ლატვიის ნაკრებთან 83:79 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ 42 ქულა მოაგროვა და სანაკრებო რეკორდი დაამყარა
ლატვიასთან გუშინდელი მატჩის შემდეგ ბალტიისპირელებმა ზაზა ფაჩულიას კავკასიელი "ტერმინატორი" უწოდეს. შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდურ ფილმში "ტერმინატორი", არნოლდ შვარცნეგერი მარტოდმარტო უამრავ მოწინააღმდეგეს უსწორდება. ფაქტობრივად, გუშინ, 22 აგვისტოს ლატვიელებთან მატჩის ბედიც მარტო ფაჩულიამ გადაწყვიტა - 42 ქულა ჩააგდო, რაც აბსოლუტური სანაკრებო რეკორდია.

ზაზამ თავისივე რეკორდი მოხსნა: 2007 წლის 23 ივლისს მაკედონიასთან 39 წუთში 39 ქულა ჰქონდა მოგროვილი. ამჯერდ კი 42 ქულის ჩასაგდებად 29(!) წუთიც ეყო.

ეს არაოფიციალურ შეხვედრებში. ოფიციალურ მატჩებში სანაკრებო რეკორდიც ზაზა ფაჩულიას ეკუთვნის. მან 2006 წელს ფინეთში 36 ქულა მოაგროვა, 2009 წელს კი თბილისში სლოვაკეთს 34 ქულა ჩაუგდო...

ზემოთ კი ვთქვით, ლატვიელებს მარტო ზაზამ მოუგოო, მაგრამ მასაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თანაგუნდელთა დახმარების გარეშე ვერც თავად დაამყარებს რეკორდებს და ვერც გუნდი მოიგებს. ლატვიასთან ქართველებმა შეატყვეს, რომ მეტოქეს ფაჩულიას შემჩერებელი არ ჰყავდა და თამაში კაპიტანზე ააწყვეს. ასეთმა ნაბიჯმა გაამართლა - მთელი თამაშის განმავლობაში ეფექტურმა ფაჩულიამ ბოლო წამებზეც უშეცდომოდ ითამაშა და საქართველომ 83:79 გაიმარჯვა.

ახლა უშუალოდ გუშინდელი მატჩის შესახებ. იგი მასპინძლებმა უკეთ დაიწყეს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ 2 ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. პირველში იგორ კოკოშკოვის გუნდი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხოლო მეორეში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

პირველმა ტაიმმა ორმხრივ შეტევებში და შეცდომებში ჩაიარა. ლატვიელები იოლად გადიოდნენ სასროლ პოზიციაზე. მართალია, მასპინძლები ბევრს აცილებდნენ, თუმცა საკმარისადაც ჩააგდეს და პირველი მეოთხედი 7 ქულითაც მოიგეს. საქართველოს ნაკრების კალათბურთელები შეტევაში ბევრ შეცდომას უშვებდნენ, იქნებოდა ეს ბურთის დაკარგვა, არაზუსტი ტყორცნა თუ შეტევაში ჯარიმა. შეცვლებმა ბევრი ვერაფერი შეცვალა. ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, გიორგი შერმადინმა და მარკიზ ჰაინსმა ჩვენების თამაშს აგრესია ვერ შემატეს. ერთ ეპიზოდში იგორ კოკოშკოვის გუნდმა ოდნავ გამოასწორა დაცვა და შედეგად ანგარიშის გაბათილებაც შეეძლო, მაგრამ ფართან პირისპირ დარჩენილ მარკიზ ჰაინესს მეურვე წამოეწია და დაუფარა. მომდევნო ორ შეტევაში ლატვიელებმა 2 სამქულიანი ჩააგდეს და პირველი მეოთხედი ხელჩასაჭიდი უპირატესობით - 20:13 მოიგეს.

მეორე მეოთხედის დასაწყისში მოედანზე პირველად გამოჩნდა თორნიკე შენგელია, რომელმაც კარგი პასები მიიღო თანაგუნდელებისგან და ფარქვეშიდან ბურთი ორჯერ ჩააგდო. ლატვია პრესინგზე გადავიდა, რაც კარგად გამოუვიდათ. პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ბალტიისპირელების უპირატესობამ 10-ქულიან ზღვარს გადააჭარბა - 32:21.

კოკოშკოვმა მოედანზე ძირითადი ხუთეული დააბრუნა. ზაზა ფაჩულიამ ზედიზედ 3 შეტევა შედეგიანად დაასრულა, ვიქტორ სანიკიძემაც სამიანი ჩააგდო და ჩვენებმა ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს - 30:37. თუმცა, მასპინძლებმა ბოლო შეტევა შედეგიანად დაასრულეს და ლატვია დიდ შესვენებაზე ათქულიანი ლიდერობით გავიდა - 44:34. ერთი საინტერესო მომენტი: ლატვიელებმა პირველ ტაიმში 22 სამქულიანი ესროლეს, ჩვენებმა კი - 4.

მესამე მეოთხედი საქართველოს შტურმით დაიწყო. კოკოშკოვის გუნდი მთლიანად გარდაისახა. ქართველებმა დაცვა გაამაგრეს და ამით შვება იგრძნეს. ჩვენებმა საწყისი 3 წუთი 12:2 მოიგეს და ანგარიში გაათანაბრეს - 46:46. დაცვაში კარგ თამაშს შეტევაში წარმატებული გარჯაც დაერთო, რაშიც ზაზა ფაჩულია გამოირჩეოდა. ზაზას მანუჩარ მარკოიშვილიც შეეშველა, რომელმაც შორი სროლაც ჩააგდო და გამოჩნდა გზა, რასაც სტუმრები საბოლოო გამარჯვებამდე უნდა მიეყვანა.

თუმცა, მეოთხე პერიოდის წინ მაინც ლატვიელები დაწინაურდნენ: 63:59. ამან ფაჩულია და ცქიტიშვილი არ შეაშინა, მეოთხე რაუნდის დასაწყისში 8:0 გაქცევა მოაწყვეს სირენამდე 5:40 წუთით ადრე 67:63 დაწინაურდნენ. ამ მომენტისთვის ზაზას უკვე მოგროვებული ჰქონდა 26 ქულა (12-დან 10 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო).

ლატვიელთა ლიდერი იანის ბლუმსი არ დანებდა და მისი შეწევნით ლატვიამ ანგარიში მალე გაათანაბრა: 71:71. ფაჩულია კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და ჩვენები ისევ 4 ქულით დააწინაურა - 75:71.

დარჩენილ დროში დრამა გათამაშდა. ლიტველები მოსაგებად გაიწივნენ, მათ კი პასუხს მხოლოდ ფაჩულია აძლევდა. მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ქართველები 6 ქულით წინ გავიდნენ - 79:73. თითქოს, ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბლუმსმა (3 ქულა) და შტრელნიეკსმა (2+1) კიდევ ერთხელ გაათანაბრეს - 79:79. სირენამდე 21 წამი რჩებოდა, როცა ფაჩულიამ საჯარიმოების სროლის უფლება მოიპოვა და ზუსტი ტყორცნებით საქართველო 2 ქულით დააწინაურა. 20 წამში ლატვიელებმა ვერაფერი მოახერხეს, ზაზამ კი საფინალო ანგარიში ქართველთა სასარგებლოდ დააფიქსირა: 83:79.

ამხანაგური მატჩი, 22 აგვისტო, რიგა, ლატვია

ლატვია-საქართველო 79:83

20:13, 24:21, 19:25, 16:24

ლატვია წთ 2ქ 3ქ 1ქ მ პ შ ფ ქ

დაი. ბერტანსი 16 3/3 1/5 0/0 0 2 0 1 9

ფრეიმანისი 18 0/1 0/2 0/0 1 2 0 4 0

ბლუმსი 30 3/8 3/11 10/10 4 2 1 2 25

კუკსიკსი 24 4/5 1/4 1/2 3 1 1 3 12

ჟერომნავსი 5 0/0 1/1 0/0 2 0 1 0 3

ვაიროგსი 14 0/2 0/0 2/4 4 0 1 1 2

შტრელნიეკსი 29 4/6 2/6 2/2 2 3 1 2 16

ბერზინსი 19 1/1 0/4 0/0 2 0 0 2 2

შელაკოვსი 21 2/3 0/0 1/2 4 0 1 1 5

ბლაუსი 9 0/0 0/0 1/2 0 0 2 5 1

დავ. ბერტანსი 4 0/1 0/1 0/0 1 0 0 1 0

მეიერსი 9 2/2 0/0 0/0 2 0 2 4 4

საქართველო წთ 2ქ 3ქ 1ქ მ პ შ ფ ქ

გამყრელიძე 8 0/1 0/1 0/0 0 1 0 3 0

ვ. ბოისა 23 1/4 0/0 1/3 2 3 0 2 3

ფაჩულია 29 14/17 0/0 14/14 6 3 2 4 42

ცინცაძე 27 1/1 0/2 0/0 3 3 2 3 2

შერმადინი 10 0/0 0/0 0/0 5 0 1 1 0

მარკოიშვილი 27 2/3 3/7 0/0 5 2 7 3 13

სანიკიძე 28 1/2 2/4 0/0 3 2 1 1 8

ცქიტიშვილი 17 1/1 1/3 4/4 3 1 1 3 9

შენგელია 12 2/2 0/0 0/0 1 1 3 2 4

ჰეინსი 18 0/2 0/1 2/4 2 2 1 3 2

ლატვია-საქართველო

I პერიოდი

09:24 შტრელნიეკსი 3ქ (1:0)

09:02 ფაჩულია 2ქ (3:2)

08:51 შტრელნიეკსი 2ქ (5:2)

07:47 კუკსიკსი 2ქ (7:2)

07:29 მარკოიშვილი 2ქ (7:4)

07:12 მეიერსი 2ქ (9:4)

06:56 ფაჩულია 2ქ (9:6)

06:37 ბლუმსი 3ქ (12:6)

06:20 ვ. ბოისა 1ქ (12:7)

05:50 ვ. ბოისა 2ქ (12:9)

05:26 ბლუმსი 2ქ (14:9)

04:13 კუკსიკსი 1ქ (15:9)

03:55 ფაჩულია 2ქ (15:11)

02:27 სანიკიძე 2ქ (15:13)

01:35 ბერტანსი 2ქ (17:13)

00:59 ბლუმსი 3ქ (20:13)

II პერიოდი

08:54 ცქიტიშვილი 2ქ (20:15)

08:34 შელაკოვსი 2ქ (22:15)

08:12 შენგელია 2ქ (22:17)

07:48 შელაკოვსი 2ქ (24:17)

07:22 შენგელია 2ქ (24:19)

05:15 მეიერსი 2ქ (26:19)

04:59 მარკოიშვილი 2ქ (26:21)

04:54 შტრელნიეკსი 2+1ქ (29:21)

04:22 კუკსიკსი 3ქ (32:21)

04:00 ფაჩულია 2ქ (32:23)

03:40 შტრელნიეკსი 3ქ (35:23)

03:24 ფაჩულია 2ქ (35:25)

03:05 კუკსიკსი 2ქ (37:25)

02:45 ფაჩულია 2ქ (37:27)

02:08 სანიკიძე 3ქ (37:30)

01:40 ბლუმსი 2ქ (39:30)

01:06 ჟერომნავსი 3ქ (42:30)

00:46 ცინცაძე 2ქ (42:32)

00:22 ჰეინსი 2ქ (42:34)

00:01 კუკსიკსი 2ქ (44:34)

III პერიოდი

09:48 ფაჩულია 2ქ (44:36)

09:22 ბლუმსი 2ქ (46:36)

09:01 მარკოიშვილი 3ქ (46:39)

08:08 ფაჩულია 2ქ (46:41)

07:21 მარკოიშვილი 3ქ (46:44)

06:46 ფაჩულია 2ქ (46:46)

06:21 ბერზინსი 2ქ (48:46)

05:59 სანიკიძე 3ქ (48:49)

04:40 ბლაუსი 1ქ (49:49)

04:24 ფაჩულია 2+1ქ (49:52)

03:56 ცქიტიშვილი 2ქ (49:54)

03:40 ვაიროგსი 1ქ (50:54)

03:19 ფაჩულია 2ქ (50:56)

03:06 ბლუმსი 2ქ (52:56)

02:09 ფრეიმანისი 3ქ (55:56)

01:35 შელაკოვსი 1ქ (56:56)

01:35 ბლუმსი 2ქ (58:56)

01:23 ბერტანსი 2ქ (60:56)

00:56 ვაიროგსი 1ქ (61:56)

00:15 ბერტანსი 2ქ (63:56)

00:03 მრკოიშვილი 3ქ (63:59)

IV პერიოდი

09:10 ცქიტიშვილი 2ქ (63:61)

08:05 ცქიტიშვილი 3ქ (63:64)

05:40 ფაჩულია 2+1ქ (63:67)

05:05 ბლუმსი 2ქ (65:67)

04:47 ფაჩულია 2ქ (65:69)

04:24 ბლუმსი 2ქ (67:69)

03:54 კუკსიკსი 2ქ (69:69)

03:42 ფაჩულია 2ქ (69:71)

03:21 შტრელნიეკსი 2ქ (71:71)

03:02 ფაჩულია 2ქ (71:73)

02:18 ფაჩულია 2ქ (71:75)

02:09 ბლუმსი 2ქ (73:75)

01:22 ფაჩულია 2ქ (73:77)

01:00 ფაჩულია 2ქ (73:79)

00:52 ბლუმსი 3ქ (76:79)

00:21 შტრელნიეკსი 2+1 (79:79)

00:20 ფაჩულია 2ქ (79:81)

00:00 ფაჩულია 2ქ (79:83)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
მე-4-ში მართლაც რომ მარტო ფაჩულიას და ლატვიას უთამაშია! ყოჩაღ ზაზას და საქართველოს ნაკრებს! წარმატებებს გისურვებთ ევროპაზე, დარწმუნებული ვარ გაგვახარებთ გულშემატკივრებს.
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა