საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ნიკა ცინცაძის, ლევან ტყეშელაშვილისა და საბა ჯაყელის გაწვრთნილმა გუნდმა უკრაინის ნაკრები 93:72 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო. დაძაბულ ბრძოლაში დათმო საწყისი 2 მატჩი – ჯერ პორტუგალიასთან 61:65, შემდეგ კი დანიასთან – 83:85. ამ გუნდებმა შემდეგ კიდევ მოიგეს თამაშები და ჯგუფიდან გასვლის მთავარ კანდიდატებად იქცნენ, საქართველო, კი აზერბაიჯანი დაამარცხა და დღეს, ძალიან პრინციპულ მატჩში უკრაინას დაუპირისპირდა.

ჩვენს გუნდს რომ წაეგო ჯგუფიდან გასვლის შანსს კარგავდა, ასე კი გაიმარჯვა და პლეი ოფში რომ გავიდეს, ერთადერთი ვარიანტია: ბოლო ტურში საქართველომ მასპინძელ რუმინეთს უნდა მოუგოს, ხოლო პორტუგალიამ უკრაინასთან შეხვედრა უნდა დათმოს. ასე თუ მოხდა, 3 გუნდი – საქართველო, რუმინეთი და პორტუგალია თანაბარ ქულებს აგროვებენ და ყველაფერს ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებული ბურთები გადაწყვეტს. საქართველოს პორტუგალიასთან 4 ქულა აქვს წაგებული და გააჩნია, რუმინეთს რამდენი ქულის აჯობებს. ეს ყველაფერი, ცხადია, იმის გათვალისწინებით დაიანგარიშდა, რომ ბოლო ტურში დანია აშკარა აუტსაიდერ აზერბაიჯანს მოუგებს.

რაც შეეხება უკრაინასთან მოგებულ მატჩს, ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც საქართველომ 26:14 მოიგო და საბოლოოდ დიდი სხვაობით იძალა. ჩვენს ნაკრებში საუკეთესო იყო მათე ხატიაშვილი, რომელმაც 27 ქულა და 6 პასი მიითვალა. 27 ქულა ჰქონდა ლუკა ტაბაღუასაც, რომელმაც ასევე 5 მოხსნა და 3-3 ჩაჭრა-პასი მიითვალა. 14 ქულა დააგროვა გიორგი ჭირაქაძემ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს ხვალ, 30 ივლისს, რუმინეთთან გამართავს.

GBF.GE

ზაზა
მომავალი თაობა არიზრდებაო ვინც ამას წერს ეტყობა საქართველოში არცხოვრობს მწვრთნელებიდა ძველი ფედერაციის შემადგენლობა უშლის ხელს კაალათბურთის განვითარებას.სანიკიძემ კიდე ვერშეძლო ამ ხალხის წინააღმდეგობის დაძლევა სამწუხაროდ ახალი თაობა უნდა მოვიდეს ფედერაციაში პროფესიონალები და საქმის მკეთებელი და არა მოლაქლაქე არაფრისმაქნისი ბიუროკრატები ყველა პროფესიას რომ ითავსებენ დაწყებული კომენტატორობით, პარლამენტარობით,და დამთავრებული ფედერაციის პრეზიდენტობით.ფიგარო ხოარახარ მიხედე ერთ საქმეს რაციციდა რაც გამოგდის შედალოცვილო.
სამწუხაროდ
Არ გვაქვს შანსი... არადა შეიძლებოდა ჯგუფიდან გაძრომა.
ნეპოტიზმი
ნეპოტიზმი ნეპოტიზმი ნეპოტიზმი ნეპოტიზმი ნეპოტიზიმი ნეპოტიზიმი შედეგიც სახეზეა. ჯერ 20 ბი 20 ადგილზე ბ დივიზიონში.ხომ ხედავთ არ იზრდებიან მომავალი თაობა ბიძაშვილებით.ხომ ვხედავთ.გედრაცია მოგწონთ ეს შედეგები?.სპორტული ადმინისტრაცია მოგწონთ ეს შედეგები?რეადაქცია მივმართავ თუ აქვს წვდომა რომ ვწერ დამეკონტაქტოს და აგიხსნით რაც ხდება.სანაძეს რა უნდა ხომ ვხედავთ ვერ გაიზარდა.მამამისი ფედერაციაშია.შელია კალაძის ნათლულია.2 3 ბავშვი ვინც გამოირჩევა დანარჩენი რა შედეგი არაფერი.16 წლიდან ხომ ვხედავთ უკან უკან წავიდნენ შედეგი ნული.რატო არ ცვლით ბავშვებს რამდსნი კარგი ბავშვი დატოვეს ამ ნაკრებიდან.ამინდს შექმნიდნენ.აზერბაიჯანთან თამაში მოგეწონათ? ვინც დატოვეს და არ წაიყვანეს აზერბაიჯანს რომ დამატებოდნენ საქართველოს მოუგებდნე.რატო იქცევით ეგრე საინტერესოა.მერე დაიწყებენ მოღალატეაო და რატო აზრბაიჯანში ამ სომხეთში ან სხვა ნაკრებში.რატო იქცევით ეგრე.გოგების 18 წლამდელები უფრო გააზრებულ თამაშს თამაშობდნენ და პასები.პრესინგი ძალიან კარგად გამოსდიოდათ.რატო არ დააყენეს მწვრთნელად 18 ბის მწვრთნელი.თუ არ გავთ ნანახი გაადხვიეთ და ნახავთ.რა წაიღეთ ტვინი.თქვენ გგონიათ პორტუგალია წააგებს და რუმენითი კიდო სახლში თამაშობს.ასე სხვის იმედათ როდემდე უნდა ვიყოთ როცა შეიძლება ჯანსაღი ბავშვების შეკრება და წარმატების მიღწევა.ბახტაძე რომ ყველგან შეტენეთ და დაამტვრიეთ ფეფერაცია.ახლა ხიმ გამოგადგებოდათ.მოკლე ჭკუა გაქვთ.ვერ აზროვნებთ.სხვის იმედათ როდემდე უნდა ვიყოთ.ხომ ხედავთ ნეპოტიზმი ვერ ქაჩავს ვერა.
გივი
ილუზიები და ისულელეები დაივიწყეთ.არანაირი შანსი არა აქვთ.სანაზეების სექტის ნაკრებია
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან 71:88 დამარცხდა