ლევან მჭედლიძის თქმით, ”შალკეს” ქართველი შემტევი დარბის და ფიზიკურად ემზადება, მალე კი გუნდსაც შეუერთდება
ჩვენი ფეხბურთის იმედმა, გელზენკირხენის ”შალკეს" შემტევმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ ვარჯიში განაახლა. ეს გასახარი ამბავი ”ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ გვაცნობა.

”ვიცი, რომ რამდენიმე დღეა, რაც ყენიამ ვარჯიში დაიწო, ჯერ დარბის და ფიზიკურად ემზადება, მალე კი გუნდს შეუერთდება. მისმა გამოჯანმრთელებამ ძალიან გამახარა. იმედია, რეაბილიტაციას მალე დაასრულებს და მოედანსაც უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება. იშვიათი ნიჭის პატრონია, ასეთებს ევროპაში ეძებენ და ამიტომაც მიხარია, მკურნალობა რომ დაასრულა.

ნებისმიერი ქართველის წარმატება მსურს, მით უფრო ყენიასი და მინდა, მალე დაამტკიცოს, რომ დიდი ფეხბურთელია", - ამბობს მჭედლიძე.

ლევანი იმედოვნებს, რომ ყენიას მოედანზე დაბრუნება საქართველოს ნაკრებსაც წაადგება: "ჩვენი გუნდის პრობლემა შეტევების ორგანიზებაა, ლევანს კი სწორედ ამ პრობლემის მოგვარება, ბურთის დაჭერა და კარგი გადაცემების გაკეთება შეუძლია, სირაძესა და დვალიშვილს კი ბურთის მიმწოდებელი ეყოლებათ. დღეს ისინი არიან ნაკრების თავდამსხმელები და ამიტომაც განსაკუთრებით ვქომაგობ. მესმის, რა ვითარებაცაა, ასე ძნელია გოლის გატანა. კარგად იხსნებიან, სულ მოძრაობენ, მაგრამ ბურთის მიმწოდებელი სჭირდებათ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

oldcoyot
ძალიან კარგი და სასიხარულოა, მაგრამ ნუთუ პირველი გუნდის იმედის შესახებ მჭედლიძისგან უნდა მოგვეწოდებოდეს ინფორმაცია?.. რა გაჭირდა თვითონ ყენიასთან ერთი ინტერვიუს ჩაწერა, რა სჭირს და რა უჭირს...
kukuri
ოოოოო, ნამდვილად გასახარელი ამბავია, მალე დაბრუნებოდე გუნდსაც და განსაკუთრებით ნაკრებს ლევან, ღმერთი შენკენ
papuna
მიდი ძმაო მიდი, რაც მალე მით უკეთესი.
papuna
მიდი ძმაო მიდი, რაც მალე მით უკეთესი.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა