ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მიერ გადაცემა "ლაი ლაიში" გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

"მოგესალმებით, მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სპორტულ გადაცემაში წარმოთქმულ სიტყვებს ჩემთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ავღნიშნავ და იმედს ვიტოვებ, რომ ქართულ ფეხბურთში ჩართულ თითოეულ ადამიანს, იქნება ეს საფეხბურთო კლუბისა თუ ფედერაციის პრეზიდენტი, მენეჯერი, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი, გვაქვს ერთი სურვილი, მიზანი და პასუხისმგებლობა, რომ ქართული ფეხბურთი ხვალ იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ქართული ფეხბურთის წარმატებასა და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობასაც ვინაწილებთ ჩვენი როლების შესაბამისად. მე, ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასდროს გავქცეულვარ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, ჩემი განცხადებისა და პიროვნების შეფასება იყო მინიმუმ არაკორექტული, უფრო სიღრმისეული შეფასებისგან თავს შევიკავებ.

აქედან გამომდინარე, მინდა, რომ ეს ,,გაუგებრობა'' ჩემი ამ განცხადებით დამთავრდეს და ყველა დავუბრუნდეთ იმ საქმის კეთებას, რასაც ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღის შენება ჰქვია.

ჟურნალისტების ამ თემით ინტერესი ლოგიკური და გასაგებია. მადლობა მათ ქართული ფეხბურთის გაშუქებისთვის, მაგრამ მინდა, რომ პატივი სცეთ ჩემს გადაწყვეტილებას. ამ საკითხზე ჩემი კომუნიკაცია აღნიშნული განცხადებით ამოიწუროს.

წარმატებებს ვუსურვებ ყველას ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ!" - დაწერა ჭიაბრიშვილმა სოციალურ ქსელში.

ვაი თქვენ მართლა
ტვინი წაიღეთ რა უსაქმურმა, ღიპიანმა დივან ექსპერტებმა- კობიაშვილის ცოდნის და გამოცდილების 1 % არ გაქვთ. ეს ვიღაც ჭია კი საერთოდ ვის დაეკარგა.
ნუგზარი
კომენტარების დიდი ნაწილის ავტორებს მივმართავ: კლუბი არის კერძო სტრუქტურა. თუ თქვენ ხართ კლუბის მესაკუთრე. გყავთ დირექტორი მწვრთნელები და ა.შ. თქვენი შიდა სტრუქტურა და თანამშრომლები. ფედერაციამ იცის რა რომ ყველა კლუბს აქვს ფინანსების პრობლემა, მათ შორის თქვენ კლუბსაც, გეხმარებათ ფინანსურად, შესაძლებლობის ფარგლებში. თქვენ გაქვთ ყოველწლიური ბიუჯეტი (ანუ შემოსავლების და ხარჯების ნუსხა) რომელსაც ადგენთ თქვენ კლუბის მენეჯმენტთან ერთად. ვინ უნდა გიკარნახოთ, ვინ იცის თქვენზე კარგად რა გრძელვადიანი სტრატეგია გაქვთ, რა მიზანს ისახავთ, რა შედეგების მიღება გინდათ, 1,3,5,7,10 წლის განმავლობაში, როგორ გეგმავთ, რა ნაბიჯებით, ამ შედეგის მიღებას. თქვენი სტრატეგიის მიხედვით დღეს სად დახარჯავთ ფულს, ამ შედეგის მისაღებად და შემდეგში როგორი იქნება თქვენი ხარჯების სტრუქტურა. ეს თქვნი პასუხისმგებლობაა. თავის მიცემულ თანხას ფედერაცია აუდიტს უტარებს რომ უკანონოდ არ იქნას გამოყენებული ფული. მაგრამ ამის გარდა, კლუბს აქვს შემოსავლები ტრანსფერებიდან, თქვენი ჯიბიდან, სპონსორებიდან და ა.შ. ხელფასები რამდენი დანიშნოთ, ინვესტიციები როგორ გააკეთოთ, ამას მე როგორ გეტყვით. თანხები თქვენი სტრატეგიული და მიმდინარე გეგმების და საჭიროების მიხედვით თქვენ უნდა მართოთ. სამწუხაროდ ვინც მეტ-ნაკლებად "ორი კაპიკი" იშოვა, თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია. ამიტომ, ისმენს პროფესიონალების რჩევებს, მაგრამ საბოლოო ჯამში თავისი ჭკუით აკეთებს ყველაფერს. ეს ქართული ბიზნესის დიდ ნაწილიშიც ასეა. საფეხბურთო კლუბიც ბიზნეს ერთეულია. კიდევ უფრო რთულია სამართავდ, ვიდრე სტანადარტული ბიზნეს კომპანია. იმიტომ რომ გრძელვადიანი პროექტია, ბევრი შიდა და გარე ფაქტორი ახდენს გავლენას, ერთი არასწორი ნაბიჯი გრძელვადიან უარყოფით შედეგს იძლევა, რის გამოსწორებასაც დიდი დრო სჭირდება. თქვენ თუ არ გაქვთ სათანადო აკადემიური ცოდნა და კვალიფიკაცია მენეჯმენტში, ფედერაცია ვერაფერს გიშველით. ამიტომ უნდა მოიყვანოთ კვალიფიციური ხალხი, ვისაც აქვს გამოცდილება. ასეთი კვალიფიკაციის ხალხს მაღალი შემოსავლები აქვს, თანაც სჭირდებათ მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას. (დამოუკიდებლობა და და არა უკონტროლობა). რთული და კოპლექსური საკითხია. რატომ არიან ჩვენზე წარმატებულები ჩვენზე ნაკლებად საფეხბურთო ქვეყნები? - აქაც არ არის ერთგავროვანი პასუხი: ზოგს უფრო მეტი ფული აქვს, ზოგს უფრო მეტი გამოცდილება ბიზნესის (და შესაბამისად კლუბის) მართვაში. სამწუხაროდ გულშემატკივარიც ნაკლებად გაცნობიერებულია თუ როგორ იმართება კლუბი, გულშემატკივარს რა როლი აქვს. როგორ მონაწილებენ და როგორ კომუნიცირებენ გულშემატკვრები კლუბებთან ევროპულ ქვეყნებში. ეს ის თემაა, რომელიც სცილდება ფეხბურთს და ჩვენი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე ასახულია საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში ფედერაციის) მისამართით ხელის გაშვერაც ამ აზროვნების ნაწილია.
irakli81
მართალია, ეროვნული ჩემპიონატის განვითარებასთან ფეხბურთის ფედერაცია რა შუაშია, ამაზე წყალკანალმა უნდა იზრუნოს, შე კაი კაცო თუ ხედავ, რომ რაღაც არასწორად მიდის, სახელმწიფოს ფულს არა ეფექტურად ხარჯავენ, რამე არ უნდა გააკეთო? ან სპეციალისტები მოიწვიე უცხოეთიდან, დაატრენინგე კლუბის ხელმძრვანელობა ან მიზნობრივი გახადეთ დაფინანსება, ჰა ფული და რაზეც გინდა დახარჯე , ეგრე არა. ან სხვა რამ მოიფიქრეთ. ეგრე მიზნის გარეშე მიცემულ ფულს, ატკატის და კორუფციის სუნი ასდის.
ზაკო
არველაძის მწვრთნელობა ან შედეგი რომელ გუნდში ნახე, ისოც კი არ გაუკეთებია თავის კლუბებში რაც ქეცბამ და ვაისმა გააკეთა, ვაისმა საერთოდ ჩაკვე თავიდან დაუბადა საქართველოს ნაკრებს, არველაძეს მგონი ერთი ამისულაშვილი ყავს თავის გუნდში ნათამაშები დანარჩენი ქართელი მაგას არ მიუწვევია, შედეგები კი ფახთაქორის გარდა არსად არ დაუდია.
მარგალი
1.ჭიაბერაშვილმა ალალად თქვა სიმართლე 2.ჭიაბერაშვილი თავი არ დაუხარა მოქოცო-მომაფიოზო ე.წ. კლანს 3.კობიაშვილს თითქოს სისხლი გადაუსხესო-გათავხედდა 4.სულ სამი მწვრთნელია საქართველოში-ქეცბაია, ცხადაძე, არველაძე 5.არცერთი ქართული ფეხბურთის სამსახურში, რატომ? არ წარმოადგენენ ე.წ. კლანს
Pepelu
ასეთი აჟიოტაჟის მერე სრულად ვუყურე გადაცემას! ვერ მივხვდი რატომ ატყდა კობის კრიტიკა? რა თქვა არასწორი? სტადიონებს ვაშენებ, მინდვრის საფარს ვაკეთებ, ფულს ვაძლევთ, გაშუქება მაღალ დონეზეა! რა თქვა აქ არასწორი? აგერ დემჩენკომაც თქვა ყაზახეთში დინამოს მსგავსი ფინანსები კლუბების უმეტესობას არ აქვსო, არამგონია ლევადიას და მონტენეგროს გუნდებს საბურთალოზე მეტი ფული ქონდეთ!! მაგრამ მაინც გვიგებენ! გასაგებია, რომ ფედერაცია სრულად ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას მაგრამ პირველი და ეორე დონის პასუხისმგებელი ფედერაცია არ არის ეს ცალსახაა! კერძო კლუბს ვერ მოთხოვ, როგორც მე გეტყვი ისე მოიქეციო! ჩემპიონატის ფორმატზე თქვა დღესვე შევცვალოთ თუ კლუბებს არ აწყობთო, პროფლიგაზე თქვა დღესვე მზად ვართ გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიებსო! ჩემი აზრით ამ ყველაფერს თავი უნდა მოვუყაროთ სამუშაო ჯგუფი გაკეთდეს კლუბების მხრიდან ფედერაციის ჩართულობით და რა სიკეთეებსაც სახელმწიფო გასცემს მიზანმიმართული გეზი მიეცეს თავისი დროში გაწერილი ინდიკატორებით და პასუხისმგებელი სტრუქტურების გამოკვეთით! ჭიაბერაშვილს სრულიად არ ვეთანხმები კერძო კლუბის მწვრთნელი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს!!

ეროვნულში რომ დაბალი დონეა ყველამ ვიცით, მაგრამ გაუგებარია ამ ჩემპიონატში მონაწილე გუნდის მწვრთნელის რანგში ამაზე კომენტარის გაკეთება. ამ შემთხვევაში კობიაშვილის შეფასება სწორია, მაგრამ ... ამ ყველაფერმა აჩვენა რომ დღეს დასაქმებული პირები გინდ მწვრთნელის და გინდ ფედერაციის თანამშრომლის რანგში ვერ შეცვლიან.
გია
ნაწილობრივ ვეთანხმები კობიაშვილს მაგრამ ბოლომდე ვერა. კერძოდ ქვეყანაში საფეხბურთო პოლიტიკა ვისი მოვალეობაა ფედერაციის და სპორტის სამინისტროსი, ხომ.ასევე, ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ვისი მოვალეობაა, კლუბებში ინვესტიციის მოზიდვა და ა.შ.სახელწიფო დონეზეა (ანუ მთავრობის) გადასაწყვეტი საკითხები, მარტო ფულის დარიგება კლუბებზე არ არის სწორი ჩემი აზრით. თან ეს ფული მათ ხელფასებზე მიდის და ფეხბურთის განვითარებას არ ხმარდება.აქ მაღალი დონის სპეციალისტების ჩართვაა საჭირო ამას მარტო ფედერაცია, ვერ გადაწყვიტავს. ფედერაციამ და მთავრობამ უნდა დადოს სამოქმედო გეგმა.
მალხაზ ჯობავა
მერაბ ჩხოროწყუ თუ მუხური?
ვახტანგი
საქართველოს ჩემპიონატი არ უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან, მხოლოდ ასაკობრივი 21 წლამდე ჩემპიონატები, ასევე ინფრასტრუქტურა, მსაჯები და მწვრთნელები. 21-ის შემდეგ კერძო სექტორმა შექნას თუ უნდათ პროფ კლუბები, დანარჩენი იყოს სამოყვარულო კლუბები. 21 წლის შემდეგ ვისაც დონე იქნება შესაბამისი გადავა ევროპაში სათამაშოდ და გამოადგება ნაკრებს და სამოყვარულო დონე ვისაც აქვს მაგათ თვეში 3-5 და 10 ათასი აბა რატომ უნდა ვუხადოთ? ახლა როგორცაა და ფარერებიც კი რომ გვჯობნის
Qomagi
ფედერაცია დონეს ვერ აწევს ჩემპიონატის, მაგრამ პირდაპირი მოვალეობაა ის მილიონები გაუკონტროლოს გუნდებს რომელსაც აძლევს, აი მანდ ხდება ყველაფერი. ვიღაც იტყვის აკონტროლებენო მაგრამ სისულელეა მიდის სახელმწიფოდან გამოყოფილი ხქლხის ფულების ჭამა,ეგ ფული გუნდმა ხელფასებზე არ უნდა დახარჯოს პირდაპირი მოთხოვნა უნდა იყოს ფედერაციიდან გაძლევ ამდენს და ამ ფულით ამა და ამ ვადაში გაარემონტებ სტადიონს ან აკადემიას ან რამეს კონკრეტულს, ეს არ ხდება
pier
კობი ყოფილა ოქრო!!!! პირდაპირ მიახალა სათქმელი კლუბების კრეინ მფლობელებს და დაასრულა მაგით. რომელ ქვეყანაში უკეტბს ამდენს კერძო კლუბებს ფედერაცია. ამ შემთხვევაში კობი აბსოლუტურად მარათალია!!!!
ქომაგი
დიდი სიმპატიით ვიყავი განწყობილი კობის მიმართ, მაგრამ უდიდესი ამპარტავნება გამოამჟღავნა ამ განცხადებით და შემეცვალა მასზე წარმოდგენა. ქართულმა საკლუბო ფეხბურთმა ფსკერი გახვრიტა, ბოლო ადგილზე ვართ ევროპაში, თვით სან მარინომაც გვაჯობა და თურმე ფედერაცია ყველაფერს იდეალურად აკეთებს და ყველაფერი მწვრთნელების ბრალი ყოფილა 🤦
Papa
ეს ჭიაბერაშვილი მართლა სულელი ყოფილა :)))) კობიმ მასტერკლასი ჩაუტარა ამ ჭაობის ბინადრებს
კობა
ზურაბ მართალი ხარ!!!... ფეხბურთის ფედერაციის მოვალეობა მხოლოდ საფეხბურთო კალენდარის შედგენა არაა!!.. თვითონაც კარგად იცის ეს ყველაფერი, მაგრამ ბოდიშით და ფეხებზე ჰკიდია!!!..სამ სავარძელში ჯდომამ იცის ეს ამბავი!!!...
დათო-ს
მაფიოზმა ფიფიამ დაღუპა ფეხბურთი- ვინც მაგას ახსენებთ ყველანი დასასჯელები, უზნეო და უზრდელები ხართ
სოკრატე
ფედერაციას მოვალეოებებია სფფ ქმნის და ამტკიცებს ჩემპიონატის დეტალურ რეგლამენტს, რომელიც განსაზღვრავს ტურნირის ფორმატს, მონაწილეთა რაოდენობას, სათამაშო წესებს, დისციპლინარულ ნორმებს, საპრიზო ფონდს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. სფფ ადგენს ჩემპიონატის ბიუჯეტს, რომელიც მოიცავს ხარჯებს (სტადიონების იჯარა, მსაჯთა ანაზღაურება, უსაფრთხოება) და შემოსავლებს (სპონსორების მოზიდვა, სატელევიზიო უფლებების გაყიდვა, ბილეთების რეალიზაცია) ფედერაცია აქტიურად მუშაობს კომერციულ პარტნიორებთან, რათა მოიზიდოს ფინანსური სახსრები, რაც მნიშვნელოვანია ჩემპიონატის წარმატებული ჩატარებისთვის. ფედერაცია ამოწმებს, რომ ყველა სტადიონი, სადაც ჩემპიონატის მატჩები ტარდება, აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს, იქნება ეს მოედანი, გასახდელები თუ ტრიბუნები. სფფ უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას ჩემპიონატის შესახებ, მართავს პრესკონფერენციებს, აქვეყნებს სიახლეებს და ურთიერთობს მედია საშუალებებთან. ფედერაცია ქმნის და ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის, რაც ხელს უწყობს გულშემატკივრების მოზიდვას. დაახლოებით ამ მოვალეობების შესრულებისას ამ მოვალეობების ჯამი ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდეს მაღალ დონეზე, იყოს სამართლიანი და სანახაობრივი. დაახლოებით ეგ თემები აქვს ფედერაციას შესასრულებელი
მწარე
ამ კომენტარებიდან ჩანს, რომ ფეხბურთში რაც ხდება ისევ ჩვენი, ხალხის ბრალია. ხალხი არის სსრკ-ში ჩარჩენილი. თურმე სახელმწიფომ უნდა აშენოს, სახელმწიფომ მოამზადოს, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. მე მგონია ფედერაცია უნდა იყოს დამოუკიდებელი, კლუბები კერძო საკუთრებაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ბავშვთა ფეხბურთზე, კალათბურთზე, ჭადრაკზე და ა.შ. მისი მიზანი უნდა იყოს ხალხის ჯანრთელობა. პ.ს. კობიაშვილს კი არ ვამართლებ, შეგახსენებთ, რომ დიდი და პატარა იძახდა, გუნდებს უნდა ყავდეს პატრონი და ფედერაცია ფიქრობდეს ნაკრებზე. ეხლა ნაკრები წინ წავიდა და შეცვალეს დისკი, თურმე ფედერაცია უნდა ზრუნავდეს კლუბებზე. ამ 10-15 წლის წინ, გლეხებს მიწები მოუხნეს. შემოდგომაზე მოსავალის რაოდენობა არ გაიზარდა. რატომო იკითხეს. ჰოდა მახსოვს ჟურნალისტები აკაკანდნენ, მიწას მარტო მოხვნა კი არ უნდა, დათესვა, მოვლა და მოსავლის აღებაც ჭირდებაო. ანუ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებია ყველაფერი. ისეა ახლა თქვენი საქმე. ღა ქნას სახელმწიფომ, ფიფიას მაგივრად დახარჯოს ფული? პ.პ.ს. იურისტს, ექიმს, მასწავლებელს სახელმწიფო ასწავლის თუ თვითონ სწავლობენ?
ეჰჰ
ძაან დაბალი ცნობიერებისაა კობიაშვილი. როცა რაღაცის პრეზიდენტი ხარ მეტი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი მოგეთხოვება. ასეთი ხალხი როა მაღალ რგოლებში იმიტომ ვერ მიდის წინ ქვეყანა.
მერაბი ჩხოროწყუ
მეგობრებო მადლობა ყველას ვისაც გული სტკივა ქართული ფეხბურთზე, მადლობა ბატონ ჭიაბრიშვილს რომ გაამახვილა ყურადღება ამ საკითხზე, მინდა მოგმართოთ ბატონო ლევან თქვენ ხართ პროფესიონალი დიდი დონეზე გითამაშიათ, ძალა ერთობაშია, შევიკრიბოთ ყველა, ფედერაცია, ჩვენი საამაყო ვეტერანი ფეხბურთელები, გუნდების პრეზიდენტები, ასევე მწვრთნელები, და დავგეგმოთ რეფორმების გატარება, სასწრაფოდ გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, მე უბრალო გულშემატკივარი 55 წლის სტაჟით, მხარს ვუჭერ ბატონ ჭიაბრიშვილს, გთხოვთ ყველას ჟურნალისტებს გავამახვილოთ ყურადღება ამ საკითხზე, ყველას გვაერთიანებს ქართული ფეხბურთზე სიყვარული, არ ვლანძღოთ ერთმანეთი , დავეხმაროთ ერთმანეთს, ფედერაციას , გავიმეორებ ძალა ერთობაშია, მადლობა ყველას,
Azri-ს
აზერი ხარ თუ რა აზრებს მეკითხები? რადიოინტერვიუ ხომ არ ჩაგიწერო ცუნცულა?
ანაგელი
სახელმწიფოს დახმარების გარეშე არაფერი არ გამოვა. ცოტათი მაინც თუ არ აიწია ჩემპიონატის დონემ არცერთი ინვესტორი არ ჩადებს ფულს და ვივლით უკან უკან წლიდან წლამდე.
gel-100
აი რატომ ვართ ტრაკში,,,მოგვწონს თუ არა ვინმეს ჭიაბრიშვილი კაცმა გულისტკივილით ისაუბრა ჩვენი ჩემპიონატის სისუსტეზე და გამოსავლის პოვნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, არსად ისეთი არაფერი უთქვამს რო ესეთი უპატივცემულო და თითქმის შეურაწმყოფელი პასუხი მოესმინა ფედერაციის პრეზიდენტისგან და რა ხდება ამ დროს მისი კოლეგების, საფეხბურთო კლუბების მესვეურების და ვეტერანი ფეხბურთელების მხრიდან ნული მხარდაჭერა და ნული გამოთქმული აზრი ქართული საფეხბურთო წრეების მხრიდან და რატო მეგობრებო ყველაფერი მოგვწონს და წინ მივდივაართ?? მწვრთნელობა და ექსპერტობა არ უნდა ბატონო კობიაშვილო იმის დანახვას რა ტრაკშიც ვართ და სასწრაფოდ საშველი როა,, ასე გაჩუმებით არაფერი გამოვა ფაქტია რაღაც არასწორად კეთდება და თუ არ გსიამოვნებთ სხვისი ექსპერტობით რაიმე სასარგებლო რჩევა მიიღოთ მაშინ თავად მოიფიქრეთ რამე იმისთვის რო ყოველ მომდევნო წელს თავი არ მოგვეჭრას,,კობიაშვილი ალბათ ბოლო წლების საუკეთესო ფედერაციის პრეზიდენტია იმდენი რამე გაკეთდა მისი პრეზიდენტობის პერიოდში თითოეულ უბანში და იმდენი მოედანი თუ სტადიონი დაუბრუნდა ქალაქს დაუნახავი უნდა იყო არ დაინახო თუმცა ისეც არაა რო საკრიტიკო არაფერი ქონდეს და გასაკეთებელი აღარაფერი იყოს,ის კიარა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომდევნო წლიდანვე უკეთესობა გვქონდეს საკლუბო ფეხბურთში თორე ეს ოქროს თაობა თვალსა და ხელს შუა გაგვიქრება და საკლუბოს მსგავსად სანაკრებო კრიზისიც დაგვეწყება და მერე რაღა გექნებათ სათქმელი და სალაპარაკო?? ისედაც ხალხი ორ ნაწილად იყოფა და ზოგს ჯერა რო ნაკრების წარმატება ფიფიას დამსახურება უფროა ვიდრე ფედერაციის და იმ ხალხსაც ნუ მოგვიმდურებთ ვინც თქვენს გაკეთებულსაც კარგად ხედავს და აწი გასაკეთებელსაც
azri
ვიღაც ტროლი ხარ მარტო ნაკრებზე რომ საუბრობ რა თქვა არასწორი ჭიაბერიშვილმა ეგ გვითხარი მის რომელ წინადადებას არ ეთანხმები?
zaza
მოდი ჭიაბერიშვილის განცხადებას ორ ჭრილში განვიხილავ და თუ რაიმე არაწორია? 1. ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს; 2. იმისათვის რომ რაიმე გამოსწორდეს სახელმწიფო, ფედერაცია და კლუბები დავჯდეთ და დავილაპარაკოთო. ეს ორი ძირითადი თეზისი იყო მისი. რატომ გაბრაზდა ეხლა კობიაშვილი? თურმე ეს მარტო კლუბების საქმე ყოფილა ჩემპიონატი და არც სახელმწიფო და არც ფედერაცია არაფერ შუაში არ არის!!! ვისაც ამას აპრავებთ დაფიქრდით რა!!!!!!!!!!!! სახელმწიფომ ფედერაციას ფული რომ მისცა და უაზროდ ხდება ამ ფულის გამოყენება და შედეგი არ არის ამაზე არავინ უნდა ილაპარკოს? ნებისმიერი გულშემატკივარი გააჩეროს კობიაშვილმა და კითხოს აბა თუ აბსოლიტური უმეტესობა არ ეთანხმება ჭიაბრიშვილს!
სტატუს ქუო
ქართულად წერეთ რა- მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცეულვარ???
მამუკა
ხან შოთას ესხმის თავს, ხან ჭიაბრიშვილს ეს უზრდელი... იმას ვერ ხვდება, რომ ყველა თანამდებობა დროებითია და რა დარჩება მერე მისგან?
რატი
ფიქტიური კლუბები, რომ იქმნებოდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონს ინაწილებდნენ - ამაზე გასცეს პასუხი კობიაშვილმა ის ურჩევნია. აგერ დაერია თავის ხალხს ოცნება და ეგეც ფრთხილად იყოს დასაჭერად არ გაუხდეს საქმე
ჯონდო
1.მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვინ უნდა ზრუნავდეს?!..ფედერაციას არ ევალება? 2.ფიზ-მომზადების დაბალ დონეზე ათასჯერ თქმულა,ამისთვის სპორტული დარბაზები,ტრენაჟორები,საცურაო აუზია საჭირო. 3.ფეხბურთელებს,ასაკობრივ ეტაპებზე სხვადასხვა ხელშეწყობა სჭირდება. კობიაშვილი ზის კაბინეტში და მოძღვრავს სხვებს!
დათო
ჯერ ერთი ზრდილობა იქონიე და ისე წერე. მეორეც - ნაკრების წარმატება და ის ფეხბურთელები (მიქაუტაძის გამოკლებით), დინამოს პროდუქტია. რა ,,აზრისაც" არ უნდა ვიყოთ ფიფიას მიმართ, აკადემიამ იმუშავა თავის დროზე და ეს ფაქტია. ნაკრების წარმატებასთან ფედერაცია არაფერ შუაშია. გავიხსენოთ ის გაფლანგული, წყალში გადაყრილი კლუბების დახმარების 200 მილიონი, რაც გაგიკვირდებათ და შეიჭამა, იმიტომ რომ უკონტროლოდ და მავნებლურად იყო გაცემული ისევ ჩვენი ჯიბეებით შევსებული ბიუჯეტიდან და აი შედეგი - ბოლო ადგილი ევროპის რეიტინგში, პოლიციელების და მეთევზეების უკან... ეს გააკეთა ფედერაციამ
მოკლედ და გასაგებად
რაც არ უნდა თქვათ კობიაშვილის და ფედერაციის სტრატეგიამ მოგვიტანა საშვილიშვილო შედეგი- სანიოლი, კვარა, მიქაუტაძე, მამარდა, ევრო 2024. ბოლო 45 წელი ასეთი გაბრწყინება არ გვქონია. ასე რომ ტრ..კი დააყენეთ ყველამ
Semi
კობიაშვილი რომ ერთდროულად ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტარი და გლდანის მაჟორიტარია მაგიტომაა ჩვენი საქმე ცუდად. ჭიაბერაშვილზე როგორ უნდა თქვას რამე.
ობიექტურად
კობიაშვილმა ისე ისაუბრა, თითქოს დღეს რომ ქართული საკლუბო ფეხბურთი უფსკრულშია, ყველა დანარჩენის ბრალია გარდა მისსა და ფედერაციის სხვა მუშაკების გარდა.რა თქვა ჭიაბრიშვილმა ასეთი? საინტერესოა ვისი ბრალია ის რაც დღეს ხდება ქართულ ფეხბურთში, ჩემი??? ნეტა ვინ გადაიყვანა ჩემპიონატის სისტემა გაზაფხული-შემოდგომაზე თუ არა ფედერაციამ? არც მანამდე ყვაოდა ჩვენი პირველობა თუმცა მას შემდეგ საერთოდ უფსკრულში ჩავეშვით. ურთიერთ ბრალდებებს, ჯობს ცოტა აზრზე მოხვიდეთ და ჩემპიონატის სისტემა მაინც შეცვალოთ, ანდორამ გაგვასწრო,სირცხვილი და თავის მოჭრა.
nika
ქეცბაიამ რაც თქვა 15 წლის წინ იგივე და უფრო უარესი მდგომარეობაა ქართულ ფეხბურთში
ც
სტატია არ წამიკითხია, მარა კობიაშვილის სიტყვები ნამდვილად არაქორექტული და ადამიანის მიმართ დამამცირებელი იყო. აქ ზოგს ქოცი ვგონივარ მგონი, რადგან ფანატიზმი არ მიყვარს, მარა ფედერაციის პრეზიდენტს არ ეკადრება მსგავსი საუბარი. ვიიი განონათქვამიც არ მოსწონთ ეგრევე კრიტიკაა და ლანძღვა ორივე მხრიდან
juna
ფედერაციის ფასუხისმგებლობა თუნდაც პირველობის ფორმატის შეცვალშია, კალენდარის გაზაფხული-შემოდგომაზე გადავანით. ეს ახსნილი იყო, როგორც ჩვენთვის უპირატესობის მომტანი, რამაც უამრავი ასპეკტით არ გაამართლა. პარლამენტის წევრობის შეთავსებაც ფედერაციის პრეზიდენტობასტთნ ერთად დიდი, რბილათ რომ ვთქვათ გაუგებრობაა
გია
ჩვეულებრივი ქოცური ლოგიკით და ლექსიკით მსჯელობს კობი ფეხბურთზეც,სანამ პოლიტიკა და სპორტი არ გაიყოფა ასე ვიქნებით
"გთხოვთ... "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - დუემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია" - რა თქვა ზიდანმა?
"ამისთვის ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი" - ანჩელოტიმ ნეიმარის ფლანგზე თამაში გამორიცხა
დიდი თავგადასავალი იწყება - მიქაუტაძე "ატლეტიკოსთან" სასტარტოშია
[VIDEO] ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
"ამისთვის ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი" - ანჩელოტიმ ნეიმარის ფლანგზე თამაში გამორიცხა
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
ახლა ხვიჩას დროა - ფრანგული გამოცემა პსჟ-ში ქართველის როლზე წერს
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
დღეს მიქაუტაძის ესპანური დებიუტია, ხვალ ხვიჩა დემბელე/დუეს გარეშე ითამაშებს
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
"კვარას" გაყიდვის შემდეგ, კონტეს "ნაპოლიდან" წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა" - ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"თუ ამ მიზეზის გამო გაუშვეს, გვარდიოლა როგორ წაიყვანდა?" - "ნაპოლის" ყოფილმა მცველმა დონარუმაზე ისაუბრა
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...