სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის ფარგლებში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მეორე თამაში გამართა და მასპინძლებმა 57:19 გაიმარჯვეს.

ინგლისთან ისტორიული მოგების შემდეგ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. სამხრეთ აფრიკა ა ინიციატივას თავიდანვე დაეუფლა და პირველსავე ტაიმში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა.

მეტოქე მე-5 წუთზე დაწინაურდა, როდესაც მოლით დაახლოებით 25 მეტრი დაფარა და ლელო გაიტანა. საქართველომ მე-11 წუთზე უპასუხა, როდესაც კარის წინიდან ჯარიმა არ დაარტყა, 5-მეტრიანი დერეფნიდან საპასუხო მოლი ააგორა და ის გოჩა ფიცხელაურის ლელოთი დასრულდა. თამაში რომ განახლდა დავით არობელიძემ ჩვენს 22-ში მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და დაახლოებით 80 მეტრი ირბინა, მაგრამ მცველი მას ლელოს სიახლოვეს წამოეწია და დაწინაურების შესაძლებლობა არ მოგვცა.

ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკა ა სრულად დაეუფლა ინიციატივას, შესვენებამდე 4 ლელო გაიტანა და ტაიმი 31:5 მოიგო.

საქართველომ მეორე ტაიმი კარგად დაიწყო და გაბრიელ რაზმაძემ ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, ლევან ბუცხრიკიძემ კი გარდასახა. მასპინძლებმა ლელოთი მალევე გვიპასუხეს, 57-ე წუთზე კი 5-მეტრიანში ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ გიორგი ბერძენიშვილმა კიდევ ერთი ძალისმიერი ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. ბოლო სიტყვა კვლავ სამხრეთ აფრიკის იყო, რომელმაც მორიგი ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 19:57.

საქართველო სამხრეთ აფრიკაში მესამე, დასკვნით თამაშს 16 აგვისტოს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. ის ჩვენი დროით 15:30 საათზე დაიწყება.

18-წლამდელთა საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. ბოლანდ ლანდბაუ

საქართველო - სამხრეთ აფრიკა ა 19:57 (5:31)

საქართველო

ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. გიორგი მუშკუდიანი (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. გოგა ბერიძე (ბათუმი), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. მათე მახარაძე (ბათუმი), 9. ნიკოლოზ ხაფავა (ყოჩები);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 2. გოჩა ფიცხელაური (ლელო), 3. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები, კაპ.), 7. ზაზა ლეჟავა (აია), 8. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი).

მარქაფა: 16. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 17. საბა მშვილდაძე (აია), 18. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 19. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 20. ლუკა შულაია (ლელო); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 23. ივა კვირიაშვილი (ლელო), 24. დემეტრე დევდარიანი (ლელო), 25. ტატო ტალახაძე (ლელო), 26 გიორგი არძენაძე (ბათუმი).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

Rugby.ge

მოლში და აუტში ისეთი უპირატესობა ჰქონდათ,გამარჯვების შანსი არ გვქონდა.ჩვენებმა სცადეს,საკუთარი რაგბი ეთამაშათ,მაგრამ პირველი თამაშისაგან განსხვავებით,ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდათ,ფეხი მხოლოდ ჩვენებს უცურავდათ და ქარიც ჩვენ გვიშლიდა ხელს.მეორე ტაიმში,კაცნაკლულებმა რომ დაგვიდეს ლელო,მგონი მაშინ გატყდნენ ჩვენი ბიჭები,თორემ ანგარიშის მიუხედავად,მანამდე ჩვენ ჩვენსას ვცდილობდით.სარაგბო ელემენტებზე ბევრს ვერ ვიტყვი,თვითონაც ნახეთ,ყურადღებას,უფრო ქართველი სპორტსმენების(არა მხოლოდ რაგბში,სხვა სახეობებშიც) და ძლიერი უცხოელი გუნდების წევრების სირბილის სტილში სხვაობაზე მიგაქცევინებთ.აფრიკელები,ზელანდიელები,ინგლისელები,სხვები,ჩვენთა შედარებით,სულ სხვანაირად დარბიან,მსუბუქად,თითქოს ძალას არც ხარჯავენო,ჩვენების სირბილი კი,ძალისმიერია,გარბის და ფეხს მთელი ძალით ურტყამს მიწას და ჩვეულებრივ,ჩამორჩებიან სისწრაფეში.ძალიან ცოტა ქართველი დარბის სწორად და ამის გამო,ძალიან ხშირად,ჩვენებს თამაშის ბოლომდე ძალები აღარ ჰკმარათ.ყველა ისე დარბის,როგორც თვითონ შეუძლია და არა სწორი ტექნიკით.ამ საიტზეც შემოდის ხოლმე სწორად სირბილის სპეციალისტი გუჯა კახაძე,ასევე,სირბილს ცენტრი,რომელიც მგონია,რომ გუჯა კახაძესთან უნდა იყოს დაკავშირებული და სწორედ ისინი მუდმივად გვეუბნებიან,რომ სწორად სირბილის სწავლა შესაძლებელია და არც თუ ძალიან ძნელი.სამწუხაროდ საქართველოში მძლეოსნობის სპეციალისტები ფაქტობრივად აღარ გვყავს,განსაკუთრებით სირბილის სპეციალისტები,მძლეოსნობის ფედერაციაც,მგონი ქაღალდზეც აღარ არსებობს,არადა ორიოდე ვიდეო მაქვს ნანახი,სადაც გუჯა კახაძე,მასთან მისულ სპორტსმენებს,პირველივე ვარჯიშზე,100 მეტრზე სირბილში,დაახლოებით 1 წამით უკეთეს დროს აჩვენებინებს.აუცილებელია მძლეოსნობის სპეციალისტების მომზადება და ქვეყანაში მძლეოსნობის აღორძინება განსაკუთრებით სირბილში,ხტომებსა და ტყორცნებში.ამ სახეობებში,ჩვენ მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები გვყავდა,დღეს კი,ნულზეა,ყველაფერი.
ბუჯანგა
გვაჯობეს")) თუ გადაგვირბინეს მოლზე..?
ბუჯანგა
გვაჯობეს")) თუ გადაგვირბინეს მოლზე..?
Დათო
Სხვა თამაშების შედეგებიც დაწერეთ და თუ არსებობს ცხრილი დადეთ რა.
კალა
სენსაცია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა