოს ჩემპიონია 😂
Gia
Sakaryvelos hempionati unda hatardes 18 clis asaki tavidan davicxot samarcxvinoa. Xvela gundi. Kobiahvils gaaxoletet misi jogi xvelani cixehi
Riki
დავბერდი ბიჭო და ვერ ვეღირსე ამ ჯგუფურში ერთი ქართული გუნდის გასვლას. ყოველ წელს ამხელა იმედგაცრუება.. კარიერულად ყველაფერს ცუდს გისურვებთ ბიჭებო!
Berzena
Mteli hempionati gasaukmebelia sircxvilia.nutu argcxveniat tkven unamusoebo
Gfx
Azrs ver vxedav chempionatis dafinansebis. Droa movitxovot shewydes dafinanseba.
ირაკლი-ს
რა ჩვენი ფულით? ამას გვაკადრებს ფედერაცია? ))) საკუთარი ჯიბიდან აფინანსებენ, კობიაშვილი, იაშვილი, მუჯირი, ცქიტიშვილი, დემეტრაძე და სხვები. შვილებს აკლებენ და ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ბოლო თეთრს დებენ. აი, შედეგიც: უკვე აღარ ვაგებთ, მოსიარულე მუმიები უკვე ფრედ ეთამაშნენ მკვდარ ლევადიელებს. ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა მიღწევაა. ხომ იმსახურებს ფედერაციის უკლებლივ ყველა თანამშრომელი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედალს? იმსახურებს. ბიჭებიც ღირსები არიან ორსართულიანი ავტობუსით რუსთაველზე ჩამოხრიგინებისა. ))
ასეა
სამარცხვინო ჯოგი თაღლით მექრთამე კორღალიძეს ხემძღვანელობით
მირო
ასეთ გუნდს არაფერი ესაქმება კონფერენს ლიგაზეც კი.რა დონის სუსტი გუნდი უნდა იყო ესტონეთის გუნდს რომ ვერ მოუგო საკუთარ მოედანზე???და ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონია,ვაი სირცხვილო.
ტიტე
ესე იგი ვეღარც ვბრაზდები, მეცინება იმდენად უნიათოები არიან, თან ამ დაბნეულ სახეებს რომ ვუყურებდი დამატებით ტაიმში, რომ არ იცოდნენ სად წასულიყვნენ. მოკლედ ეხლა სერიოზულად თევზი თავიდან ყროლდება ყოველთვის, როცა ხელმძღვანელობა ვერაა დონეზე შედეგი ყოველთვის ესეთი იქნება, ჩამოგყავს ლეგიონერები რომლებიც სათადარიგო სკამზე გიზის, გამოგყავს და ვერაფერს ახერხებენ, რისთვის ჩამოიყვანე?დიდი კითხვის ნიშანია, აი სახელმწიფომ კი ერთი გემრიელი მონიტორინგი უნდა ჩაუტაროს თავიდან მხოლოდ უმაღლესი ლიგის ათ გუნდს და სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის (თავდაცვის სამინისტროში თუ მოხერხდა ამის დადგენა, ქართულ კლუბებში მარტივად დადგინდება უფრო, აქ გაცილებით დიდი კორუბციაა) რამოდენიმე კლუბის მმართველობას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით 7-დან 11 წლამდე მუხლს რომ მიუყენებენ, მერწმუნეთ ამით არც ეს კლუბები დაზარალდება და შორეულ მომავალში კი არა უკვე მომავალ წელს სამი გუნდიდან რომელიც ევროთასებზე ითამაშებს (ოთხი აღარ გვეყოლება ალბათ) ორი მაინც მოხვდება ჯგუფურ ეტაპზე, სახრავის ნაცვლად სახრე რომ მოხვდებათ, საკუთარ ფულსაც დახარჯავენ და სახელმწიფოს ფულსაც მოუფრთხილდებიან, ჰო და იმაზეც იზრუნებენ ფეხბურთელებმა ტატუს სალონებზე მეტი დრო საფეხბურთო მოედანზე გაატარონ, თორემ ზოგ იბერიას ფეხბურთელს იმდენი ტატუ აქვს ტანზე იმდენი გოლი და პასი არ გაუკეთებია მემგონი ერთ თამაშში კი არა კარიერაში. ასეა ვირის აბანოს შიში თავზე მაღლა აახტუნებს ჯერ ხელმძღვანელობას და მერე ფეხბურთელსაც, იმიტომ რომ სხვანაირად მოსთხოვენ თვითონაც. ასე რომ სახრე ბატონებო, სახრე.
Giorgi
ეჰჰჰ... ბატონო კახი გვეშველება რამეეეეეეე? ლევადიას რო ვერ გაცდები საქართველოს ჩემპიონი სხვა რაღა უნდა ილაპარაკო? ბუცები ლურსმანზე და ყველა ყანაშიიი
ვაჟა მასწავლებელი
უკვე თვლა აღარ აქვს იმდენი ბურთი აქვს გაშვებული მაკარიძეს მარცხენა დაბალ კუთხეში. მემარჯვენეა ალბათ ბავშვობიდან!

ქართული საკლუბო მთხლებურთი იქით იყოს და ამ პირველ არხსაც ჩვენ ვაფინანსებთ, ვერცერთი საკამათო ეპიზოდი გვაჩვენეს თვალნათლივ რო დაგვენახა ყველაფერი. წარმოიდგინეთ, ყველაფერს ძალით გვაფინანსებინებენ და თან ხარისხზე არავინაა პასუხისმგებელი.
daaT
ტალინშივე უნდა გაენაღდებინათ შესამე ეტაპზე გასვლა და ფლეიოფიც. რა თქმა უნდა სამოყვარულო ლიგას სამოყვარულო ჩემპიონი ეყოლება და დიდი ხანია არც მაქვს იმის პრეტენზია რომელიმე ქართული გუნდი რომ გაგვახარებს, მაგრამ რაც იბერიამ გააკეთა ეს არის ძალით გამოვარდნა, ლევადიას არ გამოუგდია, იბერია თვითონ გაიჩალიჩა. 2019 წელსაც გვიჯიგრა უეფამ, საბურთალოს მარტივი გზა ჰქონდა ჯგუფში შესასვლელად დამაშინაც გაიჩალიჩა გუნდის კაპიტან იური ტაბატაძეს ამ ევროსეზონზე ჰქონდა საუკეტესო ტამაში დღეს ისიც იმიტომ რომ კარში ზუსტად და სუსტად უგორებდა მეკარეს ბურთს. გუდს როგორი მფლობელიც ჰყავს, როგორი მწვრთნელიც ჰყავს და როგორი კაპიტანიც ჰყავის ისეთია შედეგიც. სანაგვე ურნაში რომ იქექებიან მათხოვრები, საბურთალოს არა მოიღებენ
912
სირცხვილია თქვენ რომ საქართველოს ჩემპიონები გქვიათ...არც თქვენ არ დინამოს ნატამალი სინდისი არ გაქვთ აკეთეთ ფული და იყავით ტოტალიზატორის მონები ისეთი სახელობის ლიგა გაქვთ მოგებული უხერხულიცაა კაი კუში რომ არ დასვათ
იხვი
აფინანსებს აბა, ამ საცოდაობაში ვინ ჭკუათმყოფელი ჩადებს თავის ფულს?
გიორგი 3
ღმერთო ჩემო, რა დონეზე დაეშვა და რა დღეშია ქართული ფეხბურთი! ე.წ. ჩემპიონი ვარდება ესტონეთის გუნდთან. კვარას წარმატებებს თავის თავზე იწერენ. არადა თავის დროზე მისი ტალანტიც ვერ განჭვრიტეს და გაუშვეს ქვეყნიდან.
ვახო
დასცინეთ ახლა კიდევ ქალთა ფეხბურთს!
Ehhh
ჩემო კარგებო არნაირი შანსი არგვაქვს რა ჩემპიონიც გვყავს და გვეყოლება ის ჩემპიონატი გვაქვს და უკეთეს ან ზეგ ელოდებით?მე სამწუხაროდ უარეს შედეგე ველოდები იმედია ვცდები მაგრამ ესარის დღევანდელი ქართული რეალობა სამწუხაროდ.,.!!!!!!
გ
პატარა ჩეიჯვეს სიმონ
თავადი
ყველაფერს გეფიცებით, მაღაზიაში ვადაგასული,გაფუჭებული პროდუქტი რომ ვიყიდო და ვჭამო, იმუნიტეტი მეყოფა რომ მოვერიო და გადავამუშავო,აი იბერიას თამაშის შემდეგ ისეთი ბაქტერიები გამოიყოფა,რომ გულის რევა მეწყება და ჩემი ორგანიზმი ვერ ერევა ამ სიბინძურეს. ტექნიკა ხომ აკლიათ და აკლიათ,შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, ფიზიკურ მომზადებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ამათ საერთოდ რა უნდათ ევროტურნირებზე? თამაში არ იციან მეთქი რომ ვამბობ,რატომ ლაპარაკობ ასეო?ესტონეთს,ლევადიას რომ ვერ მოუგებ.... ფუუუ შეგირცხვათ ნამუსი.
ირაკლი
თუ იცით ვინმემ სახელმწიფო ისევ აფინანსებს ფეხბურთს ჩვენი ფულით?
ალფა
მენეჯმენტის აზრზე არცერთი ქართული გუნდის მფლობელია. ბორდის მმართველებად ნიშნავენ ან უვიცებს ან ვიგინდარებს, რომლებიც იქით მფლობელებს აგოიმებენ და აწერენ ფულს. აგერ ამ იბერიას ხლეჩიკას შეხედეთ, საქართველოს ჩემპიონი ხდება და ევროტურნირებზე გაძლიერების მაგივრად წამყვან მოთამაშეებს უშვებენ და თავს ისუსტებენ. დაფინანსება მაინც შეწყდეს, თავში ქვა უხლიათ.
Gio
საზიზღარი გუნდი ყოფილა ეს...გადააქვთ სახელი.ამ სახელის დაძახებაც არ მინდა. ლევადია კარნახობდა მთელ თამაშსს. მეკარე სპეციალურად გამოვიდა კარებიდან დამატებითში რომ გადასულიყო თამაში და იქ კი იხმარეს ეს საცოდავები.
სოფლის გუნდი
ჩემ სოფელში ბორჯომში ტარდება სოფლის ჩემპოინათი იქაც ბოლოზე გავიდოდნენ ესენი სირცხვილია გათრიათ ლევადიამ
ცოტა-გიგო.
უბრალოდ მოკლედ და კონკრეტულად. კორღალიძის ან მოშორება უნდათ ანაც ძალიან სუსტია. გუნდი მკვდარია მკვდარი ფაფხურო ს.ვაი სირცხვილო!
giorgi
ver gaxdeba chempioni veraaa, galidierda imitoro danarchenebi tkemalze ikvnen da exla danarchenebi ufro pormashi arian, dila gaxdeba wesit wels
ლევადიას მეკარე
ლევადიას მეკარემ ხო დაგცინათ მთელ გუნდს მეტის ღირსები ხართ და ეს არის საქართველოს ჩემპიონი ამაზე დაბალი დონე არვიცი რა უბდა ითამაშო
status quo
ასეთი უსუსური და საცოდავი გუნდი არ უნდა მონაწილეობდეს ევროთასებზე. ლევადიას რომ ვერ მოუგებ...
ვაი თქვენს პატრონს..))
გთხოვთ გაგებით მოვეკიდოთ, ასეთ სიცხეში ბევრი რომ ერბინათ შეიძლება ოფლი მოსვლოდათ და ეს სახუმარო სულაც არაა. 😅
ტრამპი
ლევან კორღალიძე არის ყოვლად სამარცხვინო მწვრთნელი მთელი თავისი შემოქმედებით გაყიდული სულით და ხორცით, 2 კაპიკის გამო რომელსაც ჯიბეში უდებენ ათამაშებს უნიათო ფეხბურთელებს გუნდში აყავს ფეხბურთელები რომელოც ვიგოდნიკობაზეა გათვლილი!!! გაუშვით მზა მზარეულზე რო მოიყვანეთ თავის დროზე!!!
giorgi c
agaar minda dawera arafris magram es dila da torpedo nagdad mougebdnen am levadias, sashineli gundi gaxda iberiia, rac sila wavida imis mere, goshtelians sad atamashebda prostaa poziciurad, da vapse ddziritadshi rogor moxvda , nu dzalian dabali doniss gundiaa
მდააა...
ამათი ყურება არის სასჯელი, ეს გუნდი არის ჩვენი ჩემპიონი?! მერე უკვირთ ეროვნულ ჩემპიონატზე ნათესავების მეტი რატომ არავინ დადისო.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
უკეთესი გუნდი გავიდა. სოფლის გუნდი გავარდა . ამათ მიყვებიან კიდე დილა და ტორპედო კობიაშვილოვ მადლობა ფეხბურთის აყვავებისთვის. გააყქმეთ ფეხვურთი საქართველოში რო კანონით იგრძალებოდეს ამის თამაში
giorgi
ara chempiioni ro ver gaxdebaa wels es asiani maggram gunds regresi daetskko zustad evroturnirebamdde supertasze. korgaliidze dzalian sustiaa kazaxetidan maggitomac gamoabundzuules ro bolo adgili gaxvrita ikac
zura
ეს ხო გუნდი არ არის საერთოდ რას თამაშობენ ან რა უნდათ საერთოდ რატო ოფლიამდებიან ტყუილად
ჰაკიმი
ლევან კორღალოღლუ არის იბერიის მთავარი მწვრთნელი!
ცოტნრ
სირცხვილი… რა გინდათ ბიჭო რააა… ჩვენ ნერვებზე თამაშობთ… ??? უთამოვმოყვარეები ხართ.. მაკარიძეს კიდევ დრო გაყავდა.. ვისთან გაგყავს დრო ვისთაან? 8 ნომერს დააკვირდით? ( 99% უკან გააკეთა პასი იმის მაგივრად რომ გაამწვავო აგებ… და უკან პასი ) რა გინდათ სად დაიბადეთ ესეთი უჟილკოები. მალმიოს კაპიტანი ხო დაგცინოდათ ეხლა ლევადიას მეკარე დაგცინოდათ იმის .. თავიც არ გაქვთ პასუხი გაცეთ. თფუი
Gela
უბრალოდ ჩვენებს მნიშვნელოვან თამაშებზე ფეხები უკანაკალებთ და ვერ უძლებენ ზეწოლას.
ალფა
შეწყვიტეთ ამათი დაფინანსება თქვე ნაძირლებო! რა დავაშავეთ, თვითონ მიხედონ თავიანთ თავებს. რაც ეს ფონდი შემოიღეს და ჩვენ გვძარცვავენ იმის მერე საერთოდ ფსკერზე ჩაიყვანეს ქართული ფეხბურთი და პასუხის მომკითხავი არავინაა. ისწავლონ მენეჯმენტი და ჩვენს ჯიბეებს მაინც შეეშვას ფედერაცია.
Giorgi
ორივე თამაში მეკარემ წააგო, მაგრამ მაინც ძალიან დაბალი დონის გუნდია იბერია.
Giorgi
არადა ეს გუნდი ლიდერობს ეროვნულ ლიგას :(
შევხედოთ სხვებს, საკუთარ თავს და ვისწავლოთ - 3 ქართული გუნდი განმეორებითი მატჩისთვის
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე
4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ესპანეთში VAR-ის ახალი წესი შემოდის - ლა ლიგა პირველი ტოპ ჩემპიონატია, რომელიც ამ სისტემას დანერგავს
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
მაინც იყიდეს - ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება
მამარდაშვილი ხვალ ძირითადში იქნება - რატომ დატოვა ალისონმა "ლივერპულის" საწვრთნელი ბანაკი
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
პსჟ "ფენერბაჰჩეს" მცველს 10 მილიონად მიჰყიდის
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
გაჰყიდის თუ არა "სპორტინგი" იულმანს და რატომაა ეს ქოჩორაშვილისთვის მნიშვნელოვანი?
პსჟ-ს დონარუმას გამო სერიოზული პრობლემა აქვს - ვინ შეიძლება შეცვალოს იტალიელი?
მარინა შალამბერიძემ ანდორაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა
"ჯერ არ გადაგვიწყვეტია" - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
დავითაშვილის დამატება სერია A-ს კლუბს შესთავაზეს
ცნობილია, როგორ დაითანხმა რონალდომ ფელიქსი "ალ ნასრში" გადასვლაზე
კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ესტონეთში "ლევადიასთან" მოსაგები თამაში წააგო
"მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა" - "ლევადიას" მწვრთნელი "იბერიასთან" თამაშის შემდეგ
ერთმანეთზე ლამაზი გოლები - არაბიძემ "ლევადიას" დუბლი შეუსრულა [VIDEO]
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
"კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეგვიძლია!" - "ლევადიას" რიგებში "იბერიასთან" მატჩამდე საიმედო განწყობაა
მცირე პროგრესი იგრძნობა - ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა