The Guardian წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, UEFA-მ რუსულ კლუბებს ე.წ. "სოლიდარობის ფონდიდან" 10,8 მილიონი ევრო ჩაურიცხა.

ამ თანხებს იღებენ ის გუნდები, რომლებიც ევროპულ ტურნირებზე მოხვედრას ვერ ახერხებენ და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ცნობით, ეს ფონდი შექმნილია ევროპის უმაღლეს დივიზიონებში კონკურენტული ბალანსის შესანარჩუნებლად.

აკრძალვის მიუხედავად, UEFA-მ 2022-23 წლებში რუსეთის საფეხბურთო ასოციაციას სოლიდარობის სახით 3,305,000 ევრო გადაუხადა, 2023-24 წლებში კიდევ 3,381,000 ევრო, ხოლო 2024-25 წლების სეზონისთვის - 4,224,000 ევრო.

საინტერესოა, რომ ხუთმა უკრაინულმა გუნდმა "ჩენომორეცმა", "რეალ ფარმამ", რომლებიც ოდესაში არიან დაფუძნებული, ზაპოროჟიეს წარმომადგენელმა IFC Metalurg-მა, FSC Phoenix Mariupol-მა ოკუპირებული სამხრეთ პორტის ქალაქიდან და მეტალისტი 1925"- მა ხარკოვიდან 2023/24 და 2024/25-წლებში ეს გადახდები ვერ მიიღეს და ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართთველი ორგანოს პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინს მისწერეს.

"ეროვნულ ასოციაციასთან და UEFA-ს ოფიციალურ პირებთან ჩვენი კომუნიკაციის შედეგად, ჩვენ გვაცნობეს, რომ ზემოაღნიშნული გადახდების დაბრკოლებას წარმოადგენს შვეიცარიაში არსებული ბანკის სრულიად გაურკვეველი მოთხოვნები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია საფეხბურთო კლუბების "საომარ ზონაში" მდებარე გეოგრაფიულ მდებარეობასთან.

ჩვენ არ მიგვიღია უფრო დეტალური ინფორმაცია ან რაიმე სამართლებრივი დასაბუთება გადახდების ამ შეზღუდვებთან დაკავშირებით. "სამხედრო ოპერაციების ზონასთან" დაკავშირებით გამოყენებული ფორმულირება ჩვენთვის სრულიად გაუგებარია და არ შეესაბამება რეალობას.

"სამხედრო ოპერაციების ზონა", უფრო სწორად, რუსეთის სამხედრო აგრესიის ზონა, არ არის ჩვენი ქვეყნის კონკრეტული რეგიონი, არამედ მთელი უკრაინა", - ნათქვამია უკრაინული კლუბების დირექტორების გავრცელებულ წერილში.

ჩეფერინისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია: "ბევრი ერთგული უკრაინელი ფეხბურთის გულშემატკივარი ომის პირველივე დღეებიდან ფრონტზე წავიდა. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ვერასდროს შეძლებს სტადიონზე თავისი გუნდების მხარდაჭერას, რადგან ისინი საყვარელი ადამიანების სახელებითა და საყვარელი გუნდის სახელით დაიღუპნენ.

ამიტომ, ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ დროს, ნებისმიერი დამატებითი ფინანსური დახმარება და მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, დაეხმარება კლუბებს ფინანსური ხარჯების ტვირთის შემსუბუქებაში, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სამხედრო აგრესიის გარემოებების გამო, შესაძლო შემოსავლებით ვერ დაბალანსდება".

UEFA-ს წარმომადგენელმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ისინი განცხადებას გააკეთებდნენ გადახდების მოხსნის შესახებ, თუმცა შემდეგ პასუხი არ გაუცია.

ელგუჯა
ბოლო-ბოლო, ეს ჩეფერინი დიფსთეითის კაცია თუ ვოვასი? )))
დავით 67
.-ს! მაპატიეთ და შენ სოსო ხარ.) კომენტარებიდან ( კარგი და სწორი)გამომდინარე დავასკვენი.)) რატომ აღარ შემოდხარ სახელით არ მესმის. თუმცა ამ კომენტარში ვერ დაგეთანხმები. ნაცების მმართველობის დროს მხოლოდ ერთი სტადიონი დაინგრა ქეთევან წამებულის გამზირზე რომ იყო. ეხლა რომ ფედერაცია გვყავს ამაზე ცუდი არ გვყოლია არასდროს. სპორტკომიტეტი რომ იყო კომუნისტების დროს ისინიც ვერ ბედავდნენ ამდენ კორუფციულ გარიგებებს. ჯერ მარტო ბილეთებზე რას შვებიან ხომ აზრზე ხარ

გამოსაძიებელია ყველა ნაბიჯი თუ როგორ მივიდა თბილისის დინამო ფიფიამდე...ფიფია მიშას დროს კარგად აქებდა შიშიკოს...და მასთან კარგად დაახლოებულიც იყო...დაინტერესდით შესაბამისი ხალხი ვისაც გაქვთ კომპეტენცია და ყველა ნაბიჯი გამოიძიეთ...შემდეგ თუ ეკუთვნის ეკუთვნის თუ ხელოვნურად და დარღვევით დაისაკუთრა ყველამ აგოს პასუხი...და მაინც ან ბიძინა ივანიშვილმა ან მისმა შვილებმა ან კახა კალაძემ ან ხვიჩა კვარაცხელიამ ან ვინმემ გამოისყიდეთ ფიფიასგან თბილისის დინამო ან კიდევ ისეთივე ფორმა იყოს მფლობელობის და მართვის როგორშიც არის მადრიდის რეალი მგონი 100-% არავის არ ეკუთვნის და ბევრს აქვს აქციები...და ბოლოს...თბილისის დინამოს დაუბრუნეთ ისეთივე სიძლიერე ვისურვებდი მხოლოდ ქართველი ფეხბურთელებით როგორც საბჭოეთის პერიოდში ქონდა ქართველი ფეხბურთელებით...ვიცი დღეს სხვა სიტუაციააა ნიჭიერები ევროპაში მიდიან...მაგრამ სულ.თავისუფლად არის შესაძლებელი ნიჭიერი საფეხბურთო თვალსაზრისით(არამარტო)სწორად გაზრდილი,აღზრდილი 16,17,18,19,20,21 წლის ბიჭებით იწონებდეს თავს კარგ ფეხბურთს აჩვენებდეს და შემდეგ თუნდაც ევროპაში მიდიოდნენ...ანუ ახალგაზრდული სკოლა უნდა შეიქმნას სწორი თანამედროვე ევროპული საფეხბურთო სტანდარტების მიხედვით...ამისთვის კი ასაკობრივი ჯგუფების მწვრთნელების რეალურად სწორად კვალიფიცირებააა უპირველესად საჭირო რაც როგორც ჩანს დღემდე მაინც ბოლომდე გამართული ვერ არის...

„ბატონი ბიძინა“ და ქოცები რომ მოვიდნენ,საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 128 ადგილზე იყო,ნაცები,სტადიონებს,აკადემიებს ანგრევდნენ და ავტოსადგომებს თუ სასტუმროებს აშენებდნენ მის ადგილზე,სპორტის აკადემია გაყიდეს და დაანგრიეს.სწორედ იქ უნდა მომზადებულიყვნენ მწვრთნელები და სპორტის მენეჯერები.„ბატონმა ბიძინამ“ და ოცნებამ ხელახლა დაიწყეს შენება და როცა ეს სტადიონები წამოგვესწრო,სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საქართველოს ნაკრების აღზევებაც.ფეხბურთელის გაზრდას დრო უნდა,სულ ცოტა 10 წელი მაინც და სწორედ ოცნების მოსვლიდან დაახლოებით 10 წელში წამოვიდა საქართველოს ნაკრების წარმატებები.ქართულ კლუბებს კარგი მმართველი სჭირდებათ და მათი მომზადება სპორტის აკადემიას უნდა დავალებოდა,მწვრთნელებთან ერთად.რა დამართეს აკადემიას,მაღლა მაქვს დაწერილი.დანგრევა ადვილია და აღდგენა,გაცილებით ძნელი.შესაძლოა ფულიც გქონდეს,მაგრამ კარგი სპეციალისტიც გჭირდება,რომელიც მას სწორად გამოიყენებს,მათ მომზადებას კიდევ სჭირდება უფრო კარგი მასწავლებელი სპეციალისტი,რომელიც ჯერჯერობით ეტყობა აღარ გვყავს.სპორტის აკადემია ნელ ნელა დგება ფეხზე და იმედია ამ საკითხის მოგვარებასაც თანდათან შესძლებს.

ეგ რომ გააკეთონ,შესაძლოა საქართველოს ჩემპიონატი დაიშალოს და მერე პირველი,შენ და შენისთანები დაუწყებენ გინებას.ფიფიაც იხვეწება,ვიღაცამ ვისაც საშუალება აქვს,წაიღოს თბილისის დინამო და უპატრონოს.მე მეტი შესაძლებლობა არ მაქვს და რაც მაქვს,ამით აკადემიას ვინახავო.არავის არ უნდა დინამოს მართვის აღება.პატიოსნად ამბობს ეგ კაცი,მე უკეთესად ვერ მოვუვლიო და მაინც მაგას აგინებენ.ქვეყნის ჩემპიონატს ფედერაცია კი არა,პროფლიგა უნდა ატარებდეს.ატარებდა კიდეც და მერე დაიშალნენ.ფედერაცია იძულებული გახდა,საკუთარ თავზე აეღო ჩემპიონატების ჩატარებაც.ჩვენ მაინც ფედერაციას ვაგინებთ,სუსტი ჩემპიონატი გვაქვსო.კლუბის საქმეში როგორ უნდა ჩაერიოს?ძალიან ბევრი პრობლემაა და ასე ხელაღებით ვერავის გაამტყუნებ,მაგრამ გუნდების მართვაა მთავარი პრობლემა და მანდ ფედერაცია ვერ ჩაერევა.კლუბი ხომ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა.

ბიძინაზე, ეგ აქოთებული პირები გამოირეცხეთ?
მდაა
გეთანხმები რომ არაფერს აკეთებს ბიძინა ქართული კლუბებისთვის უნდა წაერთვათ დინამო მიშისტ ფიფიასთვის ასევე ხეჩიკიანისთვის და რა ვი უამრავ არაკომპეტენტურ მფოლებელებისთვის …მაგრაამ რომ წაერთვა აქოთდებოდა მსოფლიო ერთი და მეორე ვინებს მისცეს როდესაც არცერთ კლუბში ნორმალური მენეჯმენტი აღარაა როდესაც კლუბებს შესთავაზა პროფლიგა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ოღონდ გავაკოტროლებ კლუბების მფლობელმა უპასუხეს ფული მოიტა და კონტროლი კი არ გვჭირდებაო მას შემდეგ ფედერაცია ყოველწლიურად აძლევს ამ უვარგის მფლიბელ-პრეზიდენტებს ფულებს თან მილიონებს და ესენი კი განვითარების მაგივრად ხელფასებში ტეხავენ ამ ფულებს …!!! ბიძინავ თუ კობივ ვისაც გეხებათ შეწყვიტეთ მაგ ფულების გადახდა და გაანძრევენ ხელს შემდეგ მართალია ბევრი კლუბები გაქრება ხომ და ვინც გადარჩება იმათმა ითამაშონ ჩემპიონატი 6 გუნდი იქნება თუ 8 საკმარისი იქნება აბა სანამ უნდა ათრიოთ ყურებით ეგ უვარგისი წურბელა კლუბები ქუთაისში აქვთ ფული დინამოს აკადემიიდან წასულ ტრანსფერებიდან შემოდის ფულები კვარადან 7,5 მილიონი მამარდადან 4 მილიონი და ასე შემდეგ არ ხარჯავს ფიფია ამ ფულებს კლუბის გაძლიერებაში გაუქმებს დინამოს ( წამგებიანი პროექტიაო ) მიხედავს აკადემიას ის მომგებიანია ყველასთვის …
სლავიკას
რო ზელეს ხროვას დაეხრა?
ბატონ ბიძინას-ს
უბრალოდ, ვაი შენს პატრონს?
ბატონ ბიძინას
ბატონო ბიძინა ესეთი რამ შეგაზიზღა ფეხბურთი თქვენ რო მოხვედით ჩვვენი ჩემპიონატი იყო 30-ეულში და დღეს არის ბოლო ადგილზე 55-ადგილზე.. ნაკრების წარმატება არავითარი თქვენი ფედერაციის დამსახურებ ეს ყველაფერი კაი თაობის დამსახურებააა!!სანამ თქვენ იქნებით მთავრობაში ვერასდროს გავალთ ევრო თასებზე!!!!
რუსეთს იმდენი ფული აქ!!
ეგ არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ არც რუსეთს და კიდევ ზოგიერთ ქვეყანაში ტალანტები არ ეზრდება და არაფერს აკეთებენ ფეხბურთისთვის .. საქართველო შორს არაა
სლავა უკრაინი
ჯობდა ეს ფული უკრაინისთვის ჩაერიცხა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს