საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის 26 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც 4 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და საერთაშორისო სერიაში ითამაშებენ.

სერიის ფარგლებში ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 8 აგვისტოს ინგლისელ თანატოლებს საქართველოს დროით 13:30 საათზე ეთამაშებიან; 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის ა ნაკრებს 11:30 საათზე ერკინებიან; 16 აგვისტოს კი ირლანდიას 13:30 საათზე შეხვდებიან.

26-კაციან შემადგენლობაში 8 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც აპრილში გამართულ ექვსი ერის ფესტივალზე არ უთამაშიათ და საერთაშორისო შეხვედრებს პირველად გამართავენ. ესენი არიან: საბა მშვილდაძე, გოჩა ფიცხელაური, ლუკა შულაია, ნიკოლოზ ხაფავა, მათე მახარაძე, გოგა ბერიძე, ტატო ტალახაძე და გიორგი მუშკუდიანი.

ნიკოლოზ ბალანჩივაძე, გაბრიელ რაზმაძე, ლუკა წიკლაური, გიორგი ბერძენიშვილი, ანდრია ბილანიშვილი, ნიკოლოზ ჩხორთოლია, ზაზა ლეჟავა, იოსებ ღვინჯილია, მათე ბერუაშვილი, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე, გოგა უშვერიძე, ლევან ბუცხრიკიძე, დათა ახვლედიანი, დემეტრე დევდარიანი, ლუკა ტაბატაძე, ივა კვირიაშვილი და დავით არობელიძე წელს საერთაშორისო ტურნირში მეორედ ითამაშებენ.

ექვს მოთამაშეს - გიორგი ბერძენიშვილს, ლუკა შულაიას, მათე ბერუაშვილს, ნიკოლოზ ხაფავას, გოგა ბერიძეს და ტატო ტალახაძეს 18-წლამდელთა ნაკრებში თამაში გაისადაც უწევთ.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა შემადგენლობის, მზადებისა და მოლოდინების შესახებ ისაუბრა:

„გუნდთან ერთად მხოლოდ ბოლო ერთი კვირა გავატარე, რადგან 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად იტალიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიმყოფებოდი, თუმცა ვფიქრობ, ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. სამწუხაროდ, პერიოდიდან გამომდინარე ვერ ვახერხებთ ამხანაგური თამაშის გამართვას, რაც ჩვენი მთავარი პრობლემაა. სათამაშო პრაქტიკის არქონა და შეუთამაშებლობა პირველ შეხვედრაში დაგვეტყობა, მით უმეტეს, რომ გუნდში გვყავს ახალი სახეები და მათ არ აქვთ გამოცდილება“.

„სამწუხაროდ ტრავმის გამო გამოგვაკლდა გუნდის კაპიტანი დავით ბარამია, რომელმაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ტრავმა მიიღო. ვინც მწყობრშია ისინი ბოლომდე იხარჯებიან და მაქსიმალურად ვცდილობთ დავხვეწოთ ტაქტიკური ელემენტები. მანამდე უმთავრესი აქცენტი ფიზიკური და ტექნიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე კეთდებოდა. ვფიქრობ, ინგლისთან თამაშისთვის მზად ვიქნებით“.

„ეს არის ასაკი, სადაც განვითარება უმნიშვნელოვანესია, რაშიც მსგავსი ტურნირები გვეხმარება. იმ ბიჭებისთვის, რომლებიც ამჟამად გუნდში ვერ მოხვდნენ არაფერი დასრულებულა. ნოემბერში კიდევ გვექნება საერთაშორისო თამაშები და იქაც იქნება ცვლილებები. გარდა ამისა, ჩემპიონატის მსვლელობას ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ის ვინც პროგრესირებს, აუცილებლად მიიღებს შანსს“.

„სამწვრთნელო შტაბში დაგვემატა გიორგი ნემსაძე, რომლის გამოცდილებაზე ზედმეტია საუბარი. მოთამაშის გარდა, მას უკვე საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებაც დაუგროვდა. მან ძალიან გაგვაძლიერა. ის დერეფნის მწვრთნელია და მუშაობს დეტალებზე. დარწმუნებული ვარ მისი მუშაობა ძალიან დიდ გარდატეხას შემოიტანს ბურთის მოპოვების საკითხში“.

„ინგლისს და ირლანდიას 18-წლამდელთა ასაკში ორ-ორი გუნდი ყავთ. ისინი 17 წლიდან იწყებენ მზადებას და მათი შიდა ჩემპიონატიც ბევრად უფრო მაღალი ტემპისაა, ვიდრე ჩვენი. მიუხედავად იმისა, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით ჩვენი ჩემპიონატებიც ვითარდება, საერთაშორისო თამაშების ტემპთან ადაპტირება გვიჭირს. მათ უკვე შეძლეს ამხანაგური თამაშების ჩატარება და შეთამაშების მხრივაც ნაკლები პრობლემა ექნებათ“.

„ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა თამაშების მოგება იქნება, თუმცა ამავე დროს მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა მორაგბეს მიეცეს სათამაშო დრო და შეიძინონ ის გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია განვითარებისთვის“.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა 2025 წლის სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე

შერკინება: საბა მშვილდაძე (აია), ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), გოჩა ფიცხელაური (ლელო), ლუკა წიკლაური (ხვამლი), გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), ანდრია ბილანიშვილი (ლელო), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), ლუკა შულაია (ლელო), ზაზა ლეჟავა (აია), იოსებ ღვინჯილია (ლელო), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ზაზაძე (ხარები), გიორგი არძენაძე (ბათუმი);

ხაზი: გოგა უშვერიძე (აია), ნიკოლოზ ხაფავა (ყოჩები), ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), მათე მახარაძე (ბათუმი), დათა ახვლედიანი (ლელო), დემეტრე დევდარიანი (ლელო), გოგა ბერიძე (ბათუმი), ლუკა ტაბატაძე (არმია), ტატო ტალახაძე (ლელო), გიორგი მუშკუდიანი (აია), ივა კვირიაშვილი (ლელო), დავით არობელიძე (არმია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: გიორგი ნემსაძე, პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

ფიზ. მომზადება: მამუკა ბაქრაძე, დავით ლობჟანიძე

ფიზიო: გურამ ადამია, გიგა მაქაძე

ექიმი: ტარიელ კინწურაშვილი

ვიდეო: ნიკოლოზ თუთარაშვილი

Rugby.ge

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა