ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს მეტად დატვირთული დღე ჰქონდათ, რადგან ბუდაპეშტის აუზში მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდა.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს მეტად დატვირთული დღე ჰქონდათ, რადგან ბუდაპეშტის აუზში მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდა. პირველი ფინალი კაცებს შორის 200 მეტრზე ბრასით ცურვაში იყო. ამ დისციპლინას რამდენიმე ფავორიტი ჰყავდა. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ნორვეგიელი დალე ოენი, რომელმაც ორი დღის წინ, ბრასით ორჯერ მოკლე დისტანცია მოიგო. ამჯერად სკანდინავიელს ვერცხლის მედლით მოუხდა დაკმაყოფილება, რადგან ადგილობრივი გულშემატკივრების მხარდაჭერით გამხნევებულმა უნგრელმა დანიელ დიურტამ არავის დაუთმო პირველობა. ცნობილი ფრანგი უგო დუბოსკი მესამე ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, რომ 200 მეტრზე ბატერფლაიში პოდიუმი ზუსტად ისეთივე იყო, როგორც ორი წლის წინ ეინდჰოვენში. მაშინ ევროპის ჩემპიონი ბერძენი იოანს დრიმონაკასი გახდა, რომელმაც ამჯერად უმაღლესი საფეხური პოლონელ პაველ კორჟენევსკის დაუთმო და თავად ბრინჯაოს დასჯერდა. კორჟენევსკიმ ვერცხლი ოქროთი შეცვალა, ხოლო რუსმა ნიკოლაი სკვორცოვმა ერთი საფეხურით მაღლა აიწია და ვერცხლის მედალი მიიღო.

უნგრეთის დედაქალაქში მეორე ოქრო მოიგო ფრანგმა კამილ ლაკურმა - მას კონკურენტი არ ჰყოლია 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში. თანაც ჩემპიონმა ევროპის პირველობების რეკორდი დაამყარა - 24,07. აღსანიშნავია ისრაელის წარმომადგენლის გაი ბარნეას ბრინჯაო - ეს ამ ქვეყნის პირველი მედალია ბოლო 10 წლის განმავლობაში.

დიურტას მიერ მოპოვებულ ოქროს უნგრელმა ქალებმა კიდევ ორი უმაღლესი სინჯის მედალი დაუმატეს. მასპინძლებმა 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში დუბლი შეასრულეს. ფრანგი კამილ მუფა 150 მეტრი ლიდერობდა, მაგრამ ბოლოს კატინკა ჰოსუმ და ეველინ ვერაჟტომ კონკურენტები ჩამოიტოვეს და ტრიბუნების გამამხნევებული ყიჟინის ქვეშ ოქროს მედალი გაითამაშეს. ჰოსუს უკეთესი ფინიში გამოუვიდა და ერთი მეასედი წამით აჯობა თანამემამულეს. მუფამ კი მესამე ადგილიც ვერ დაიცვა და ბრინჯაო ბრიტანელ ჰანა მაილის დაუთმო.

უნგრელმა ქალებმა კიდევ ერთი ოქრო 4x200 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში აიღეს. მათმა უპირატესობამ საფრანგეთის ნაკრებთან ორი მეათედი წამი შეადგინა.

კიდევ ერთი დუბლი ვიხილეთ 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში. სამშაბათს, 200 მეტრზე პირველი ადგილი ელიზაბეტ სიმონდსმა დაიკავა, ჯემა სპოფორტი კი მეორეზე გავიდა. ახლა ბრიტანელებმა ადგილები გაცვალეს და ჩემპიონობა სკოფორტს ერგო.

800 მეტრზე ფინალურ გაცურვაში უძლიერესი შემადგენლობა შეიკრიბა. მიუხედავად ამისა, აქ თითქმის წინასწარ იყო ცნობილი გამარჯვებულის ვინაობა. მსოფლიოს შარშანდელმა ჩემპიონმა, დანიელმა ლოტე ფრისმა დისტანციის ორი მესამედის შემდეგ დაიწყო აჩქარება და პირველობა არავის დაანება. უფრო დაძაბული ბრძოლა ვერცხლის მედლისთვის იყო. ფრანგი ოფელია ეტიენი, რომელსაც აქამდე მხოლოდ იუნიორთა ტურნირებზე ჰქონდა წარმატებები, ფავორიტებს შორის დამაჯერებლად გამოიყურებოდა და საბოლოოდ მეორე მივიდა ფინიშთან, თანაც ბოლო მეტრებზე ოდნავ აანერვიულა ფრისი. ბრინჯაო ბრწყინვალე იტალიელ ფედერიკა პელეგრინის ერგო, რომელიც მთელი დისტანცია ჩრდილში იმყოფებოდა - აპენინელმა ხუთი მეასედი მოუგო ირლანდიელ გრეინი მერფის, ვინც ნახევარფინალებში საუკეთესო დრო აჩვენა. მთავარი იმედგაცრუება კი ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანელი რებეკა ადლინგტონი გახდა - მან მხოლოდ მეშვიდე დრო აჩვენა.

კაცები

200 მ. ბატერფლაი

1. პაველ კორჟენევსკი (პოლ) 1.55,00

2. ნიკოლაი სკვორცოვი (რუს) 1.56,13

3. იოანის დრიმონაკასი (საბ) 1.57,10

200 მ. ბრასი

1. დანიელ დიურტა (უნგ) 2.08,95

2. ალექსანდრ დალე ოენი (ნორ) 2.09,68

3. უგო დუბოსკი (საფ) 2.11,03

50 მ. გულაღმა

1. კამილ ლაკური (საფ) 24,07

2. ლაიამ ტენკოკი (ბრიტ) 24,70

3. გაი ბარნეა (ისრ) 25,04

ქალები

800 მ. თავისუფალი

1. ოტე ფრიისი (დან) 8.23,27

2. ოფელი ეტიენი (საფ) 8.24,00

3. ფედერიკა პელეგრინი (იტა) 8.24,99

4x200 მ. თავისუფალი

1. უნგრეთი 7.52,49

2. საფრანგეთი 7.52,69

3. ბრიტანეთი 7.55,29

200 მ. კომპლექსური

1. კატინკა ჰოსუ (უნგ) 2.10,09

2. ეველინ ვერაჟტო (უნგ) 2.10,10

3. ჰანა მალი (ბრიტ) 2.10,89

100 მ. გულაღმა

1. ჯემა სპოფორტი (ბრიტ) 59,80

2. ელიზაბეტ სიმონდსი (ბრიტ) 1.00,19

3. ჯენი მენსინგი (გერ) 1.00,72

ფოტო: დანიელ დიურტა დისტანციაზე

ლელო

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება