საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 16 აგვისტოს 15:30 საათზე (საქ. დრო) ირლანდიასთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.

ეს იქნება სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის დასკვნითი შეხვედრა. ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა პირველ თამაშში ინგლისთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს (35:31), მეორე კი მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან 19:57 დათმეს.

ირლანდიასთან მატჩისთვის ამონაშვილმა თითქმის ისეთივე დამწყები შემადგენლობა შეარჩია, როგორითაც ინგლისთან თამაში დაიწყო. ცვლილება მხოლოდ ერთია - ბურჯად პირველივე წუთებიდან მოედანზე ნიკოლოზ ბალანჩივაძე გავა. სასტარტოში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ ფულბეკი დავით არობელიძე, ცენტრი დათა ახვლედიანი, ფრთა ლუკა ტაბატაძე, მესამეხაზელი გიორგი ზაზაძე და მეორე ხაზის წყვილი - ანდრია ბილანიშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია.

საქართველო (18წ.) წელს ერთხელ უკვე ეთამაშა ირლანდიას და 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე სამი ლელო გაუტანა, თუმცა დრამატული შეხვედრა 21:26 დათმო.

18-წლამდელთა საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. პაარლი.15:30 საქ. დრო

საქართველო - ირლანდია

საქართველო

ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ივა კვირიაშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (ლელო, კაპ.), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე (ხარები), 7. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).

მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური (ლელო), 17. საბა მშვილდაძე (აია), 18. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 19. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), 20. ლუკა შულაია (ლელო); 21. ნიკოლოზ ხაფავა (ყოჩები), 22. გოგა ბერიძე (ბათუმი), 23. გიორგი მუშკუდიანი (აია), 24. მათე მახარაძე (ბათუმი), 25. ტატო ტალახაძე (ლელო), 26. ზაზა ლეჟავა (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

Rugby.ge

რაგბი ტვზე იყო რეპორტაჟი,თუმცა სიგნალი ხშირად იკარგებოდა.პირველი ტაიმი 0-10 წავაგეთ,თუმცა საბოლოო შედეგი,13-13 დამთავრდა და ორი წუთით ადრე ლელოზე თამაშს,კაცნაკლულ ირლანდიელებთან ჯარიმით ანგარიშის გათანაბრება ირჩიეს და ძალიანაც დამწყვიტეს გული.სათამაშო უპირატესობა მოვიპოვეთ და ირლანდიელები სავარაუდოდ ვეღარ გაგვიძლებდნენ,მაგრამ ეტყობა ჩვენ მწვრთნელებს ძალიან უნდოდათ არ წაგება და აღარ გავრისკეთ.თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ მოვიგებდით.ბოლოს ჩვენ გავილაღეთ,ირლანდიელები კი,მიუხედავად სათამაშო უნარებში უპირატესობისა,ბოლოსკენ,ჩვენი დაწოლის ქვეშ,გატეხვის ზღვარზე იყვნენ.
ზურა
რეპორტაჟი თუ იქნება ?

ჩვენი ნაკრები ცდილობს რაგბი ითამაშოს და შედეგის მიუხედავად,მათზე საყვედურს ვერ ვიტყვი.ამ ასაკში ძალისმიერი რაგბი,არაფერს მოგვიტანს.რაგბი უნდა ვითამაშოთ და ამ თამაშშიც შეამოწმონ,რა შეგვიძლია და რაში ჩამოვრჩებით,მოწინავე ქვეყნებს.ინგლისთან დერეფანში თითქოს კარგად ვიდექით,მაგრამ აფრიკასთან ძალიან გაგვშიფრეს და ეტყობა ძალიან ცოტა კომბინაციები გვაქვს ნასწავლი.ირლანდიამ რა თქმა უნდა ორივე თამაში ნახა და ეს კომბინაციები მათაც გაშიფრული ექნებათ.ამიტომ რაღაც სიახლეები,აუცილებლად დასამუშავებელი ექნებათ.აფრიკამ მოლშიც მაგრად გვაჯობა და მანდაც მოსაფიქრებელია რაღაცა,თუმცა ისინი მთლიანობაში ჯანში გვჯობნიდნენ და ამას იყენებდნენ,კარგად.ინგლისთან საუკეთესო შემადგენლობა დავაყენეთ და ხვალაც დაახლოებით იგივე იწყებს თამაშს.ესე იგი,ჩვენი აქცენტი,ინგლისის და ირლანდიის წინააღმდეგ თამაშებზე გვაქვს.თუ ტექნიკური შეცდომები პირველი თამაშის დონეზე მაინც დავიყვანეთ,შედეგის მიუხედავად,მაინც კარგი თამაში გამოგვივა.აქ გამარჯვებას,თამაშის დახვეწა და სათამაშო უნარების გაუმჯობესება,გამოცდილების შეძენა მირჩევნია.აქ მიღებული გამოცდილება,მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოგვადგება,20 წლამდელებში.რა თქმა უნდა კარგ თამაშს,ევროპულ ქვეყნებში სკაუტების თავის მოწონებას და შესაბამისად სასურველ შედეგს ვუსურვებ ბიჭებს.განსაკუთრებით უკანა ხაზელების მიმართ.
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა