ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვიმსჯელოთ ნაკრებზე შემადგებლობამდე - სად რა გვიჭირს და რას ველოდოთ

ვიმსჯელოთ ნაკრებზე შემადგებლობამდე - სად რა გვიჭირს და რას ველოდოთ

საქართველოს ნაკრები მალე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება. ვილი სანიოლს შემადგენლობა შერჩეული ეყოლება და ამ კვირაში გამოაქვეყნებს. თურქეთთან დაპირისპირრებმდე სულ 10 დღეა და გარკვეულ ამბებზე უკვე ძალიან ვღელავთ, შემდეგ კი ბულგარეთის ნაკრების მასპინძლობაა.

კონტინგენტი

ვილი სანიოლისგან მოულოდნელობებს ყოველთვის შეიძლება ველოდოთ, მაგრამ გარკვეული ვარაუდების გაჟღერება შეიძლება.

აქ მთავარი ისაა, ფეხბურთელებს რომელთაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, მაგრამ ნაკრების განუყრელი წევრები არიან, სიაში თუ ვიხილავთ და მეორე, ახალ სახეებს რამდენად მიიწვევენ.

მაგალითად, ლაშა დვალმა ბოლოს კაბო-ვერდესთან ითამაშა. ის ამჟამად უკლუბოდაა და მალე ახალ გუნდში (სოფიის ცსკა) ველით.

რაც შეეხება ახალ სახეებს, ლოგიკური იქნება სიაში მათი ნახვა, ვინც 21-წლმდელთა ნაკრებში წარმატებით გამოვიდა, ოღონდ მნიშვნელოვანი იქნება, ამ პოზიციაზე რამდენად გვიჭირს. აქაც, ლაშა ოდიშარია დიდი ხანია არ გამოჩენილა და მან იქნებ ესპანეთში ითამაშოს. ბოლოდროინდელი პროგრესის გათვალისწინებით, გიორგი აბუაშვილი "ჯვაროსნების" სიაში უნდა იყოს.

ტაქტიკა

ვილი სანიოლმა 4-მცველიანი ტაქტიკის გამოყენება კი დაიწყო, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ისევ ძველ სტრატეგიას დაუბრუნდეს.

დასამალი არაა, რომ გურამ კაშიას 4 უკანახაზელში თამაში რისკთან იქნება დაკავშირებული. კაპიტანს ძველი სისწრაფე არ აქვს, ხოლო სამი ცენტრალური მცველიდან როცა შუაშია, დაცვის ორგანიზების კარგ უნარს ამჟღავნებს. შესაძლოა, ფრანგი მწვრთნელის მხრიდან შემადგენლობა ისე შეირჩეს, ტაქტიკური სქემის შეცვლა იოლად შეეძლოს. მაგალითად, მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ოთარ კაკაბაძე ვიხილოთ, ვისაც საჭიროების შემთხვევაში მარჯვენა მცველად გადაიყვანს. ასეთ შემთხვევაში, საბა გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის აღმოჩნდება.

ამის საპირისპირო არგუმენტიც არსებობს. დვალის პრობლემაზე უკვე ვისაუბრეთ. გამოდის, მესამე ცენტრალურ მცველად ლუკა ლოჩოშვილს მივიჩნევთ, არადა, ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, სანიოლს ის უფრო მარცხენა ფრთაზე სურს. თანაც, სამწუხაროა, რომ ირაკლი აზაროვი "შახტარში" ცოტას თამაშობს.

ტაქტიკის შერჩევას მხოლოდ დაცვა არ განსაზღვრავს, თუმცა მნიშვნელოვანია. გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნა სერიოზული დანაკლისია, რამაც შესაძლოა, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინოს. სათამაშო ფორმის მიხედვით პოზიციებს დეტალურად შევეხოთ.

მეკარე

გიორგი მამარდაშვილი ცოტას თამაშობს და ეს რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე "ლივერპულს" ეხება. "მამარდა" კვლავ პირველი იქნება და ეს საკითხი გადახედვას არ დაექვემდებარება, მაგრამ იმედია, ჩვეულად გაირჯება. კონკურენციის კონტექსტში იმის თქმა შეგვიძლია, რომ სამწუხაროდ, სათამაშო პრაქტიკა "პაოკში" არც ლუკა გუგეშაშვილს გააჩნია.

დაცვა

რამდენიმე ფეხბურთელზე უკვე ვიააუბრეთ. ოთარ კაკაბაძე მშვენიერ ფორმაშია, კარგია, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი "ჰამბურგში" თავიდანვე დამკვიდრდა, მაგრამ ის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მაინც არ უნდა განვიხილოთ.

გიორგი გველესიანი ჯერჯერობით უკლუბოდაა და მას სიაში არ ველით. რაც შეეხება ივა გელაშვილს, საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში 90 წუთი ითამაშა. შესაძლოა, ლევან შენგელიას ვილი კვლავ მთელი მარცხენ ფლანგის მაკონტროლებლად განიხილავდეს.

ნახევარდაცვა

თუკი სანიოლი ძველი ტაქტიკით და 2 ნახევარმცველით არ ითამაშებს, ანზორ მექვაბიშვილის როლი დიდი იქნება. ის კარგ ფორმაშია და სომხეთის ნაკრებთან ვნახეთ, პრესინგზე თამაში და ბურთის მოპოვება რა კარგად შეუძლია. იმ ფონზე, როცა ჩაკვეტაძე არ იქნება, გიორგი ქოჩორაშვილი კი "სპორტინგში" ჯერ მაინც აკლიმატიზაციის პროცესს გადის, მექვაბიშვილი საკადრო ფუფუნებაა. ავსტრიის ჩემპიონატში ოთარ კიტეიშვილი ბრწყინავს. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგაზე ასე არ გამოვიდა, მაგრამ "კიტეს", როგორც "ათიანის" როლი, "ჩაკვეს" არყოფნაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

გვახსოვს, სანიოლს ნიკა გაგნიძის თამაში როგორ მოეწონა და მისი სახით გუნდში საინტერესო ალტერნატივაა. ბოლოს ყაზახეთში გიორგი ზარიას ბევრი გაუცდა და დარწმუმებით ვერ ვიტყვით, რომ სიაში იქნება.

შეტევა

მცირე ტრავმა, ცოტა დრო ფორმაში შესასვლელად, გადატვირთული სეზონის შემდეგ ძალების ჯერჯერობით სათანადოდ ვერაღდგენა - ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ ეს ვითარება გვაქვს, მაგრამ ეს "კვარაა", რომელსაც შეუძლია, თამაშის ბედი მარტივად გადაწყვიტოს, მის წინააღმდეგ კი განსაკუთრებული ყურადღებით ითამაშებენ, რაც სივრცეს სხვებს გაუხსნის. მითიმეტეს, კარგ ფორმაშია გიორგი მიქაუტაძე.

არ ვიცით როგორ ტაქტიკით თამაშებს ჩვენი ეროვნული გუნდი, მაგრამ გვგონია, ზურიკო დავითაშვილის (მასაც ახალ და უკეთეს გუნდში ჯერ კიდევ ველით) ადგილი სასტარტო თერთმეტეულში აუცილებლად იქნება. რადგანაც კვარაცხელიას ეს გამოცდილება აქვს, შესაძლოა, შემტევებმა ფლანგები და პოზიციები ხშირად შეცვალონ.

ადრეც დავწერეთ და ბოლო საკლუბო მატჩმაც დაადასტურა, რომ გიორგი წიტაიშვილის გამოყენება მარჯვენა შემტევის პოზიციაზე, 4-მცველიან ტაქტკიკაში ეფექტურია. გიორგის ნაკრებში მთელი მარცხენა ფლანგი აბარია, ხოლმე.

საინტერესოა, ბუდუ ზივზივაძის გარდა, განაცხადში რომელ ფორვარდს ვიხილავთ - ქვილითაიას შანსი უფრო მაღალია, ვიდრე ვოლკოვის. რაც შეეხება გიორგი გულიაშვილს, სეზონი ჯერჯერობით ერთი საგოლე პასით დაიწყო.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა თურქებთან ყველაზე მეტად შეუტია, დასამახსოვრებელი მომენტები შექმნა, მაგრამ მტკივნეულად წააგო. დორტმუნში, ფაქტობრივად, სტუმრად ვითამაშეთ. თბილისში, "დინამო არენაზე" რევანშის და შესარჩევის კარგად დაწყების დიდებული შანსი გვაქვს. სეზონი ახლა დაიწყო და იდეალურ კონდიციებში არც თურქები იქნებიან, ამან არ უნდა შეგვაშინოს. სწორი არც ჩვენი გუნდის ზედმეტად დაძაბვა იქნება -

მოწინააღმდეგე სერიოზულია!..

• QT

ჩემი აზრითა ასე იქნება ტაქტიკა 5-4-1 მეკარე- მამარდა დაცვა- კაკაბაძე,გოგლიჩიძე, კაშია, ლოჩო, გოჩოლეიშვილი ნახდაცვა - კიტე, კოჩორა, კვარა, ზურიკო წინ - ჟორჟი

• gel-100

კუჭი ხარ თუ უფრო დაბლა ჩამოკონწიალებული ორგანო არ ვიცი მარა იმას კი ვხვდები რო შენი ერთადერთი მიზანი კრიტიკა და ცუდის თქმაა ნაკრებზე და მის მოთამაშეებზე თორე რო გაიძახი ახალგაზრდები ვათამაშოთ რაღა დროს ძველი ხალხიაო, ბიჭო ვინც კი გამოჩნდა ახალგაზრდა ნორმალურ კლუბში ეგრევე ეროვნულში გამოიძახეს და შენ თუ სულ 18-20 წლის ბიჭები გინდა გამოიძახონ ეროვნულში წადი ძმაო ახალგაზრდულის თამაშებს უყურე ვინ გიშლის?? ეროვნული ნაკრები იმისაა რო იქ გამოიძახონ საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელი და არა ის ვინც უფრო ახალგაზრდაა,,ან რო გაიძახი ახალგაზრდებიო საიდან უნდა გამოიძახონ ეგ ახალგაზრდები იბერიადან, დილადან, ბათუმიდან, ქუთაისიდან თუ დინამოს აკადემიიდან პირდაპირ?? თითქოს სანიოლს თავზე საყრელად ქონდეს არჩევანი და იმდენი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავდეს ვეღარ ვირჩევდეთ, აგერ მაგრები რო გვეგონა და ნაკრების მომავალს ვანდობდით გადავიდნენ ოდნავ სერიოზულ გუნდებში და დაჯდნენ სკამებზე ვერ ხედაავ?? აგერ ნაკრების ლიდერები არიან და 10-15 მილიონს არ იხდიან უმაღლესი ლიგის გუნდები რო მეორე ლიგიდან უმაღლესში გადავიდნენ და გამოდიხართ აქ და ენები გაქვთ ალესილი და რამის თურქეთის განადგურებას ითხოვთ და ელით ნაკრებისა რომელშიც გულერი, ილდიზი, ჩალხანა და კიდევ ბევრი მაგარი ფეხბურთელი თამაშობს,,მოკლედ წარმატებები ჩვენს ნაკრებს,, ცოტა ლოგიკური აზროვნებით და სიმართლესთან ახლოს წერეთ რასაც წერთ

• Givi

დაცვა მაფიქრებს ბევრია უთამაშებელი და ფორმაში არ იქნებიან, ისედაც გვიჭირს კარგი მცველები...

• ორმაგო ესპრესო

ლობჟანიძე არავის უხსენებია და იმსახურებს გამოძახებას. რასაც ვილიმ მიაღწია ნაკრებში ერთ-ერთი მთავარი, ესაა გუნდურობა და ბრძოლა, დარწმუნებული ვარ, ბიჭები იბრძოლებენ ბოლო წამამდე. საფეხბურთო იღბალს ვუსურვებ ჩვენს ოქრო თაობას

• ჩავლე

არაა გოგლიჩიძე სასტავში, მართლა არ დააყენებს სანიოლი, ნუ ატეხეთ ერთი ამბავი

• გიგო პაპა

რა თქმა უნდა ახალი სისხლი, კვერნაძეზე გეთანხმებით. ძალიან მოძრავია, მთლად ოსიმენს და დემბელეს ვერ შევადარებდი, მაგრამ ბიჭი სულ იბრძვის, დიხანიაც აქვს და ტექნიკაც ნორმალური აქვს. რატომ მეორე ნომრად ბუდუ და არა კვერნაძე? არაფერი მაქვს ბუდუს საწინააღმდეგო, მაგრამ ახალგაზრდები უნდა დავაწინაუროთ. ბუდუ რომ კაშიასავით 38 გახდება, კვერნაძე უკვე ეხლა რომაა ბუდუ, მაგ ასაკის იქნება და რა გამოდის? სულ მესამე ნომრად უნდა იყოს? ბებრები სკამზე, ახალგაზრდები ძირითადში რამდენიმე გამოცდილ ბეჭებთან ერთად. დარწმუნებული ვარ 2 წელში უძლიერესი ნაკრები გვეყოლება მეკარეების ჩათვლით. თუ არადა ვუყუროთ ქვილითაიას, შენგელიას, კაშიას, კვეკვესკირის, კაკაბაძის, კვირკველიას და გველესიანის წვალებას და ამით დავკმაყოფილდეთ.

• Levani

ახალი სისხლი არის გოგლიჩიძე,აბუაშვილი,კვერნაძე. სხვა ახალი სისხლი კიდევ გამოჩნდება სეზონის მანძილზე. აგერ მამაგეიშვილი-პირველი სეზონი პორტუგალიაში სკამზე იჯდა,თუ ფრითენზია აქვს ამ სეზონში უნდა ითამაშოს და ითამაშოს ისე რომ უფრო ძლიერმა გუნდმა იყიდოს. იგივე სიგუა-ახალ გუნდში უნდა დამკვიდრდეს და უფრო წინ წავიდეს. ბევრი რამე თვითონ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული,ვერც მწვრთნელი მოგასხამს უკვდავების წყალს ვერც გუნდის პრეზიდენტი და ვერც სფფ. იგივე ეხება ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეებს. საქართველოს ჩემპიონატში რომ შედეგზე თამაშობთ და ერთბურთიან სხვაობას წურავთ სხვადასხვა ხრიკებით-ტემპის დაგდება,მოედანზე გორაობა და ა.შ. თავმოყვარეობა სად დაკარგეთ? ვისაც გინდათ ბიძიკო რამეს მიაღწიოთ ყველა პირობა გაქვთ და მე ვერ ვითამაშებ თქვენ მაგიერ.

• ს

ფაქტია ნაკრებს ჭირდება ახალი სისხლი, გადახალისება ბოლო შესარჩევმაც გვაჩენა როცა ორი მოგებული თამაშიც მერე ნაკრები ბოლოზე გავიდა. ის ორი მოგებული თამაშიც იმ ინერციის შედეგი იყო, რაც ევროპის ჩემპიონატიდან გამოყვა ნაკრებს. აგერ ჩავარდნა გვარდიოლას სიტისაც აქვს. იმტიომ რომ გვარდიოლა სიახლეს ვეღარ ნერგავს. ასე რომ თუ გვინდა შედეგი. უნდა მოხდეს ნაკრების გადახალისება. ახალი სქემების დანერგვა. ახალი ტაქტიკის. შეიძლება ეს რისკთან არის დაკავშირებული მაგარამ სხვა გზა არ არის. თუ ნაკრები იგივე ტაქტიკით და იგივე ბირთვით დაიწყებს შესარჩევს გარანტირებულად გეუბნებით რო შედეგი არ დაიდება.

• ბორია წიფურია

ძალიან ცუდი ის არის რომ ვილი სანიოლს ამდენი ხნის მერე ისევ ფედერაცია კარნახობს ვინ გამოიძახოს გუნდში. როცა ირველ ნაკრებს უჭირს და კვარას იმედზე ვართ მარტო რატომ არ გამოიყებნებენ კვერნაძეს? როგორ შეიძლება ყოველი შესარჩევის წინ არჩევანი არ აქვს ნაკრებს? ეს იმიტომ რომ სულერთ და იმავე ფეხბურთელებს იძახებენ ერთი სიიდან. შეხედეთ ევროპულ გუნდებს თუ ვინმეს ნიჭი აქვს მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის არის პირდაპირ პირველ ნაკრებში აყენებენ. არას ძმას თორნიკეს მკი პატარაა მაგრამ უკვე გავუხსნიდი გზას და ბართიაშვილსაც და კიდევ არიან ბევრი ნიჭიერი ბიჭები მაგრამ სამწყხაროდ საბჭოთა სისტემა მუშაობს ისევ ფედერაციაში. აგერ კობიაშვილმა რომელიც ფედერაციის პრეზიდენტია მე როგორ უნდა ავწიო შეიდა ჩემპიონატის დონეო განაცხადა ინტერვიუში. აბა მანდ ბიძია პურმარილის საჭმელად ზიხარ თუ ხარკის ასაკრეფად ბიძინეის სახელით როგორც თყემალაძე რაგბის კავშირიში და ძოგი პარლამენტში შეტენილი ათლეტი? მაგ თუ არ იცი, აბა მანდ რამ ამოგიყვანა შე დალოცვილო? ნაკრებმა რა უნდა ჰქნას საიდან მომარაგდეს? მოგვემთ აგერ რჩევას - ქვიშის ფრენბურთივით ბრაზილიის გუნდი ჩამეიყვანეთ ბრაზილიის მეორე ლიგიდან კიდო გუნდის გასაძლიერებლად. ისე რა ითამაშეს იმ ბრაზილიელებმა და საქართველოს დროშაც აფრიალეს დიდი სიამაყით...ერთი ბრაზილიელი გვყავდა მოქალაქეც გახდა, ქართველი ცოლიც მეიყვანა, ბომბარირიც იყო რამოდენიმე წელი და ისიც რუსეთში, თუ ყაზახეთში გააქციეს სათამაშოდ. აგერ უზბეკეთი გავიდა მსოფლიოზე და ფეხბურთის აზრზე არ არიან.

• ტარიელ ხახმატიშვილი

იქნებ ნატურალიზებაზე ეფიქრათ ნაკრების?!..

• ედიკა

მწარე-გაიხსენე ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ბოლო 3 თამაში

• ME

აქ ხალხი ქვილითაიას გვარს წაიკითხავს და მაშინვე ლანძღვაზე გადადის, რას ერჩით მაგ ფეხბურთელს, ის განიხილება მესამე თავდამსხმელად და მიქაუტაძე-ზივზივაძის შემდეგ საუკეთესო თავდამსხმელია.არ თამაშობდა ცუდად ავსტრიაში და კვიპროსშიც საუკეთესო გუნდებში თამაშობს, არ გვყავს უკეთესი რეზერვი და მისი ბრალი ნამდვილად არ არის

• უნდა მოვიგოთ.

ტაქტიკის განხილვა ჩემი საქმე არაა. მე მჯერა ბიჭების, თავს არ დაზოგავენ და გამარჯვებით გაგვახარებენ.

• Levani

თავდამსხმელები? ჟორჟი,ბუდუ,აბუაშვილი და კვერნაძე. მე ამ ოთხეულს გამოვიძახებდი. არ გვინდა ეს ქვილითაია და ვოლკოვი.

• მწარე

საინტერესო აზრია. და 4 მცველით რომ ბურთი დაგვითმოს, მაშინ რას შვები? არ მითხრა გავგლიჯავო. გაიხსენე 5 მცველიანი ადვილად შეიძლება გადაიქცეს 3+5+2. მარჯვნივ გინდა კაკაბაძე, გინდა გოჩოლეიშვილი თავისუფლად თამაშობენ ფლანგზე წინ. მარცხნივ ხან შენგელიას ათამაშებს ხან წითაიშვილს, რომლებიც წინ უკეთ თამაშობენ ვიდრე უკან. დაცვის ცენტრში კაშია, გოგლიჩიძე და ლოჩო. აბა დანარჩენი უთამაშებლები არიან. შეცვლაზე შემოვლენ. პ.ს. მგონი 5 მცველიანი ტაქტიკა სჯობს.

24 საათში აღდგენას,თანამედროვე ტექნიკური ბაზა და შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები სჭირდება,რომელიც სავარაუდოდ საკმაოდ ძვირი ეღირება.რა თქმა უნდა ეს გასამართლებელი საბუთი არ არის,რადგან ფინანსურად ისეთი გაჭირვება აღარ აქვს ფედერაციას,რომ ნაკრების ტექნიკური უზრუნველყოფა ვერ დააფინანსოს.სწორად სირბილის სწავლა კი,მთელი საქართველოს პრობლემად იქცა.მძლეოსნობის ფედერაცია ხომ ფაქტობრივად აღარც არსებობს და სკოლებშიც მძლეოსნობის გაკვეთილები,ფორმალობად იქცა.რა ვიცი,ჩემ სოფლის სკოლაში,გასული საუკუნის 70-იან წლებში,ჭადრაკის კომპლექტებიც გვქონდა,შაშიც,შტანგაც,გირებიც,ბაგირიც,ტანვარჯიშის იარაღებიც,მძლეოსნობისათვის საჭირო ინვენტარიც და საჭიდაო ლეიბებიც,სათამაშო სახეობების ბურთებთან,ფარებთან და კარებებთან ერთად.ცოტა გვქონდა,მაგრამ გვქონდა!ფიზკულტურის მასწავლებლებიც ძალიან აქტიურად მუშაობდნენ,თითქმის ყველა ამ სახეობის წრეები მუშაობდა,გაკვეთილებზე კი,ყოველ მათგანს ეთმობოდა გაკვეთილები და დიდ შესვენებაზე,მთელი სკოლა,მასწავლებლების ჩათვლით,სავარჯიშოდაც გამოვყავდით,სკოლის დირექტორის აქტიური მხარდაჭერით.ნეტავი რომელიმე სკოლაში დღესაც ხდება მსგავსი რამე?დღეს ბავშვებს, სპორტული ფორმებიც კი აღარ დააქვთ სკოლაში.

• პელიდის

აქ წერია შეიძლება სანიოლმა ქნას ეგრეო, ეგ ერთი. გოგლიჩიძე კლუბში სულ სამ მცველშია, ეგ მეორე. მესამე, სომხეთთან იდგა ოთხ მცველში, ჯერ კაშია არ გვყავდა, მერე ლოჩოშვილს ჰქონდა ტრავმა. თუ ლუკა ფლანგზე გადაწია და დვალი არ ათამაშა, მაშინ იქნება საბა სასტარტოში. კაკაბაძეს და ლოჩოშვილს ცენტრში ის უპირატესობა აქვს, ფლანგზეც გადავლენ. კაშიაა ზედმეტი მაგრამ გაიგონებენ?

• კუჭკუჭი

ქვილითაია არა კიდევ ლადო დვალიშვილი გამოიძახონ. ბიჯო, რას ვერ ხვდები იცით? როცა ფეხბურთელი ნაკრებში ერთი წელი, ორი, სამი და ოთხი, თავს ვერაფრით წარმოაჩენს, რატომ უნდა გამოიძახო 40 წლამდე, სანამ თვითონ არ დაანებებს ფეხბურთს თავს და წავა. რაში გვჭირდება ქვილითაია, შენგელია, კვეკვესკირი და აბურჯანიები? თუნდაც გველესიანი ან კაკაბაძე? ცოტა გვყავს ახალგაზრდები? ესპანეთს ვერცერთი შემადგენლობით ვერ აჯობებ, გაიყვანე ახალგაზრდები, მიაჩვიე ნაკრებს, 7-1 -ზე მეტს მაინც არ წააგებენ. სამაგიეროდ 2-3 წელში უძლიერესი შეთამაშებული ნაკრები გვეყოლება. რაღა დროს ქვილითაია და კაშიაა, რომელია წინ და უკან მორბენალი? სანამ მოედანზე არ დაეცემიან მაგდანას ლურჯასავით, მანამდე უნდა აწვალოთ?

• სირბილის სწავლების ცენტრი

ამ თემებზე ვინმე ფიქრობს???? ს ა ნ ი ო ლ ი ს მოსვლის დროს გვარწმენებდნენ, რომ თანაშემწე ქართველი მწვრთნელი ეყოლებოდა და ფიზმომზადებასაც ქართველი ჩაიბარებდა... ვინმე აგვიხსნის, თუ ჩვენვე უნდა მივხვდეთ - თანაშემწედ ვინც დაინიშნა, ის არის საუკეთესო მწვრთნელი საქართველოში? ფიზმომზადება უცხოელს იმიტომ ჩააბარეს, რომ ქარველმა მწვრთნელებმა ვერ დააკმაყოფილეს ნაკრების კრიტერიუმები, თუ რაიმე სხვა მიზეზია - იქნებ გვითხრათ? ნაკრების ფეხბურთელებმა სირბილი რომ გააუმჯობესეს ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ ისევ გასული საუკუნის, ძალისმიერ სირბილს რომ იყენებენ, მომავალში ეს რამდენად გამოადგებათ? ტოპ ნაკრებები აღდგენას 72 საათს რომ ანდომებდნენ და ახლა უკვე 24 საათში ასწრებენ სრულ აღდგენა, ამას ჩვენებს რატომ არავინ ასწავლის? პორტუგალიის ძირითად ნაკრებს ჯერ რომ ვერ მოვუგებთ, ეს ვინმემ გაითვალისწინა, თუ პორტუგალიის სათადარიგოების დამარცხების შემდეგ ისევ ეიფორიაში ვართ? სირბილის ხარისხი თუ არ გააუმჯობესეს, თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რომ გადაგვირბენს, ამაზე ვინმე ფიქრობს? ჩვენ ნაკრებს სამ დღეში აღდეგენა რომ არ შეუძლია - მეორე თამაშისთვის ამას ვინმე ითვალისწინებს? შეცდომების გამოსწორებას ჯერ დანახვა და შემდეგ მათი გადაჭრის გზების მოძიება სჭირდება, მაგრამ წელს ეს ყველაფერი ალბათ არ მოესწრება - ამიტომ უბრალოდ ვიტყვი: ჩვენი ნაკრების გამარჯვება მინდა!!!!

• პელიდი

გოგლიჩიძეზე სრულიად გაუგებარი აზრი წერია, თითქოს სამ მცველიან ტაქტიკაში მოიაზრება მხოლოდ, როცა წინა შეხვედრებში ორ ცენტრალურ მცველში იდგა და თან საკმაოდ სტაბილურად, ერთადერთი ვინც შეიძლება პოტენციურად იდგეს ლოჩოშვილია, ოღონდ დარწმუნებული ვარ ოთხ მცველიან სქემაში მარცხენა მცველად დააყენებენ, განსაკუთრებით აზაროვის უთამაშებლობის ფონზე. ასევე ველოდები ლომინაძესა და აბუაშვილი/კვერნაძეს შორის ერთერთის გამოძახებას.

• გიორგი

არაფრის მთქმელი სტატია! წინასწარი ვიშვიში და სევდა.

• გიგო პაპა

ძალიან მომეწონნენ აბუაშვილი და წიტაიშვილი ლიონთან. ორივე მაგარ ფორმაში არიან. აბუაშვილს ჩაკვესნაირი მოედნის ხედვა აქვს და ვფიქრობ წარმატებით ჩაანაცვლებს შეტევისას. არც ერთი უთამაშებელი ფეხბურთელი არ გვჭირდება ნაკრებში, მესიც რომ იყოს, არ უნდა გამოვიძახოთ, რომ ღმერთმა არ თქვას და წავაგოთ, ჯოხი მათზე გადატყდეს. უნდა ითამაშონ ვინც მაგარ ფორმაშია და 90 წუთი შეუძლია ირბინოს და აპრესინგოს მოწინააღმდეგე. არავითარი მეორე ნომრად თამაში, თორემ ისევ ამოგვტენიან თურგები. ოღონდ არც თავის გაგიჟება ღირს და ეგრევე 9 შემტევით გასვლა. რომ წერთ ქოჩორას ადაპტაცია გაუჭირდაო, რა, არის ფორმაში და მაგიტომ? ხვიჩაც ცოტას თამაშობს, მაგრამ მგონია რომ ორივე კარგ ფორმაში არიან. ასევე კარგად გამოიყურებიან ჟორჟი, კიტე, ზურიკო. გოჩოც მომეწონა ძალიან ჰამბურგში, სულ მოძრაობდა და უტევდა. მთავარია სანიოლმა ოპტიმალური შემადგენლობა დააყენოს და სწორი სტრატეგია აირჩიოს და ბიჭები ნაღდად მაგრად ითამაშებენ. (მაგათი მჯერა, სანიოლის განჭვრეტილობისა და თამაშის მსვლელობისას დროული და სწორი გადაწყვეტილების მიღებისა - არა, სუსტი მწვრთნელია და მაგიტომ). ამ ლუბიმჩიკებს კი კარგი იქნება დაანებოს თავი, ახალი სისხლი, ახალი სახეები და ახალგაზრდებია საჭირო ნაკრებში, მეტი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ იგივე გოგლიჩიძეს. წარმატებები ნაკრებს!

• ედიკა

5 მცველით თურქეთმა ბურთი რო დაგვითმოს მერე სად მიხვალ

• შხარას

ლომინაძე წესით აქ უნდა იგულისხმებოდეს - რაც შეეხება ახალ სახეებს, ლოგიკური იქნება სიაში მათი ნახვა, ვინც 21-წლმდელთა ნაკრებში წარმატებით გამოვიდა, ოღონდ მნიშვნელოვანი იქნება, ამ პოზიციაზე რამდენად გვიჭირს.

• Irakli Apkhaidze

ალბათ 5 მცველით უნდა ვითამაშოთ, უმეტესი გარემოებებიდან გამომდინარე. დავითაშვილის შემოყვანა ისევ სკამიდან ჯობს. დასვენებული ზურიკო უფრო მეტ ცეცხლს დაანთებს (თუმცა გააჩნია თამაში როგორ წავა). მამარდაშვილმა საკმარისად ითამაშა იგივე ამხანაგურებში, თანაც სოლიდურ მეტოქეებთან. არც ქოჩორაშვილის წუთებია საწუწუწნო. კვარა, სულ კვარაა, უპრაქტიკოდ ნამდვილად არაა. ეგ კი არა, მიხარია ხოლმე რომ ისვენებს, იმდენი ითამაშა წელს ყველგან. სკამზეც გვეყოლება საკმარისი რეზერვი, როგორც შეტევაში ასევე დაცვაში (გოჩოლეიშვილი, აზაროვი, იგივე ზურიკო, გულიაშვილი, ბუდუ). თუ ღმერთმა ქნა და წინ გავიჭერიტ და ანგარიშის შენარჩუნებაზე მოგვიწია ფიქრმა, აქ ქვიილითაიას როლი, ნამდვილად არაა გასაკვირი და საღლიცინო მითუმეტეს. წარმატებები ჩვენებს! წინ საქართველო!

• შხარა

ლომინაძე?!...პორტუგალიაში დიდი ამბით რომ გადავიდა!

• zviadi

თურქებს ახალ სტადიონზე ვეთამაშებით?

• გოგა

ეგა პირადად სანიოლის წაგებული ერთა ლიგა, რო დაიწყო ექსპერიმენტები, ვერც ახალი ტაქტიკა დახვეწა, ვერც ახალი სახები გამოცადა და იქიდანაც კინაღამ გავავრდით, 6 ქულის მერე ძალით დათმო ტიპმა პირველი ადგილი, არა და სხვა თამაშები ისე ჯდებოდა, რო ფრებითაც გავიდოდით, ალბანელებთან საერთოდ რა მოიგონა კაციშვილმა არ იცის, 8 შემტევი გამოიყვანა და მერე ქოჩორა, რო არ გვყავდა მაგით ახსნა, ქოჩორაშვილი დაგვაკლდაო:) იმედია სასწაული მოხდება და გავალთ პირველზე ან მეორეზე მაინც, მაგრამ არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, სანიოლს არ შეუძლია მეტი უკეთესობა შეძინოს ამ ნაკრებს, უკეთესი მწვრთნელი გვჭირდება

• ჯონდო

ნაკრების ყველაზე სუსტი წერტილი არის მწვრთნელი!

• ბაირნს და სხვაა

ტექსტის სიღრმესბში კითხვა ისწავლეთ რამენაირად. მე გავიგე რატომაც წერია გოგლიჩიძის ეგ ვარიანტი. კაშია მოგწონთ თუ არა, ოთხ მცველში ის და ლოჩოშვილი ითამაშებენ, ამიტომ ამბობს ავტორი ისევ ხუთიო და მაშინ გოგლიჩიძეც იქნება

• ჯოტი მირცხულავა

გადრანი არ არის ფორმაში აბურჯანიამ ვერ იპოვა კლუბი,არაბიძე კორეაში დარჩა,მარადიშვილის ზარებს არ პასუხობენ მოსკოვიდან,ტრნავის სპარტაკის შემადგენლობაში გაიბრწყინა ახალგაზრდა ქართველმა,გვარი არ მახსოვს,ტორპედოდან მამუჩაშვილი არ დაივიწყოთ,გიორბელიძე თურქულ კლუბში კარგად ირჯება,კვერნაძე ფროსინონეში ვერ იმკვიდრებს ადგილს,ასევე არ დაივიწყოთ ტაბატაძე რომელიც კადისს მიაშურებს მალე!

• Guruli Naturali

დაცვის ცენტრში ვალიკო წილოსანი, აუცილებლად!!!

ქვილითაია იმ შემთხვევისთვის განიხილება,თუ საჭირო გახდება დაცვიდან ბურთის წინ გადაგდება და იქ პირველ ბურთზე ბრძოლა,ფლანგის თავდამხმელებისათვის გადაგდების მიზნით.

• მწარე

მარტო ფეხბურთელების შეკრება და მოედანზე გაშვება თამაშს არ იგებს. თამაშს იგებს გუნდი, შეკრული გუნდი.

• ს

ხო გოგლიჩიძე სკამზე და ძირითადში კაშია და ჩივაძე დააყენონ :)

• FC Bayern

რა გოგლიჩიძე სკამზე? რაიმე ლოგიკური ახსნა ხო უნდა ჰქონდეს ამას რომ წერთ? ნაცარქექიობას აქვს ადგილი

• q

რა დიდი არჩევანი გვინდა ნაკრებში გვაქვს არნახული ვითარება ისეთს რო ვერც წარმოვიდგენდით გვყავს 10 ფეხბურთელი ტოპ 5 ლიგიდან დააყენეთ ეგენი და მორჩა ბაზარი :)

• ქუთაისელი

რა ქვილითაია, ხალხო, რა ქვილითაია? მაგას ლობჯანიძე მირჩევნია, ხელს მაინც არ შეუძლის კვარას და ქვილითაიასავით წინ არ გადაერობება.

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[PHOTOS] ტრავმირებული კვარაცხელია 30-ე წუთზე შეცვალეს

"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მილანი" სალმაკერსს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს და ხელფასს გაუზრდის

"ახლა მუშაობა ყველაზე მეტად მინდა" - გვარდიოლამ "სიტიდან" წასვლა გამორიცხა

ნაოპერაციევი ლუის ენრიკე პარიზში შეცვლილი გარეგნობით დაბრუნდა - როგორი იქნება "ლანსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება

"ნაპოლი" წინ მიიწევს - შემდეგი მატჩი "სიტისთან" აქვს

ჩაკვეტაძე ისევ არ იყო განაცხადში - "უოტფორდი" მე-17 ადგილზე დაქვეითდა

დავითაშვილის გარეშე - "სენტ-ეტიენმა" მოიგო და ისევ ლიდერია

მიქაუტაძის დებიუტი ლა ლიგაში და "ვილიარეალის" მარცხი "ატლეტიკოსთან"

დიდი თავგადასავალი იწყება - მიქაუტაძე "ატლეტიკოსთან" სასტარტოშია

გიჟური მატჩი და საოცარი სილამაზის გოლები ტურინში - "იუვენტუსმა" "ინტერს" თამაში ბოლო წუთებზე შემოუტრიალა

[VIDEO] ლომინაძის სადებიუტო გოლი პორტუგალიაში - მისმა გუნდმა გაიმარჯვა

[VIDEO] ბუდუს პირველი წითელი ბარათი კარიერაში - "ჰაიდენჰაიმი" "დორტმუნდთან" დამარცხდა

[VIDEO]  ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს

კვლავ საუკეთესო ლოჩოშვილი და "ნიურნბერგი" ფსკერზე

"მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობას ვერ მივიღებ" - ლაშა გურული

დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი

"გთხოვთ... "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - დუემ თანაგუნდელი გამოარჩია

"ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია" - რა თქვა ზიდანმა?

უდიდესი სხვაობა - საქართველოსა და სომხეთის ნაკრების ჯამური ღირებულება ტრანსფერმარკტის მიხედვით

ცნობილია, სად ჩაატარებს საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ საშინაო შეხვედრას

საქართველო-უკრაინის მატჩამდე ცოტა დრო რჩება - რა ხდება ბათუმში? [VIDEO]

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია

როგორ ფორმაში ვართ ჩვენ და თურქები და რომელი ტაქტიკით ვითამაშებთ ორი ნახევარმცველის გარეშე...

ვიწყებთ სახლში თურქეთთან - საქართველოს ნაკრების კალენდარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლში