საბერძნეთში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალზე ასპარეზობის მონაწილენი გუშინ ორ-ორჯერ მიუსხდნენ 64-უჯრიან დაფებს
საბერძნეთში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ფესტივალზე ასპარეზობის მონაწილენი გუშინ ორ-ორჯერ მიუსხდნენ 64-უჯრიან დაფებს.

მე-5 ტურში სამქულიანი დავით ჯოჯუა თეთრი ფიგურებით მასპინძელ ხრისტოს ბანიკასს დაუზავდა, კონსტანტინე შანავამ და ლელა ჯავახიშვილმა, შესაბამისად, ტატიანა კასპაროვას (ბელარუსი) და ანტონიოს სულოგიანოპულოსს (საბერძნეთი) სძლიეს და ქულებით ჯოჯუას გაუთანაბრდნენ.

მეექვსე ტურში წარმატებით ითამაშეს ქართველმა ვაჟებმა: ჯოჯუამ მასპინძელ თეოდოროს ცეკურასს აჯობა, ამ უკანასკნელის თანამემამულე ალექსანდროს გოგოლისს კი შანავამ გააჩერებინა საათი. ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით დიდოსტატ იოანის ნიკოლაიდისს (საბერძნეთი) დაუზავდა.

ამდენად, ექვსი ტურის შემდეგ ჯოჯუას და შანავას 4,5-4,5 ქულა აქვთ, ჯავახიშვილს - 4 ქულა. გათამაშების ცხრილის სათავეში 5-5 ქულით დმიტრი სვეტუშკინი (მოლდოვა) და სერგეი ვოლკოვი (რუსეთი) მოექცნენ, რომლებმაც სუათ ატალიკი (თურქეთი) და სეტურამანი (ინდოეთი) დაჯაბნეს. 11 მოჭადრაკეს 4,5-4,5 ქულა აქვს.

დღეს მე-7 ტურის ორთაბრძოლებში შანავა ვლადიმირ ბაკლანს (უკრაინა), სუათ ატალიკი - ჯოჯუას, სერგეი კასპაროვი (ბელარუსი) ჯავახიშვილს შეხვდება. ხუთოსნები - ვოლკოვი და სვეტუშკინი ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა