ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ისევ ვერ დაეხმარა შენგელია, გასვლაზე პოლონეთთან 89:94 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, კორსანტია, ჯინჭარაძე, მამუკელაშვილი, ბითაძე. ამჯერად ქართველი კალათბურთელები შეტევაში უკეთ მოქმედებდნენ და პირველი მეოთხედი 26:25, პირველი ტაიმი კი 51:43 მოიგეს. ძალიან აგრესიულად თამაშობდნენ ჩვენი მაღლები, რომელთა შორის ბითაძე გამოირჩეოდა.

დიდი შესვენების შემდეგ მასპინძლებმა დაწინაურება მოახერხეს, თან ბითაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო, ჯიკიჩმა მოედნიდან გაიყვანა, თამაში ქულა ქულაში წავიდა და დასკვნითი პერიოდის წინ ტაბლოზე 68:66 დაფიქსირდა. ბოლო მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, აქტიურმა ანდრონიკაშვილმა ტრავმის გამო დატოვა პარკეტი, ბოლოს შეცდომები დავუშვით და მარცხი განვიცადეთ.

ჩვენი გუნდიდან 18 ქულით ყველაზე შედეგიანი შერმადინი იყო, მამუკელაშვილმა 16 ქულა ჩააგდო, ბითაძემ 14 (პლუს 3 დაფარება და 6 მოხსნა), სანაძემ 12, ანდრონიკაშვილმა 11, ბურჯანძემ 9, ხოლო ბოლდუინმა - 5.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის წინ ბოლო სპარინგებს უკვე შენგელიასთან ერთად 19 და 21 აგვისტოს ჩეხეთთან გამართავს.

ტაქტიკოსი
ლონდარიძეს ინდივიდუალურად ავარჯიშებენ განსაკუთრებილი სქემით: მომნუსხველი ღიმილი სკამიდან. ეს ჯიკიჩის ნოუ-ჰაუა. ამ სქემით ჩაანაცვლა მან ზუროსის აწ უკვე მოძველებული სქემა - პირსახოცის ბზრიალ-ტრიალი დავაი ბიჩებოს შეძახილის თანხლებით. ))
ლელა კაკულია
უი, კიდევ წააგეს? არა უშავს, აი ვხედავ საქართველოს ნაკრების გაბრწყინებას 60 წლის შემდეგ.
თორნიკე
სამარცხვინოა!
toy
ბოლდუინი თუ გაიღვიძებს და პლიუს თოკო არავის არაფერს არ დაუთმობთ, ასე რომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი/
ჰკა კამარ, ჰკა! )))
ეგ ჯეელი რომელმა ჭკუათმყოფელმა გამოთხარა, ვინმემ იცის?)))
კიელინი
კუკურელია და გენადი კაპუსტინი მაინც დაიმატეთ გამთამაშებლებად. დაურეკოს ბოისამ ლენინგრადში, რუსული ხომ იცის, თუ ცოცხალია იქნებ დათანხმდეს თამაშზე, ჯერ კიდევ არის დრო, მოასწრებს ფორმაში ჩადგომას. დერიუგინსაც შეეხმიანოს ვინმე, არც კოლია ითამაშებს მაგათზე ნაკლებად.))) ნაკრები გვყავს იმის დე რა. ვინ საით გარბის, გაგნებაში არ არიან. სწრაფი შეტევა და ეგრევე ბურთი ჩვენს კალათშია. პოლონეთი რომ 91 ჩაგიგდებს, ესპანეთი, სერბეთი ან საფრანგეთი რაღას გიზამს....
გივი
მთავარია ლონდარიძეს ხომ ვაბერებთ სკამზე თა დაფრინავს.რატო არზრდიან ახალგაზრდებს კითხეთ ფედერაციას.20 ადგილზე რომ გავიდნენ იმათ არ ვგულისხმობ.სიბერემ წაგვაგებია ეს თამაში სიბერემ
დიმიტრი
ვინმემ შეამჩნიეთ ერთი დამუშავებული კომბინაცია მაინც? რისთვის ყავთ მწვრთნელი, სროლებში ხომ მეც ვავარჯიშებ. საცოდაობაა ამათი ქაოტური თამაშის ყურება!
შაქრო პაპა
ამ სანიკიძეს რო დაუღია პირი და ბუზებს თვლის, მიკერძოებულ მსაჯობაზე მე უნდა დავაყენო საკითხი სადაც საჭიროა? მაგრამ ალბათ საარჩევნოდ დარბის და არ ცალია. ასე ძნელია ნეიტრალური მსაჯების დანიშვნა ამხანაგურებში?
ფეოლა
ანდრონიკაშვილი - ტრავმა ბოლდუინი - გასტროლიორი (თითქმის ბალასტი) ჯინჭარაძე, სანაძე2, ლონდარიძე, ფევაძე (მუდმივი ბალასტი) სანაძე1 - მტერი იყოს მაგის იმედად. დარჩა ბებერი შერმადინი, თოკო, სანდრო, ბურჯანაძე, კორსანტია, ბითაძე და ოჩხიკიძე. 7-8 კაცით რას უნდა ველოდეთ, ვერ გამიგია. ფაქტიურად 12 ნაღდ მოთამაშეს ვერ მოუყარა თავი ჯიკიჩმა. ფიზიკურადაც ვერ გაუძლებენ ასაკოვნები, უკვე ეტყობათ ფარის დათმობა, სისხარტე აღარ უვარგათ, უკანაც ვერ ასწრებენ ჩამოსვლას. მხოლოდ გოგას ბლოკ-შოთებით შორს ვერ წავალთ, თანაც ბევრ ჯარიმას იღებს მოკლე დროში.
ks
ეს გამთამაშებელი მაგარი დაგვიმატებია! პასს ეს ვერიზლევა, ბურთს ეს ვერაგდებს, გახსნით ეს ვერიხსნება ...ბურთს ეს ვერატარებს..... რატო მოგვყავს ასეთები რატო!!!!!!!?????
კონტე
ასეთი არასიმპათიური, ჯირკივით უგრძნობი მწვრთნელი არასდროს გვყოლია.
duo
მოზგაჩ პოლონეთი სუსტი გგონია?
ირაკლი
რა არის კაცო უკეთ, პოლონეთი რომ 94 ქულას ჩაგიგდებს? გაგიჟდება კაცი
გია
უნიჭო ბებერი გუნდი,, უნიჭო მწვრთნელთა შტაბით და უნიჭო ფედერაციით. ადამიანთა დაცინვაა მათი თამაში!
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა
იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა
"პარიზი" პსჟ-ს ყოფილი მეკარის შეძენას აპირებს
"ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შეგვიძლია, ჩემი გუნდით ვამაყობ" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
"დავტოვებ თუ არა პსჟ-ს?" - რამოშმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] პსჟ-მ სუპერთასზე "ტოტენჰემს" თითქმის წაგებული თამაში შემოუტრიალა
პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ "ტოტენჰემთან" 0:1 მარცხდება
ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
"ტოტენჰემთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
დი კანიო: სერია А-ს სპილოების სასაფლაოა
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ედერსონმა "გალათასარაისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა - დონარუმას "სიტისკენ" გზა ეხსნება
მარკ გეჰი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება - "ენფილდზე" ჯოვანი ლეონისაც ელოდებიან
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა, რა შემთხვევაში შეეძლებათ ზაბარნისა და საფონოვს თანაგუნდელობა
მიქაუტაძის "ლიონმა" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი დაიმატა
"პირველი ნომერი ალისონი იქნება, მაგრამ... მამარდაშვილს ამ რჩევას მივცემდი!" - "ლივერპულის" ყოფილმა კიპერმა გუნდში მეკარეთა კონკურენციაზე ისაუბრა
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
დღეს სუპერთასია - კვარაცხელია და "პსჟ" მორიგი ტიტულისთვის!
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა