ინგლისის კარაბაო თასის მეორე რაუნდში "მანჩესტერ იუნაიტედი" გასვლაზე მეოთხე დივიზიონის გუნდთან, "გრიმსბისთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ რუბენ ამორიმის გუნდში ძირითად შემადგენლობაში თამაშობდნენ გუნდის ახალწვეულები ბენიამინ შეშკო და მათეუშ კუნია.

მატჩის პირველი გოლი 22-ე წუთზე გავიდა, თავი ჩარლზ ვერნემმა გამოიჩინა, 30-ე წუთზე კი სხვაობა ორ ბურთამდე ტაირელ უორენმა გაზარდა.

75-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ბრაიან მბეუმომ ერთი ბურთი გაქვითა, 89-ე წუთზე კი ჰარი მაგუაიერმა წონასწორობა აღადგინა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.

პენალტების სერიაში "გრიმსბიმ" 12:11 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

"ბევრად უკეთესი თამაში გვმართებს. მინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. ვფიქრობ, საუკეთესო გუნდმა გაიმარჯვა. მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და მომდევნო ეტაპზე ის გავიდა", - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა მატჩის შემდეგ.

ლევან კობიაშვილი
მე რა შუაში ვარ,ოლდ ტრაფორდი და მაგარი ბაზა ხო აქვთ. დანარჩენი ამორიმს მოკითხეთ,მაგან მოამზადა გუნდი და მე ხო არ ვითამაშებ. ისე მაგათზე კარგად კი ვითამაშებთ მე და კალაძეს თუ გაგვიფორმებენ კონტრაქტს.
პეტუხი კრიშტიანუ
ესეც თქვენი მბეუმო და კუნია,თითქმის 150 მილიონად იყიდეს არადა რეალურად სადღაც 60 მილიონია მაგათი ფასი,გარნაჩო მოიძულეს,კლუბის აღზრდილ მაინუს ტანჯავენ,ისე როგორც შერეკილი გვარდიოლა ტანჯავს ინგლისელ ფეხბურთელებს და რაც მთავარია:იმ წვერგაფარჩხულმა დნმ შეუცვალა ლეგენდარულ კლუბს,როცა სამი ცენტრალური მცველით დააწყებინა თამაში,ერთადერთი გამოსავალი მაგის წასვლა და იუნაიტედის შესაბამისი ფილოსოფიის მწვრთნელის ნახვაა!
riki
ისე მაგარი ცუდი შეგრძენება უნდა უყოს როდესაც იმ გუნდს ჯობნი რომლის ყველა ფეხბურთელი მილიონერია და შენ ჩვეულებრივი რიგითი არაკვალიფიცური ტიპის ხელფასი გაქვს, არადა იგივენაირად შრომობ...
გიორგი
სენსაციის რა მოგახსენოთ ეს თუ ნამუსის რაღაც წერტილის მაგვარი თუ ქონდათ დარჩენილი კლუბის ხელმძღვანელობას ისიც კი გაყიდეს ასე მდიდარი ისტორიის კლუბს წლეების განმავლობაში ექცევოდენ და გულშემატკივრებს გუნდის ვეტერანებს რეაქცია არ ქონდეს არვიცი გადათელეს გადაუარეს სახე აახიეს მსოფლიო ლეგენდას საწყენია მაგრამ ვერავინ ვერაფერს ვერ იზამს აი ესაა მთავარი
ქუთაისი "ტაკინარდის"
რანგით მეოთხე დივიზიონი რომ გამოაგდეს მანჩესტერს,ეს თუ არაა სენსაცია,აბა რაღაა!
ტაკინარდი
რატომ მარტო ინგლისურ ფეხბურთში ? სენსაციები ყველგან ხდება და თან პრემიერლიგის 16-ე ადგილოსნის გაგდება არცთუ ხმაურიანი სენსაციაა )) რაღა შორს წავიდეთ - ერთი ეტაპის გადალახვა კი არა, აგერ ჩვენთან მეორე-მესამე ლიგის გუნდები თასის მფლობელები ხდებიან ))
S.K.K.
მსგავსი რამ შესაძლებელია მხოლოდ ინგლისურ ფეხბურთში მოხდეს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო