ეროვნული ლიგის მე-20 ტურში ბათუმის "დინამომ" საგარეჯოს "გარეჯი" 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ზღვისპირელთა" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ეროვნული ლიგის დაბალი დონის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ჩემპიონატის სათამაშო დონე წლიდან წლამდე უარესდება.

"ჩემი შეფასება არ ვიცი ვის როგორ მოსწონს, მაგრამ ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია, გვაქვს დაბალი დონის ხარისხი და თამაშები, ამას პირადად ჩემს გუნდზე ვიტყვი. ქვეყნის ჩემპიონატი ასე არ ვითარდება, ერთ დონეზეც კი ვერაფრით ვერ ვჩერდებით, იმიტომ, რომ ყოველი წელი უარესია... ეს ვისაც ეხება სახელმწიფომ, ფედერაციამ, კლუბებმა, ყველამ ერთად უნდა მოილაპარაკონ რაღაც, რომ ამ დონეს ეშველოს. ჩემპიონატის დონე საგრძნობლად დაბალია წინა წელთან შედარებით", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

წყარო: "შუადღე ქუთაისში"

ცნობისთვის, ეროვნული ლიგის ცხრილში ბათუმის "დინამო" 33 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, ბათუმელები მორიგ შეხვედრას 17 აგვისტოს, შინ, "გაგრას" წინააღმდეგ გამართავენ.

თომა
რეფორმის ერთ-ერთი ელემენტი უნდა გახდეს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა და პროფლიგის შექმნა, რომელიც ამდენი წელია უკვე ყბადაღებულ თემად იქცა.
მირო
რას აკეთებს კობიაშვილი ამ დონის ასამაღლებლად???საერთოდ აბარებს ანგარიშს ვინმეს,რას აკეთებს???ნაკრების მოვლა პატრონობა არაა საკმარისი და ნაკრების წინსვლა არაა ფედერაციის დამსახურება.ესაა ფეხბურთელების ტალანტის და მწვრთნელის დამსახურება.შიდა ჩემპიონატი კი სამარცხვინოა,კატასტროფაა.ესტონეთთან და ლატვიასთან ვაგებთ.ამ მხრივ მგონია,რომ ფედერაციის მუშაობა არის ნული.
იხვი
ჟორა რამდენსაც უხდიან ისე თამაშობენ კი არა, რამდენსაც უხდიან იმ დონის ფეხბურთელები თამაშობენ და რჩებიან და იმ დონოს ლეგიონერები ჩამოდიან. გიორგი ჩაკვეტაძე როცა 16 წლის ბავშვი იყო, არათუ საუკეთესო იყო ჩვენს ჩემპიონატში - ის იყო როგორც მესი მლს-ში, 16 წლის ბავშვი. ხვიჩას რომ მოუწია საქართველოს ჩემპიონატში ნახევარი სეზონის თამაში ნაპოლიმდე, საერთოდ ისე სჩანდა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ეზოში ეთამაშება მეზობლებს. აი ასეთი დონის ფეხბურთელები არიან და რა ქნან? ვისაც ტალანტი აქვს - მიდის, და უნდა წავიდეს კიდევაც, რაც უფრო ადრე მით უკეთესი.
ეგრეა
კი ბატონო ვეთანხმებით ბატონ ჭიაბრიშვილს, მაგრამ ხომ უნდა ჩატარდეს ფედერაციას სხდომა,უნდა განიხილოს ეს საკითხები, ვართ 52 ადგილზე ,გასაკეთებელია რეფორმები, კვიპროსი არის სამეგრელოზე ნაკლები ტერიტორია, შევხედოთ როგორ თამაშობენ იქაური გუნდები,არ მგონია რომ იქ მილიონებს უხდიან ფეხბურთელებს, უნდა გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონი ხომ უნდა გაკეთდეს ამ ათ წელიწადში, კი ბატონო კეთდება ბევრი რამ, მადლობა ამისთვის ფედერაციას, მაგრამ ბევრი რამ არის გასაკეთებელი,
ჩოლო
ბოლო წლებში იმდენი მილიონერი ბიზნესმენი გვყავს,დიდად არ ინტერესდებიან საფეხბურთო კლებებით,ინვესტიციაა საჭირო,სხვაგვარად არ გამოვა. 2.ბევრად მაღალი დონის ლეგიონერებია საჭირო. 3.ბავშვთა ფეხბურთი,18,19,20 წლის ჭაბუკი რომ აზერბაიჯანში,ჭაობში მყოფ რუსეთში,აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეორე ლიგას მიაშურებს,ოჯახის სარჩენად დს არა კარიერისთვის იქ განვითარებაზე ხომ ზედმეტია საუბარი?!. ფედერაციამ უნდა იმოქმედოს!
ნიკა
ახალგაზრდებს არ ათამაშებთ და მეორე ხარისხოვანი ლეგიონერები მოგყავთ.რა განვითარებაზე ლაპარაკობ?
დიმიტრი
ერთმა გაიღვიძა უკვე, გაუნათდა თვალებში.))))))))))))))
ფეოლა
ეხლა უნდა დასხდნენ და მოილაპარაკონ, ჭიაბრიშვილო?))))))))) და აქამდე რომ დავეშვით, ამაზე პასუხისმგებელი ვინაა, ჩაპაევი თუ ოლეგიე პოპოვი?))))))))
ჟორა
მეზობელმა უსაყვედურა ჭიდაობის ლეგენდას თედიაშვილს: შენი ჭიდაობის სანახავად ჩამოვედი სოფლიდან სპორტის სასახლეში და ვერაფერიც ვერ ვნახე, პირველივე წუთზე დააწვინე მოწინააღმდეგე, ცოტახანს რომ იჭიდაო რა მოხდებაო. -ბილეთში რამდენი გადაიხადე -ჰკითხა ლევანმა - ერთი მანეთიო იყო პასუხი, ჰოდა რამდენიც გადაიხადე იმდენის ვიჭიდავეო. ასეა ბატონებო, რამდენსაც უხდით იმ დონის ფეხბურთელები გვყავს და შედეგიც შესაფერისია. რაა აქ გასაკვირი და საკითხავი?
Roma
ამას ახლა გაუშვებენ დინამოდან😂😂😂 მერე სამსახურის გარეშეც დარჩება. იმიტომ რომ სიმართლე მწარეა და საქართველოში სიმართლე არავის უყვარს. ყველა ხომ სხვის ბოსტანში იქნევს ლოდს კენჭის ნაცვლად ისეთი ჩემპიონატი გვაქვს.
"დინამო ბათუმმა" "გარეჯს" მოუგო
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
მე-20 ტური დაიწყო: ორი მატჩი, ორი ფრე
პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ "ტოტენჰემთან" 0:1 მარცხდება
"ტოტენჰემთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ედერსონმა "გალათასარაისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა - დონარუმას "სიტისკენ" გზა ეხსნება
მარკ გეჰი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება - "ენფილდზე" ჯოვანი ლეონისაც ელოდებიან
მიქაუტაძის "ლიონმა" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი დაიმატა
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
"ტოტენჰემის" მწვრთნელი: კვარაცხელიას შესაჩერებლად სტრატეგია გვაქვს
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
უპატივცემულობა - დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
"კვარაცხელია სეზონის MVP და საუკეთესო ასისტენტი გახდება" - ფრანგული გამოცემის პროგნოზი
"სიტიმ" დონარუმას ტრანსფერზე პსჟ-ს მიმართა და ფასით უკმაყოფილო დარჩა
"ბაიერნი" "ლიონის" ნახევარმცველის შეძენას აპირებს
"ლევერკუზენმა" 21 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი დაიმატა
მატიე ვალბუენა 40 წლის ასაკში ყოფილ გუნდში დაბრუნდა
მარადიშვილი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, მძიმე ტრავმის შემდეგ ახალ გუნდში გადავიდა
საფონოვმა პსჟ-ის დატოვებაზე უარი განაცხადა - რეალურად რა ხდება პსჟ-ისა და დონარუმას შორის
პსჟ-ის ხელმძღვანელობას ჰაკიმის განცხადება არ მოეწონა - პარიზულ გუნდში მცირე დაძაბულობაა?
დღეს სუპერთასია - კვარაცხელია და "პსჟ" მორიგი ტიტულისთვის!
სომხური ინვესტიცია ქართულ ფეხბურთში? - დაველოდოთ გაოფიციალურებას...
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ
კომბინაცია და გოლი, რომლის ხილვაც ღირდა - რეპორტაჟი თელავიდან და სანიოლი ლიდერების მატჩზე [VIDEO]
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დილა" - "სამგურალი" [LIVE]
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "საბურთალო" - "თელავი" [LIVE]
გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "სამტრედია" - "გაგრა" [LIVE]
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა