ამერიკული ტურნირების მიმოხილვა კვლავ ქალების მატჩებით უნდა დავიწყოთ, რადგან მერვედფინალური ეტაპიდან ცინცინატის ტურნირს პირველი და მეორე ნომრები გამოაკლდნენ.

ამერიკული ტურნირების მიმოხილვა კვლავ ქალების მატჩებით უნდა დავიწყოთ, რადგან მერვედფინალური ეტაპიდან ცინცინატის ტურნირს პირველი და მეორე ნომრები გამოაკლდნენ.

სენსაციური იყო უზბეკი აკგულ ამანმურადოვას წარმატება ელენა იანკოვიჩთან. აზიელი ჩოგბურთელი კვალიფიკაციიდან მოხვდა ძირითად ბადეში და მეოთხედფინალს მიაღწია - ასეთი რამ ცინცინატიში 2007 წლის მერე არ მომხდარა. ამანმურადოვამ ბრწყინვალედ ითამაშა მოწოდებაზე - 12 (!) ეისი შეასრულა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. იანკოვიჩმა კი წაგება ამჯერადაც ტრავმას დააბრალა. როგორ ელენა ამბობს, მას ივლისის შუა რიცხვებიან აწუხებს მარცხენა მუხლი, რომელიც სლოვენიაში დაიზიანა. შეგახსენებთ, რომ ცინცინატის პირველმა ნომერმა წინა კვირას სან დიეგოში დათმო პირველი წრე.

ტურნირის მეორე ნომერი კაროლინ ვოზნიაცკი ექვსმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა ფრანგ მარიონ ბარტოლისთან შეხვედრას. პირველი სეტის დასაწყისმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. დანიელი 4:3 იყო დაწინაურებული, რის შემდეგაც ბარტოლიმ ზედიზედ რვა გეიმი აიღო და ვოზნიაცკიმ გონს მოსვლა ვეღარ მოახერხა - 6:4, 6:1 ფრანგის სასარგებლოდ.

იმედი ვიქონიოთ, რომ კრიზისიდან გამოდის მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ანა ივანოვიჩი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს სერბი ჩოგბურთელის ზედიზედ მესამე მოგება რეიტინგში მაღლა მყოფ ჩოგბურთელებთან - ამჯერად ანამ რუსი ელენა ვესნინა დაამარცხა, თანაც ისე, რომ ორი სეტში მხოლოდ სამი გეიმი დაანება მეტოქეს - 6:0, 6:3.

ასევე იოლად გააღწია მეოთხედფინალში ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა კიმ კლაისტერსმა. მას მეტოქეც იოლი ჰყავდა - სატურნირო ბადეს შემორჩენილი უკანასკნელი ამერიკელი კრისტინა მაკჰეილი. ბელგიელმა ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით - 6:1 მოიგო. მასპინძელს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა, კლაისტერსმა კი ათიდან ბრეიკ-პოინტიდან ხუთი აიღო.

გუშინ ტორონტოს მასტერსზე კაცებმაც გამოავლინეს მეოთხედფინალისტები. ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება არგენტინელი დავიდ ნალბანდიანი, რომელმაც ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო. მას ამჯერადაც რთული მეტოქე ჰყავდა - ტურნირის მეხუთე ნომერი, შვედი რობინ სიოდერლინგი. უმძიმეს სამსეტიან მატჩში არგენტინელის უპირატესობა ბრეიკ-პოინტების გამოყენების მაღალმა პროცენტმა განაპირობა - ნალბანდიანმა ცხრა შესაძლებლიდან ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, სიოდერლინგის ანალოგიური მაჩვენებელი კი 8-დან სამი გამოყენებული ბრეიკ-პოინტი იყო. ამ გამარჯვებით დავიდმა შვედთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 6:1 გახადა თავის სასარგებლოდ.

მიკაელ ლოდრასთან პირველ სეტში გაუჭირდა როჯერ ფედერერს. ფრანგი ბრეიკით დაწინაურდა და მხოლოდ ბოლოსკენ შეძლო შვეიცარიელმა ანგარიშის გათანაბრება, რის შემდეგაც ტაი-ბრეიკზე იმარჯვა. მეორე სეტში ბრძოლა აღარ ყოფილა - 7:6(7:2), 6:3.

სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა ფრან გაელ მონფილსთან მატჩში ენდი მიურეის. პირველი სეტის მოგების შემდეგ, ბრიტანელმა მეორე პარტია "მშრალი" ანგარიშით დათმო, მაგრამ დროზე მოვიდა გონს და ერთადერთი ბრეიკით შეძლო მესამე სეტის აღება.

ორ-ორ სეტში მოიგეს თავიანთი მატჩები ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა. სერბმა უპრობლემოდ დაამარცხა ვიქტორ ჰანესკუ - 6:3, 6:4, ნადალს კი ზედიზედ მეორე მატჩში დასჭირდა ტაი-ბრეიკის თამაში. სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან პირველი სეტის იოლად მოგების შემდეგ, ესპანელმა მეორე პარტიაში იწვალა, მაგრამ მაინც იმარჯვა - 7:6(8:6).

ATP

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 430 000 დოლარი

1/8 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 6:2, 7:6(6); ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:3, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-მიკაელ ლოდრა (საფ) 7:6(2), 6:3; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-გაელ მონფილსი (საფ, 15) 6:2, 0:6, 6:3; დავიდ ნალბანდიანი (არგ)-რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5) 4:6, 6:4, 6:1; ჟერემი შარდი (საფ)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 6) 6:3, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 6:3, 6:7(5), 6:4; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:7(5), 7:5, 6:0.

1/4 ფინალი

ნადალი (1)-კოლშრაიბერი; მიურეი (4)-ნალბანდიანი; ფედერერი (3)-ბერდიხი (7); ჯოკოვიჩი (2)-შარდი.

WTA

Women's Open

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 000 000 დოლარი

1/8 ფინალი

აკგულ ამანმურადოვა (უზბ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 1) 7:6(3), 6:4; მარიონ ბარტოლი (საფ, 16)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 2) 6:4, 6:1; კიმ კლაისტერსი (ბელ, 4)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:1, 6:1; ფლავია პენეტა (იტა, 11)-ვერა ზვონარევა (რუს, 6) 6:4, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 10)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 7) 6:2, 6:3; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 12)-ნა ლი (ჩინ, 8) 2:6, 6:2, 7:6(4); ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს)-შაარ პეერი (ისრ, 13) 5:7, 6:4, 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ)-ელენა ვესნინა (რუს) 6:0, 6:3.

1/4 ფინალი

ამანმურადოვა-ივანოვიჩი; კლაისტერსი (4)-პენეტა (11); ვიკმაიერი (12)-პავლიუჩენკოვა; ბარტოლი (16)-შარაპოვა (10).

ლელო

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ