ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U18. სენსაცია - საქართველოს ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა

U18. სენსაცია - საქართველოს ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში ინგლისი 35:31 დაამარცხა - ეს არის პირველი, ისტორიული გამარჯვება ამ ასაკში!

აქამდე საქართველოს ინგლისი 2-ჯერ დაუმარცხებია, ორივეჯერ 20-წლამდელთა დონეზე თბილისში, ჩემპიონატის გასახურებელ მატჩებში, 18-წლამდელებმა კი რაგბის სამშობლოს წარმომადგენლებს პირველად სძლიეს.

შარშან ინგლისს 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალსა და საერთაშორისო სერიაზე ორჯერ შევერკინეთ და მეტოქეს ორივეჯერ ერთი გარდასახული ლელოთი ჩამოვრჩით (19:26 და 20:27). ამჯერად ყველაფერი კარგად წარიმართა და საქართველომ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არ დაუდეს და მთელ რიგ ეპიზოდებში დაჩაგრეს კიდეც. ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებით კარგად ჩაატარა მატჩის დებიუტი და დასკვნითი ნაწილი. პირველი ტაიმის მიწურულს იყო მცირედი ჩავარდნა და ინგლისი წინ გაიჭრა, თუმცა საქართველო არ გატყდა, ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა, ინიციატივა დაიბრუნა და სასურველ შედეგსაც მიაღწია.

საქართველო ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, ბურთს მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდა, ფაზებს კინძავდა როგორც ხელდახელ, ასევე ძალისმიერ სტილში სახიფათოდ უტევდა. მაღალ დონეზე იყო დისციპლინა, რამაც ბურთზე კონტროლის შენარჩუნების შესაძლებლობა მოგვცა და მთლიანობაში, ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე 18-წლამდე მორაგბეები იყვნენ, თამაში თვალსასეირო გამოდგა. ორივე გუნდი მაღალ ტემპში, ხელდახელ უტევდა და ამას უნარიანად ახერხებდა. თავიდან ძალისმიერ თამაშში უპირატესობა თითქოს ინგლისის მხარეს იყო, მაგრამ მატჩის მიწურულს საქმეში ქართული ძალა ჩაერთო ჩვენმა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.

პირველსავე წუთზე ინგლისელებს ბურთი მათსავე ნახევარზე ხელიდან ამოვგლიჯეთ, კონტრშეტევა ფრთაზე მაღალ ტემპში გაიშალა, დემეტრე დევდარიანისა და იოსებ ღვინჯილიას გავლით ოვალი ივა კვირიაშვილამდე ჩათამაშდა, რომელმაც ის ფეხით ლელოში ჭკვიანურად შეაცურა და ანგარიში გახსნა. თამაში რომ განახლდა კვლავ ხელდახელ შევუტიეთ, უკვე 22-ში ფეხით ლევან ბუცხრიკიძემ ითამაშა და კვირიაშვილი დუბლთან ახლოს იყო, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა.

ამან არ დაგვაბნია და ხელდახელ სწრაფი შეტევები გავაგრძელეთ. ინგლისი გადაწყობას ვერ ასწრებდა, რითაც დათა ახვლედიანმა ისარგებლა, ბოჭვის შემდეგ ბურთი გაათავისუფლა, ის თავად აიტაცა და შეუტია, მცველის აყვანის შემდეგ კი ლელოში ღვინჯილია შეუშვა. 10-წუთიანი დომინაციის შემდეგ დაცვაში დაშვებული შეცდომის გამო გარდასახული ლელო მივიღეთ, რაზეც მე-16 წუთზე არცთუ მარტივი პოზიციიდან ლევან ბუცხრიკიძემ ჯარიმით უპასუხა.

22-ე წუთზე მას ჯარიმის გატანის შანსი კიდევ ერთხელ მიეცა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა. ამას მცირედი ჩავარდნა მოყვა ინგლისმა ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ გარდასახული ლელო გაიტანა. ბუცხრიკიძეს საპასუხოდ კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდა, მეტოქემ კი ტაიმის მიწურულს მოლით გატანილი ლელო გარდასახა და 21:13 დაწინაურდა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად საქართველოს შეტევებით დაიწყო. ინგლისი რომ დაჯარიმდა ჯერ მოლით შევუტიეთ, მისი ჩაქცევის შემდეგ კი ინიციატივა საკუთარ თავზე ნიკოლოზ ჩხორთოლიამ აიღო და სწრაფი მიძალებით ძალისმიერი ლელო გაიტანა. ბუცხრიკიძის გარდასახვა ამჯერად ზუსტი იყო. მეტოქემ მალევე გვიპასუხა, ჩვენი შეცდომის შემდეგ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და გარდასახული ლელოთი 8-ქულიანი უპირატესობა დაიბრუნა.

სწორედ აქ გამოჩნდა ხასიათის სიმტკიცე. საქართველო არ გატყდა და დასკვნითი 20 წუთი მაქსიმალური მობილიზებით ჩაატარა. 50-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი დასრულდა. ის ლუკა შულაიასა და გოჩა ფიცხელაურის მიძალებებით დაიწყო, რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და გიორგი მუშკუდიანმა ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო გარდასახვით სხვაობა ისევ მინიმუმამდე დავიდა. ინგლისმა საპასუხოდ შემოგვიტია, დაცვა კარგად დადგა და რადგან წინსვლა არ იყო, მეტოქემ კარის წინიდან არეკნი შეასრულა.

მე-60-ე წუთზე ლიდერობა დავიბრუნეთ - მძლავრი მოლი ლელოთი შულაიამ დაასრულა. დარჩენილ 10 წუთშიც ბურთს საქართველო აკონტროლებდა და ინგლისი შეტევების შეჩერებას ჯარიმების ხარჯზე ახერხებდა. ბოლო წუთზე გუნდმა აღარ გარისკა, მათე მახარაძემ ჯარიმა გაიტანა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება დააფიქსირა - 35:31.

საერთაშორისო სერიაზე საქართველო მომდევნო თამაშს 12 აგვისტოს გამართავს და მასპინძელ სამხრეთ აფრიკა ა-ს ჩვენი დროით 13:30 საათზე შეერკინება. პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკა ა ირლანდიასთან 33:36 დამარცხდა.

18-წლამდელთა საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. დურბანვილის უმაღლესი სკოლა

საქართველო - ინგლისი 35:31 (13:21)

საქართველო

ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ივა კვირიაშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (ლელო, კაპ.), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. საბა მშვილდაძე (აია), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).

მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ლელო), 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 18. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 19. ლუკა შულაია (ლელო), 20. ზაზა ლეჟავა (აია); 21. ნიკოლოზ ხაფავა (ყოჩები), 22. მათე მახარაძე (ბათუმი), 23. გოგა ბერიძე (ბათუმი), 24. ტატო ტალახაძე (ლელო), 25. გიორგი მუშკუდიანი (აია), 26. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

5 ლელო: კვირიაშვილი, ღვინჯილია, ჩხორთოლია, მუშკუდიანი, შულაია

2 გარდასახვა: ბუცხრიკიძე

2 ჯარიმა: ბუცხრიკიძე, მახარაძე

Rugby.ge

• თორნიკე

ნაპოლეონს. https://tier2rugby.blogspot.com/2024/10/players-from-tier-2-nations-playing-in.html?m=1 აი აქ არი სტატისტიკა რამდენი ამ სეზონში რამდენი ქართველია ტოპ 14-ში და პროდ2-ში ნახე თვითონ. :)

გუშინ კომპიუტერში რაგბი ტვ არაფრით არ გამიხსნა,მერე იუთუბიზე 9 წუთიანი კოლაჟი ვნახე და მხოლოდ დღეს,ტელევიზიით ვნახე გადახვეული ჩანაწერი.ბიჭებმა ორი ლელო მარაოს გაშლით და ბოლო გრძელი პასით გაიტანეს,კიდევ ერთი წინ გადაუვარდა,ჩათვლის მოედანზე.ინგლისელების პირველი ლელოს დროს,საგრძნობი წინ პასი ჰქონდათ,რომელიც ხაზის მიმართ აშკარად გამოჩნდა,ბურთი ხელიდან თითქმის არ გვივარდებოდა და რაქიდან საკმაოდ სწრაფად გამოგქვქონდა.ასე რომ ჩვენ 20 წლამდელებს ეთამაშათ,დარწმუნებული ვარ,გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა.რა თქმა უნდა შეცდომებიც გვქონდა,შერკინებაშიც გვაჯობეს,მაგრამ მთლიანობაში მართლაც კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება ალალად დავიმსახურეთ,თანაც თამაშით და არა მხოლოდ ჯანით.ეს ყველაზე მეტად მახარებს,თორემ მხოლოდ ჯანის ხარჯზე,6 ერის სხვა ნაკრებებისთვისაც მოგვიგია,ასაკობრივ ნაკრებებში.თუ გავიხსენებთ,რომ რამდენიმე ჯარიმა და გარდასხვაც გაგვიფუჭდა,ანგარიში უფრო სოლიდურიც შეიძლებოდა ყოფილიყო.სხვათა შორის ჩანდა რომ ქარი უბერავდა და ეს სიზუსტეზე მოქმედებდა.ერთ მომენტში,ჩვენმა მორაგბემ,გარდასხვის დარტყმა ვერ მოასწრო,რადგან ბურთის დაყენება სადგარზე,ჭირდა,ინგლისელმა დამრტყმელმა კი,როცა ბურთი სადგარზე ვერ გააჩერა და დროც ეწურებოდა,საკმაოდ რთული პოზიციიდან ბურთს ხელი სტაცა და არეკნით დაარტყა.სხვათა შორის გაიტანა!აქედან დასკვნა,უკანა ხაზელებმა მაინც,დიდ რაგთან ერთად,7 კაცა რაგბიც უნდა ითამაშონ.გარდასახვას იქ ურტყამენ არეკნით,კარგად ითვისებენ სივრცეებს,ხვეწენ ხელის ტექნიკას და სისწრაფეზე გამძლეობას.ჩანდა,რომ გუნდმა იცოდა რა უნდა ეკეთებინა(მადლობა მწვრთნელს) და არც ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას ერიდებოდნენ.ამ ბიჭებმა განვითარება თუ გააგრძელეს და კარგ ჩემპიონატებში გააღწიეს,მომდევნო მსოფლიოს თასზე,გაცილებით უკეთესი ნაკრები გვეყოლება.მთავარია განვითარების საშუალება მიეცეთ.მომდევნო თამაშბი,სამხრეთ აფრიკა ა-სთან და ირლანდიასთან გვაქვს.გუშინ სამხრეთ აფრიკამ პირველ ტაიმში პირდაპირ გადაურა საფრანგეთის ნაკრებს და მოლით წალეკა.სამხრეთ აფრიკა ა და ირლანდია კი საკმაოდ თანაბარი თამაში იყო და ირლანდიამ 39-36 გაიმარჯვა.საინტერესო თამაშები გველის და უკვე ჩვენი ნაკრების იმედიც მომეცა.აქ შეცვლები თავისუფლად ხდება და შედეგებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს,უფრო გამოცდილების შესაძენად ათამაშებენ,მაგრამ ამის მიუხედავად,ყველა ბოლომდე იბრძვის და ასეთი მატჩები,ჩვენი ბიჭებისათვის უდიდესი გამოცდილებაა.მათ უკვე იციან,რომ ყველასთან შეუძლიათ თამაში,შიში მოხსნილია და სამომავლოდაც მოხსნილი ექნებათ,შებოჭილობა.ეგ კი არა,მატჩის დასაწყისში,ინგლისელები უფრო შებოჭილები ჩანდნენ.ვულოცავ ნაკრებს გამარჯვებას და ვუსურვებ მომდევნო თამაშებშიც ტექნიკურ ,სანახაობრივ რაგბიზე გავაკეთოთ აქცენტი.წავაგებთ?-წავაგოთ,მაგრამ ოდესმე ხომ უნდა გავაცხადოთ ამბიცია,რომ ჩვენც გვინდა სანახაობრივი რაგბის თამაში და შეგვიძლია ასეთი თამაშით წარმატებების მიღწევა.არც აფრიკასთან,არც ინგლისთან და არც ირლანდიასთან დამარცხება,ჩვენთვის სამარცხვინო არ არის.ჰოდა რას ვკარგავთ?ვცადოთ,ვნახოთ რა გამოვა და თუ გამოჩნდა,რომ ასეთი თამაშიც შეგვიძლია,ვითამაშოთ და ამ მიმართულებითაც განვვითარდეთ!წარმატებები და კარგი თამაში,ბიჭებო!

• tngh

იყო დრო, როცა რუმინეთის დამარცხება წარმატებად გვეთვლებოდა...

• tngh

თქვენ ნაპოლეონი ბრძანდებით, თუ "ბოღმის ბუკეტი"???

• tngh

იმედია, რამოდენიმე წელში ესეთი გამარჯვებები სენსაციად აღარ ჩაითვლება!!!

• ტიბაანი

სკაუტებს თვალი თუ არ დაუდგამთ, აბა ისე, როგორ მოხვდნებოდნენ ჩვენი ბიჭები ფრანგულ ლიგაში, სადაც მრავლად არიან?!

• ნაპოლეონი

დიდი გამარჯვება სახელიდან გამომდინარე მაგრამ პერსპექტივის კუთხით ნოლი. . აი რაგბში. ხომ არიან სკაუტები?. . .და როდესმე რომელიმე ქართველისთვის დაუდგამთ თვალი?

• ბესო

მე ამას სენსაციას ვერ ვუწოდებ . წლეებია ვიმსახურებდით მოგებას და მოვიგეთ კიდევაც

ამ ასაკში და 20 წლამდელებში,6 ერის მგონი ყველა ნაკრები გვყავს დამარცხებული,მაგრამ მერე,ისინი ძლიერ ჩემპიონატებსა დ ა ძლიერ კლუბებში თამაშობენ და იზრდებია,ჩვენ კი ზრდაში ჩამოვრჩებით,სუსტ გუნდებთან თამაშის გამო და ეროვნულ ნაკრებებში,უკვე ისინი გვჯობნიან საგრძნობლად.ეგეცაა,ასაკობრივებში,ისინი მაინც სარაგბო უნარების განვითარებას აქცევენ ყურადღებას,ჩვენ კი,უფრო შედეგებისათვის ვიბრძვით,რათა მათთან ხშირი თამაშის უფლება მოვიპოვოთ.ამის გამო,უკვე 18 წლამდელებში,აქცენტს ფიზიკური ძალის განვითარებაზე და მის ხარჯზე მეტოქის დაჩაგვრაზე ვაკეთებთ.ზრდასრულ ასაკში,ისინიც იძენენ ამ ფიზიკურ ძალას,სხვა სათამაშო უნარებში კი,ჩვენზე საგრძნობი უპირატესობა რჩებათ და ვეღარ ვუძლებთ.რა თქმა უნდა ინგლისთან გამარჯვება,ყველა ასაკში ძალიან სასიხარულოა და ვულოცავ ჩვენ ბიჭებს.სამწუხაროდ თამაშს ვერ ვუყურე და თუ ვინმე მაცნობებს სად შეიძლება ჩანაწერის ნახვა,მადლობელი დავრჩები.ვისურვებდი,სწორედ თამაშით დავჯაბნოთ ჩვენი მეტოქეები და არა,ფიზიკური უპირატესობით,თუმცა ამით ჩვენი ბიჭების გამარჯვების ფასს, არაფერი აკლდება. ინგლისი,ინგლისია!

• ქორ-პარიკმახერი

მაგარია ბიჭებო! ასე გააგრძელეთ!

• სლავა უკრაინი

საქართველოს გაუმარჯოს

• ჟორა გაბრიჭიძე

მერედა რაა აქ გასაკვირი? ახალგაზრდები არიან და ნიჭიერება ქართველ ახალგაზრდებს სხვაზე მეტ თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ აქვთ. დიდები სხვა ბაზარია. გილოცავთ.

• Gurulo

გილოცავთ ბიჭებო.წარმატებები ,სპორტული იღბალი და უტრავმო კარიერა!გაიხარეთ!იშრომეთ და ყველაფერი კარგად იქნება.ღმერთი თქვენთან. p.s.მიხარია რომ საქართველოში რაგბის განვითარების არეალი იზრდება 3 ბათუმელი ნაკრებში,მაგარია!

• გიგო პაპა

მხეცებია! ყველაფერი კარგი ჰქონდათ, სისწრაფე, თავდადება, დისციპლინა, მოლები ფანტასტიკური. ეტყობათ რომ აზროვნებენ და ინტელექტუალები არიან. ნამდვილად ეტყობათ მწვრთნელის ხელი. მადლობა ყველას უკლებლივ! იმედი ჩამესახა გულში, რომ უახლოეს 15 წლის განმავლობაში ნაკრების უმაღლესი დონის თამაშებს ვნახავთ და ბევრ ბობოლა გუნდს უკან მოვიტოვებთ!

• VAKO

ეს თაობა (18 წლიანები) ძალზედ გამორჩული იქნება რაგბში, რაც საქართველოს შეუქცევად ზრდას გამოიწვევს. მალე (2033 წლიდან), საქართველოს რაგბის ნაკრები დაუმარცხებელ გუნდად მოინათლება მსოფლიოში.

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად

18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა

[VIDEO] ოგბაიძის გოლი და საგოლე პასი "ცვიკაუსთან"

[VIDEO] მესის მორიგი გაბრწყინება და ინტერ მაიამი ლიგის თასის ფინალშია

"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო

ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

[VIDEO] უდიდესი სენსაცია - "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეოთხე დივიზიონის გუნდთან წააგო

ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა

უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს

"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე

თურქეთი მაგრად იწყებს - ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა

ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს

დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო

ევრობასკეტი 2025. ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა

ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია

2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა

ოფიციალური შეთავაზება გაგზავნილია - მიქაუტაძე შესაძლოა, ამავე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და ცნობილ ესპანურ კლუბში ვიხილოთ

პსჟ გამოცდილი მცველის გასხვისებას აპირებს

18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ინგლისით ვიწყებთ

18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად

18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში

18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 41 მორაგბე ემზადება