"მარსელში" დიდი განხეთქილებაა, ადრიენ რაბიო და ჯონათან როუ კლუბმა გუნდიდან მოკვეთა და ტრანსფერზე დააყენა.

რაშია საქმე? ლიგა 1-ის სტარტზე, "რენთან" მარცხის შემდეგ, ფეხბურთელებმა დამნაშავის ძიება ერთმანეთში დაიწყეს. მეკარე ხერონიმო რულიმ ჯონათან როუ ესპანურად უშვერი სიტყვებით გალანძღა. ამ დროს, საქმეში რაბიო ჩაერია, მას სიტუაციის განმუხტვა სურდა, მაგრამ გარჩევა ქუჩურ ჩხუბში გადაიზარდა, რომელიც 10 წუთი გაგრძელდა. პირველად რაბიომ დაარტყა, რომელსაც ხელი როუმ შეუბრუნა. კონფლიქტის დროს, სტრესის ნიადაგზე, 17 წლის დერილ ბაკოლამ გონება დაკარგა. საქმეში დაცვა ჩაერია, მხარეები გააჩერა, თუმცა ვერ დააშოშმინა.

L'Equipe-ს ცნობით, გინება კიდევ დიდ ხანს ისმოდა. კლუბს მოთმინების ფიალა მას შემდეგ ამოეწურა, რაც კონფლიქტიდან 48 საათი გავიდა და ბოდიში არც ერთმა მხარემ მოიხადა.

რაბიოზე კომენტარი რაბიოს დედამ და აგენტმა გააკეთა: „მის მოკვეთაზე რომ გავიგე, თითქოს თავში ჩამარტყეს. ჩხუბის გამო არა. ცუდად იმიტომ გავხდი, რომ მან მარსელისთვის ბევრი გააკეთა, ასე კი მოექცნენ... ადრიენი გაბრაზებული არ არის, იმედგაცრუებულია. დე ძერბიმ ღალატზე ისაუბრა, მაგრამ თუ ვინმეს უღალატეს, ეს ადრიენია. არ ველოდი რომ ასე მოხდებოდა. პსჟ ყველაზე უარესი მეგონა, მაგრამ შევცდი. თუ რაბიო სეზონს გამოტოვებს, ეს კატასტროფა იქნება. ვფიქრობდით, რომ ასეთი რამ აღარ დაგვემართებოდა," - თქვა ვერონიკა რაბიომ.

საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
მხოლოდ სამედიცინო შემოწმება დარჩა - რაბიო ლიგა 1-ში ბრუნდება
ოფიციალურად: "მარსელმა" რობერტო დე ძერბი დაითხოვა
"სოსიედადის" მეკარე ფოტოთი ამტკიცებს, რომ "რეალთან" მატჩისას თამაშის წესები არ დაურღვევია
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
დაბრუნება სამშობლოში - რაბიო კარიერას "მარსელში" განაგრძობს
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
აი, ბიზნესმენი - "მარსელი" 45 მილიონად შეიძინა და 1 მილიარდად ყიდის
ამ ბიჭმა "ბარსელონა" შეაჩერა!
"მეძავობა შთამომავლობითია" - პსჟ-ის ფანებმა რაბიოს და მის დედას შეურაცხყოფა მიაყენეს
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?