ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტისთვის ლატვიაში ემზადება. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ეროვნული გუნდის შეკრება 26 ივლისს, ბალტიის ზღვისპირა ქალაქ იურმალაში დაიწყო, სადაც იდეალური სავარჯიშო პირობებია შექმნილი.

ნაკრების გეგმა დეტალურად არის გაწერილი და დღითი-დღე ძლიერდება როგორც ფიზიკური დატვირთვები, ისე ტაქტიკურ-კომბინაციური ვარჯიშები. ნაკრებში გამოძახებული 16 მოთამაშისგან იურმალაში 15 კალათბურთელია. სანდრო მამუკელაშვილი ტორნონტოშია და თავის ახალი ნბა-ს კლუბის კემპში იღებს მონაწილეობას. ტორონტო რეპტორსის ფორვარდი საქართველოს ნაკრებს 8 აგვისტოს, ლიეტუვაში შეუერთდება. სწორედ ამ დღეს ჩავა ჩვენი გუნდი ქალაქ კაუნასში, სადაც 10 აგვისტოს რიგით მესამე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვას ნაკრებთან გამართავს.

კაუნასამდე საქართველოს ნაკრები კლაიპედაში ითამაშებს 2 ამხანაგურ მატჩს – 4 აგვისტოს ისრაელთან და 8 აგვისტოს ესტონეთთან. აღნიშნულ ნაკრებებთან საქართველო ნომინალური მასპინძელი იქნება. ორივე შეხვედრა დახურული ხასიათის გახლავთ, რომლის ტრანსლირება არ განხორციელდება.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია: რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, სანდრო სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი სულაბერიძე, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე.

ლიეტუვაში თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები პოლონეთში გადაინაცვლებს და ქალაქ სოსნოვიეცში, 14 აგვისტოს, ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს (მას-მედიისთვის ღია მატჩში) დაუპირისპირდება.

სოსნოვიეცის შემდეგ საქართველო 9-დღიან შეკრებას პრაღაში, 15-დან 23 აგვისტოს ჩათვლით გამართავს, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთის ნაკრებთან 2 ამხანაგური მატჩი ელის: 19 აგვისტოს დახურული, ხოლო 21-ში ღია ტიპის სპარინგი. ეროვნული ნაკრები 25 აგვისტოს პრაღიდან პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, კვიპროსში გაემგზავრება.

სწორედ ამ ამხანაგურ მატჩებში შეირჩევა ის 12 მოთამაშე, რომელიც ევრობასკეტზე გასამგზავრებელ შემადგენლობაში დაიკავებს ადგილს.

GBF.GE

• გიო-ს და ყველას

გიო მართალია და რატო 2016 წელს ზპა ში გადავიყავნე ბავშვი სიმაღლით და მონაცემებით მოეწონათ.6 წლის მერე მწვრთნელი მეუბნება სუსტიაო.არ ავარჯიშეს იმიტომ რომ არც მეგობარი ვიყავი და არც ფული მქონდა რომ მეგულავებია.რომ წამოვიყვანე 207სმ სიმაღლის არის 2022 წელს მივწერე ყველა სუპერლიგის გუნდს ასეთი ბავშვია ავარჯიშეთ რომ მოძლიერდეს და უარი მითხრეს არაო.ერთმა მითხრა სუსტიაო.ეს დალოცვილი არ წუთებს ვითხოვდი არც სათამაშო დროს.მაგრამ ნაცნიბი არ ვიყავი. რაც მე გადამხდა.6 წლის განმავლობაში იმ აკადემიაში სადაც იყო თავიანთ მეგობრის შვილებს ატენეს ყველფერი ხომ ვხედავდი.ფული ვისაც ქონდათ იმ ბავშვებს ატენეს ხველაფერი და ვინ გაიზარდნენ 20 წლამდელების 20 ადგილი. არ ვიძახი ჩემი მაგარიაო მაგრამ რომ არ ავარჯიშებს მშობელმა როგორ გაიგოს ბავშვის შესაძლებლობები.207 ბავშვი მეორე 199 სმ ბავშვ გაყვა იატალიაში და იქ უთხრეს გაუფუჭებიხართო რატო არ გავარჯიშებდნენო.სიმაღლეში აღარ გაიზრდებოდიო ამას მეუბნებიდნე აქაც.იტალიაში უთხრეს აბსურდია ეგო.ფიზ.მომზადება არ უშლის ხელს სიმაღლეში ზრდასო.აქიდან გამოდის რახან მე არ ვაგულავებდი და მაგათი ახლობელი არ ვიყავი არ ავარნიშებდნენ ან არ იცია. ახლა იქნება მაინც მიხვდეთ რა ხდსბა რეალობაში.ნაკრების მწვრთნელი ბავშვებს ეუბნებოდათ ისევ ძველები მირჩევნია გამოცდილები არიანო და გამოცდილება 20 ადგილი.თუ ნეპოტიზმი არ არის რატო არ მიყავთ ნაკრებში ახალი სახესბი?არც ერთ ევროპის გუნდში საახეები არ მეორდება გადახედეთ წლების წინ ნაკრებებს.ჩვენთან სულ ერთი და იგივე სახეები და შედეგი 20 ადგილი ან 18 ბის 10 ადგილი და ასე შემდეგ.გადახედეთ გუნდებს წლების წინაც სახეები არ მეორდება.გაფართოებულზე ბავშვებს რომ ეტყვი მარტო ერთი ადგილი მაქვსო და ამ მოთამაშეს ვარჩევო რა გამოდის.კატასტროფა.იმიტომ რომ შინაურობა და ნაცნობობა.18 ბში სანაძეს ბავშვს რა უნფა მითხარით და გავმჩუმდსბი.........

• Gio

არც განაწყენებული ვარ და არც შვილზე არ ვწერ. ვხვდები საითაც გადაგვაქვს ისრები, ასე არ გამოვა. მე თვითონ გადამხდა ერთ-ერთი ისტორია, როდესაც დავინტერესდი და გავიკითხე, ყველგან ჩაკეტილი წრე დამხვდა. არ აინტერესებთ ,თუ პატრონი არა გყავს დათუ პატარა ბიჭში პერსპექტივა დაინახეს ფულს ითხოვენ, თან ეს ბავშვი ასი თავით უნდა ჯობდეს სხვას, რომელსაც გარანტირებული ადგილი აქვს გუნდში. ყოფილ კალათბურთელებსაც შევხვედრივარ და მაგ საქმეში ჩახედულ ხალხსაც, ყველა ერთი და იგივეს იძახის, ოღონდ ყველა ერიდება ხმამაღლა ლაპარაკს სხვადასხვა მიზეზით. რა ჟურნალისტებმა არ იციან რა ხდება კალათბურთში, მაგრამ ყველა რაღაცას ან ვიღაცას ერიდება. ასე გრძელდება ალბათ 40 წელია, რაც მე მახსოვს.

• "გივი" ="მოქალაქე"="ადამიანი"="გიზო გ-ს" =გიო= ?

აშკარად ძაა..ნ ნაწყენ-გაბრაზებული ხარ და თანაც, ხშირად და სულ ერთსა და იმავეს აკომენტატებ ... წარმატებები თქვენს შვილს(სავარაუდოდ, შვილზე წერ და მას გულისხმობ), მაგრამ ... აქ კომენტარებით არაფერი გამოვა და იქნებ, თუ ართლა აქვს მონაცემები(ბურთს მეტ-ნაკლებად ყველა ატარებს. პირველ რიგში, სროლა(!!!)... და სათანადო სიმაღლე და ნახტომი), იქნებ ვინმე ნეიტრალურ სპეციალიტს შეაფასებინო და მისი რეკომენდაციით ეცადო ვინმეს დაინტერესება... მერე, სპონსორიც და/ან კლუბიც გამოჩნდება. წარმატებები! ---------------- პ.ს. ბავშვის ფსიქიკას გაუფრთხილდი...

• გიო

ეს ხელის დამფარებლები რომ არ გამოირჩევა კალათბურთში. "ოღონდ გამოჩნდეს ვინმე და ხელს ვინ შეუშლის" . შენ უშლი უკვე ხელს. ისე დაგიმშვენდა ეგ ცხვირ-პირი, იმდენი გამოჩნდა და ყველას ფული მოსთხოვეს ან ვიღაც პატრონი უნდა ყავდეს.ასეა ეს, ყოველთვის ასე იყო და გრძელდება იგივე. რამდენია უცხოეთში გაქცეული პატარა ბიჭები, აქ რომ სამართალი ვერ ნახეს.

• გიზოგ ს

ხეპრეობა და უვიცობა ის არის რომ ვაკრიტიკებ და 20 ბის ბოლო ადგილი ცოდნაა და წარმატება ან 18 ბის 9 ადგილი ცოდნაა და წარმატება.უვიცი ხარ აბა რა ხარ

• მოქალაქე

კომენტარებს ვკითხულობ და საერთოდ მიყვარს კალათბურთი.არ მინდოდა ამის მოყოლა მაგრამ უნდა მოგიყვეთ.ერთ ერთ ნაკრების ყოფილ მოთამაშეს ვთხოვე დახმრება ბავშვი დამაკვალიანებიე რომ გავუშვა სადმე საზღვარგარეთო და ასე მიპასუხა მოედანზე უნდა დაამტკიცოსო.როგორ დაამტკიცოს ბავშვმა თუ არ მიაქციე ყურადღება,როგორც აქცევენ თუნდაც საანაძეებს და თუნდაც ხატიაშვილსაც და ყავლაშვილსაც თუნდაც დანარჩენებსაც.ყველა ბავშვს აქვს პოტენციალი და ნაცნობობა კლავს უპატრონო ბავშვებს.მეორე შემთხვევა ნაკრების მოთამაშის ბიძას დამაკავშირეს და ველაპარაკე ბავშვის გაშვებაზე დახმარება ვთხოვე.მან მიპასუხა 25000 ლარი ჯდებაო.ეს დალოცვილი 25000 ლარი რომ მქონოდა რაში ვინმე დამჭირდებოდა მე თვითვინ გავუშვებდი.ეს რას ნიშნავს იმას თუ არა რომ ბევრი ბავშვი იჩაგრება. 18 წლამდელების ნაკრებში 3 ნომერი და 4 ნომერი არ გვყავს ხომ გამოჩნდა.5 გამთამაშებელი .დავიჯერო საქართველოში 3 დ 4 ნომერი არ იზრდება რომ წაეყვანათ? და კიდო ერთ ერთ აკადემიაში ბავშვი გადავიყვანე და 1 კვირის მერე თამაშზე 17 ქულა ქონდა.ამ დღის მერე შეფუთეს და ისე წამოვიყვანე არავინ არ მიიღო.იმ აკადემიაში გაიზარდნენ მეგობრის და ფულიანი მამების ბავშვები.შედეგიც სახეზეა 20 წლამდელების ნაკრების. გამოდიხართ და რა ბოროტებაზეა საუბარი როცა შედეგი ნულია.აზრზე არ ხართ რა გადამხდა და კიდონამართლებთ.სირცხვილია.ხო გამოჩნდა მანუს შემცვლელი ვერ გავზარდეთ.სანაძეც წამსვლელია ვინ გავზარდეთ.2 ნომერი საერთოდ არ გვყვას გაზრდილი.მარტო გამთამაშებლები და 4 5 ნომრები. 2 და 3 არავინ გვყვას ხომ ჩანს. კრტიკა არ გიყვართ და შედეგები სულ უარესი.ეტყობა გიხარიათ 20 ბის გამოსვლა.ან 18 ბის 9 ადგილი .მოგწონთ ეს შედეგები ისე ჩანს.

• გიზოგ

„ავსა კაცსა, ავი სიტყვა ურჩევნია სულსა-გულსა“, ამდენი ბოროტება, მხოლოდ უვიცობამ და ხეპრეობამ იცის.

• ნუგზარი

სანაძეები რა დუდა პატარ ბავშვია, პირველად თამაშობს ნაკრებში თუ გადამწყვეტი ქულები არ ჩაუგდია. მისი ძმას რაც შეეხება - ჩაწყობა კი არა, ოღონდ გამოჩნდეს ვინმე, ეძებენ. წინა შეკრებაზე ორი 17 წლის ბიჭი (ხატიაშვილი და ყავლაშვილი) ჰყავდათ გამოძახებული. ოღონდ გამოჩნდეს ვინმე და ხელს ვინ შეუშლის!

• ადამიანი

ასე აშკარად ჩარევა ნაკრების შერჩევებში და ასე იავნად არ შეიძლება.რატო ხართ ჩუმათ ადმინისტრაცია.სანაძის 3 შვილი ნაკრებშია და უპატრონო პერსპექტიული ბავშვები არც ერთი ნაკრებში.თან ისეთი ბავშვები რომლებიც გამოადგებიან ნაკრებს.თუნდაც 18 ბში სკამს ხეხავდა. კიდო 18 ბში 5 გამთამაშებელის წაყვანა მწვრთნელის უვიცობაა..თუნდაც ამ ნაკრებში მარტო გამთამაშებლები.2 ნომერი არ გვყავს და 3 ნომერიც არ გვყავს.

• გივი

სანაძეების ნაკრები

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

სენსაცია - "კაირათმა" შოტლანდიაში ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგას უახლოვდება

კიტეიშვილის "შტურმი" ნორვეგიაში განადგურდა

"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს

უკრაინულ-რუსული ცივი ომი პსჟ-ში - საქმეში ფეხბურთელების მეუღლეები ჩაერთვნენ

ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

პსჟ "სოსიედადის" იაპონელი შემტევით დაინტერესდა

"მილანი" დივოკ ორიჯის კონტრაქტს გაუწყვეტს და კომპენსაციას გადაუხდის

"რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

[VIDEO] "ჩვენ აქ რუსულად არ ვსაუბრობთ, ეს უკრაინის ჩემპიონატია!" - რა მოხდა უკრაინის ქალთა საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას

ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა

რაფაელ ლეაო სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას გამოტოვებს

Le Parisien: ლუის ენრიკემ ზაბარნისთან დაკავშირებით ახალი გეგმა დასახა

სალაჰი პრემიერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

"მან ჩემს სამწვრთნელო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა" - მოურინიო მესიზე

[VIDEO] ქოჩორაშვილის ფავორიტი ქართული კერძების ათეული - რა ვიდეოს აქვეყნებს "სპორტინგი"

ლუკა გადრანი კარიერას ისრაელში განაგრძობს

ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება