ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

უკვე მეორე სეზონია, რაც ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით - ლიგის ფაზითა და ფინალურ ეტაპზე მოხვედრილი 36 გუნდით ტარდება. როგორც შარშან, ასევე წელს ჩემპიონთა ლიგის მთავარ ეტაპზე შესარჩევიდან 7 კლუბი გავიდა. ამ შვიდ კლუბში უკვე მოიძებნება დებიუტანები და საინტერესო გუნდები...

მოდით, შევაფასოთ მათი განვლილი გზა და ამავდროულად, ისიც, თუ მათგან რა სიურპრიზებს, ანდა, თამაშის რა ხარისხს უნდა ველოდოთ...

ქაირათი  -  ყაზახეთი

განხილვას ვიწყებთ გუნდით, სადაც ორი ქართველი თამაშობს და რომელიც ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კლუბია მათ შორის, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გასულა...

„ქაირათმა“ ჯერ სლოვენიური ლიუბლიანას „ოლიმპია“ დაამარცხა, მეორე რაუნდში ფინურ „კუპსს“ 0-2 წაგებული შეხვედრის შემდეგ 3-0 ანგარიშით სძლია, მესამე ეტაპზე უკვე ბრატისლავას „სლოვანს“ თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგეს, გუშინ წინ კი „სელტიკსაც“ მოუგეს. აშკარაა, რომ საშინაო კედლები „ქაირათს“ ზურგს უმაგრებს, რადგან ამ გამორჩეული სვლისას შინ გოლი არცერთხელ არ გაუშვიათ.

ყაზახურ გუნდს, რომელიც მჭიდროდ შემტევი ფეხბურთის თამაშს პრესინგით არ ერიდება, არაერთი კარგი უცხოელი ფეხბურთელი ჰყავს: რუსი ეგორ სოროკინი, რომელსაც „სელტიკთან“ განმეორებით თამაშში მინდვრის მოთამაშეთაგან ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა, აგრეთვე პორტუგალიურ-ბრაზილიური შეტევა - ჟორჟინიო-რიკარდინიო და ისრაელის ორი წარმომადგენელი ნახევარდაცვაში: ოფრი არადი და დან გლეიზერი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახ ფეხბურთელებს გუნდში დიდი წონა აქვთ.

17 წლის დასტან სატფაევი, რასაც ჰქვია, ბრწყინავს: მან შესარჩევ ეტაპზე სამი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. 21 წლის შემტევი სტილის მცველი ალექსანდრ მრინსკიც გამოსარჩევია, რომელსაც დაცვაში მასზე 10 წლით უფროსი თანამემამულე ერკინ ტაპალოვი აზღვევს. „სლოვანთან“ პენალტებში ყაზახი ალექსანდრ ზარუცკი გამოირჩა, თუმცა, ტრავმის გამო მისი ადგილი „სკოტებთან“ 21 წლის თემირლან ანარბეკოვმა დაიკავა, რომელმაც სამი თერთმეტრიანი მოიგერია, რითაც „ქაირათმა“ თავი ევროპის უპრესტიჟულეს შეჯიბრებაზე ამოჰყო.

ქართველებიც უნდა ვახსენოთ: გიორგი ზარია სათამაშო დროს, როგორც წესი, ყოველთვის იღებს, მაგრამ ჯერ „კუპსთან“ მიღებული წითელი ბარათისა და შემდეგ, ტრავმის გამო უქმად ყოფნა გაეწელა, აი, გადრანი კი სათადარიგოზეა, თუმცა, რიგ თამაშებში 28 წლის ქართველ მცველს მოედანზე მაინც უნდა ველოდოთ.

ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ამ გუნდისთვის უკვე დიდი მიღწევაა და მათგან სიურპრიზებს არ გამოვრიცხავ!

პაფოსი  -  კვიპროსი

„ქაირათისგან“ ოდნავ განსხვავებით, 11 წლის წინ კვიპროსზე დაარსებული გუნდი ლამის მთლიანად ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. შეტევაში გამოირჩევიან ბრაზილიელები: ანდერსონი, ბრუნო, ჟაჟა... მარჯვნიდან მათ კაბო-ვერდელი ჟოაუ კორეირა მხარს უბამს, რომელმაც „ცრვენა ზვეზდას“ 2-1 მოგებულ შეხვედრაში მაგარი გოლი გაუტანა. ამ შეხვედრაში ბრაზილიელმა საყრდენმა პეპემაც თავი გოლით გამოიჩინა. კიდევ სხვა ბრაზილიელმა, სახელად მათეუსმა „პაფოსის“ კარს სერბული გუნდის წინააღმდეგ მშვენივრად უდარაჯა: რთული ბურთები მოიგერია და ასევე, პენალტიც. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი მნიშვნელოვანი გოლი ხორვატმა მისლავ ორშიჩმაც მიითვალა. რაც მთავარია, „პაფოსის“ წყალობით ევროპულ ფეხბურთში ცნობილი ბრაზილიელი მცველი და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი დავიდ ლუისი ბრუნდება.

კვიპროსულ გუნდში სისტემატურად მხოლოდ ერთი კვიპროსელი, 26 წლის მარცხენა მცველი კოსტას პილეასი თამაშობს, რომელმაც თელ ავივის „მაკაბისთან“, კიევის „დინამოსთან“ და ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ ყველა შეხვედრა ძირითადში დაიწყო...

„პაფოსმა“ წინა სეზონში კონფერენსლიგის მერვედფინალს უწია და ამ ზაფხულს ანგარიშგასაწევი გუნდებიც ჩამოიცილა გზიდან, ასე რომ, მათი ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე ძალზედ საინტერესო უნდა გამოვიდეს.

ბოდო/გლიმტი  -  ნორვეგია

მეტწილად ადგილობრივებითა თუ სკანდინავიელებით დაკომპლექტებულმა არქტიკულ სარტყელში მდებარე ნორვეგიის ოთხგზის ჩემპიონმა ევროტურნირებზე სტაბილურ გამოსვლასა და გრანდების წინააღმდეგ ტოლ-სწორად გამოსვლას უკვე მიგვაჩვია.

კიეტილ კნუტსენის გაწვრთნილ გუნდს, რომელიც შვიდი წელია, რაც „გლიმტს“ სათავეში უდგას და მისი ხელმძღვანელობით 2021/22 წლების სეზონში ჯერ ეს გუნდი კონფერენსლიგის მეოთხედფინალში ისე გავიდა, რომ მომავალი ჩემპიონი „რომა“ ჯგუფში 6-1 ანგარიშით გაანადგურა, გასულ სეზონში კი ძლიერი გუნდების, მათ შორის, „ლაციოს“ დამარცხების შემდეგ ევროპალიგის ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ „ტოტენჰემთან“ ასპარეზობას გამოეთიშნენ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი პლეი-ოფიდან გრაცის „შტურმის“ განადგურებით დაიწყეს.

კაპიტანი პატრიკ ბერგი, მეკარე ნიკიტა ჰაიკინი, მცველი ფრედრიკ ბიორკანი, ნახევარმცველები: აკონ ევიენი, ულრიკ სალტნესი; თავდამსხმელები: კასპერ ჰოგი, იენს პიტერ ჰაუგე, მატიას იორგენსენი და სხვები დიდი ხანია, რაც კნუტსენის 4-3-3 ფორმაციაში, როგორც დარჩენილი პაზლის ნაწილი მთლიან პაზლში, ისე თავსდებიან, რამაც ერთ დროს უცნობი კლუბი სოლიდურ გუნდად აქცია. მე პირადად, მათგან ამ ტურნირზე მაღალ ადგილებსა და სანახაობრივ თამაშს ველი.

ყარაბაღი  -  აზერბაიჯანი

აღდამის „ყარაბაღი“ უკვე დიდი ხანია, რაც ძვირადღირებული და მაღალი დონის ლეგიონერებით ევროასპარეზზე წარმატებულად გამოდის. 2009 წლიდან გუნდს ქურბან ქურბანოვი თავკაცობს და მის მერე გუნდს ევროთასებზე ხშირად ვხედავთ. ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2017/18 წლების სეზონში იასპარეზეს, აი, გუშინ ამ შეჯიბრის ფინალური ეტაპის საგზური აზერბაიჯანულმა კლუბმა მეორედ მოიპოვა.

პლეი-ოფში უნგრული „ფერენცვაროშის“ წინააღმდეგ ორივე თამაში ერთი სცენარით წარიმართა: პირველ წუთებში უნგრელები მძლავრობდნენ, მერე კი უპირატესობის მოპოვებას „ყარაბაღი“ ისე ახერხებდა, რომ საქმე გამარჯვებამდე იგებდა. ამ გუნდს ძალიან სახიფათო კონტრშეტევები აქვს და ფეხბურთელებს შეუძლიათ როგორც თავიანთი ნახევრიდან მრავალფაზიანი შეტევების წარმოქმნა, ასევე ორ პასში ყველაფრის დამთავრება. საინტერესოა, რომ „ფერენცვაროშთან“, ირლანდიურ „შელბურნთან“ და ალბანურ „შკენდიასთანაც“ გუნდი დაახლოებით ერთი და იმავე თერთმეტეულითა თუ ფორმაციით გამოვიდა.

ბრაზილიელი კედი ბორგესი, კაბო-ვერდელი ლეანდრო ანდრადე და კაპიტანი ფრანგი აბდელა ზუბირი 4-2-3-1 სქემაში შეტევითი ნახევარდაცვის მშვენიერ სამეულს კრავენ, საყრდენ ზონაში მონტენეგროელი გამოცდილი მარკო იანკოვიჩი გამოირჩევა. ამის გარდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოგერიება პოლონელმა მატეუშ კოჩალსკიმაც განახორციელა. მათთან ერთად, რამდენიმე აზერბაიჯანელის თამაშიც ხაზგასასმელია: ახალგაზრდა შემტევი ნარიმან ახუნზადე, მცველები - ბაჰლულ მუსტაფაზადა და ელვინ ჩაფარქულიევი ძირითადი თერთმეტეულის ნაწილნი არიან, ხოლო სათადარიგოში მათი არაერთი თანამემამულეც მოიძებნება, მაგ. ფორვარდი მუსა ქურბანლი, რომელიც სკამიდან კარგად ერთვება...

„ყარაბაღი“ ლიგის ფაზაში ანგარიშგასაწევ ძალად ნებისმიერისთვის შეიძლება იქცეს, მთავარია, ეს ყველაფერი ქულებში გარდასახონ.

ბენფიკა  -  პორტუგალია

ლისაბონის „ბენფიკას“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა აღარავის გვიკვირს: ეს გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატში თავის გამოჩენით საგზურის განაღდებას ყოველთვის ახერხებს და შემდეგ, ფინალურ ეტაპზე დასამახსოვრებელ ასპარეზობას გვთავაზობს, თუნდაც, „ბარსელონას“ წინააღმდეგ შარშანდელი 4-5 გავიხსენოთ.

შესარჩევის პლეი-ოფში ჩართულმა პორტუგალიურმა გუნდმა „ფენერბახჩეს“ ორი მატჩის ჯამში 1-0 ანგარიშით მოუგო. ბრუნო ლაგეს გაწვრთნილი გუნდი ისევ 4-3-3-თან მიახლოებული სქემით თამაშობს, რომელიც 4-2-3-1-ში გადადის. თურქულ გუნდთან განმეორებით შეხვედრაში სწორედ ამ უკანასკნელით ითამაშეს, რადგან მთავარი საყრდენი ნახევარმცველი - ფლორენტინო დისკვალიფიცირებული გახლდათ და მისი ადგილი საყრდენ ზონაში ორმა კაცმა დაიკავა, მათ შორის, „ვალენსიადან“ მოსულმა არგენტინელმა ენცო ბარენეჩეამ.

გუნდიდან წავიდა ანხელ დი მარია, თუმცა ფლანგებზე ისევ თურქი ქერემ აქთორქოღლუ და დანიელი ფრედრიკ ორსნესი ირჯებიან, ცენტრალური დაცვის წყვილიც იგივეა: ახალგაზრდა ანტიონიო სილვა და გამოცდილი ნიკოლას ოტამენდი, კარს კვლავ ანატოლი ტრუბინი დარაჯობს, ხოლო ბერძენი ვანგელის პავლიდისისგან შედეგიან მოქმედებებს ისევ მოველით.

ცხადია, ბენფიკას მხოლოდ ლიგის ფაზაში დაკავებულ მაღალ ადგილს ვუწინასწარმეტყველებ. კონკურენცია საგრძნობია, მაგრამ ისინი მარტივად არავის არაფერს დაუთმობენ.

ბრიუგე  -  ბელგია

ბელგიის ქალაქ ბრიუგეს მთავარმა საფეხბურთო კლუბმა ბოლო წლებში უეფას შეჯიბრებებზე საკმაოდ კარგი თამაში თუ შედეგი გვაჩვენა. 2022/23 წლების სეზონში მათ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს ისტორიაში პირველად მიაღწიეს, შემდეგ კონფერენს ლიგაზე ნახევარფინალამდე მივიდნენ, ხოლო გასულ სეზონში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე IX-XXIV ადგილების მერვედფინალში ითამაშეს.

„ბრიუგეს“ ახალგაზრდა კატალონიელი შემტევი ფერან ხუტგლა აღარ ჰყავს, თუმცა, მის გარეშეც ძალიან დამაჯერებლად თამაშობენ. ამ გუნდმა წელს ჩემპიონთა ლიგის შესარჩევის ორივე ეტაპი უხვგოლიანად, ოთხი მოგებით გაიარა: ჯერ ავსტრიული „ზალცბურგი“ დაჩაგრა, შემდეგ კი გლაზგოს „რეინჯერსი“ ორი მატჩის ჯამში 9-1 ანგარიშით გაანადგურა!

„ბრიუგე“ უმეტესად ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეებით გამოდის. 21 წლის ბელგიელ შემტევს, რომეო ვერმანს გვერდს 23 წლის ბერძენი კრისტოს ცოლისი, 21 წლის პორტუგალიელი კარლოს ფორბსი, 20 წლის სერბი ალექსანდრ სტანკოვიჩი და ძირითადად, სკამიდან - 21 წლის იტალიელი ნიკოლო ტრეზოლდი უმაგრებენ. მათთან ერთად შეტევაში 33 წლის „ბრიუგეს“ ერთგული ნახევარმცველი ჰანს ვანაკენი ერთვება. სიღრმეში 24 წლის ნიგერიელი რაფაელ ონიედიკა თამაშობს, აი, დაცვაში კი 32 წლის ბრენდონ მეხელეს ორი ახალგაზრდა თანამემამულე ჟოაკინ სეისი და იორნე სპილეერსი აზღვევენ. კარში, ტრადიციულად, „ლივერპულის“ ყოფილი კიპერი სიმონ მინოლე დგას.

დიდი ალბათობით, ბელგიური გუნდი წინა სეზონის ჩემპიონთალიგურ შედეგს გაიმეორებს, მაგრამ, მათგან მეტსაც უნდა ველოდოთ.

კოპენჰაგენი  -  დანია

დანიური წამყვანი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შესარჩევის ორი ეტაპი წარმატებით გადალხა, თანაბრადაა დაკომპლექტებული როგორც ახალგაზრდა, ასევე შედარებით ასაკოვანი სპორტსმენებით. აქ დანიის ნაკრების გამოცდილი წევრებიც ჭარბობენ, კერძოდ, ტომას დილეინი, მოჰამედ ელიუნუსი, ლუკას ლერაგერი, ანდრეას კორნელიუსი და ა.შ. ახალგაზრდა მოთამაშეებიდან კი გამოვარჩევ დორტმუნდის „ბორუსიას“ ყოფილ თავდამსხმელ იუსუფა მუკოკოს, ასევე ბრაზილიელ რობერტს, რომელმაც შვედურ „მალმიოს“ 5-0 ანგარიშით მოგებულ მატჩში დუბლი შეუსრულა და მცველებს: 21 წლის მექსიკელ როდრიგო უესკასს, 25 წლის ბრაზილიელ გაბრიელ პერეირას, 28 წლის ბერძენ პანტელის ჰაციდიაკოსს და 25 წლის პერუელ მარკოს ლოპესს.

იაკოპ ნეესტრუპის გაწვრთნილმა „კოპენჰაგენმა“ პლეი-ოფში შვეიცარიის „ბაზელს“ ორი თამაშის ჯამში 3-1 ანგარიშით მოუგო და ფინალური ეტაპის საგზური გაინაღდა.

ყველაზე კარგად დანიის დედაქალაქის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე 2023/24 წლების სეზონში გამოვიდა, სადაც ჯგუფში „გალათასარაი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩატოვა, რის შემდეგაც მერვედფინალში მეორე მანჩესტერულ გრანდთან დამარცხდა. ამ სეზონშიც თუ მოახერხეს რაიმე სახის პლეი-ოფში გასვლა, დანიური გუნდისთვის ესეც დიდი მიღწევა იქნება.

ყველაფერი რომ შევაჯამოთ, ამ შვიდი გუნდიდან სამ დებიუტანტს ვიხილავთ: „ქაირათს“, „ბოდო/გლიმტსა“ და „პაფოსს“, ლიგის ფაზაში კი მათ მეოთხე დებიუტანტის სახით ბელგიის ჩემპიონი „უნიონ სენ-ჟილუა“ შეუერთდებათ. ასე რომ, კიდევ ერთი საინტერესო ჩემპიონთალიგური დღეებისა თუ თამაშების მოლოდინში ვართ!

• Levani

ჩვენი ნაკრები როცა ევროზე გავიდა 1000 მილოცვა იყო ყაზახეთ-უზბეკეთიდან იუთუბზე კომენტარებში წერდნენ რომ ჩვენ გვიგულშემატკივრებდნენ. ახლა ჩვენ ჩვენი გვტკივა,მაგრამ 2-3 კომენტარი მილოცვა ჩვენც დავუწეროთ ურიგო არ იქნება. რასაც თვალი გადავავლე ყველა ულოცავს ჩვენ დაგვავიწყდა მარტო

• პეტუხი კრიშტიანუ

რა არ მოგწონთ?ასე თუ არ ფიქრობთ გააბათილეთ ან საწინააღმდეგო არგუმენტები მოიყვანეთ!ფეხბურთი აღტაცებული ბრბოს სანახაობა ხდება თანდათან,სადაც ოლიმპიადასავით მონაწილეობაა მთავარი და არა გამარჯვება!

• lasha

კაირათის მეორე თამაში ვნახე და აბსოლიტურათ არაფრით გამორჩეული გუნდია საერთოდ როგორ გავიდა არც ვიცი :) არაფერი ამ გუნდას არ აქვს რითიც შეიძლება გამოარჩიო. ყარაბახზე უკეთესი შთაბეჭდილება დამრჩა ტექნიკური მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. მეტ ნაკლებად სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ

• ვასო ხიჩინაძე

მეორე და მესამე ეშელონის გუნდები წამოიწია,ჩვენ ახლოსაც არ ვართ და ფედერაციის პრეზიდენტი,ამბობს__მე რა უნდა ვქნაო!..არაფერი,ისხდეს კაბიტში და როცა საჭირო იქნება თავის ბელადს__ტაში უნდა დაუკრას!

• პეტუხი კრიშტიანუ

ჰოოოო,ასე აღტაცებული ხბოებივით რომ წერთ და სინამდვილეში ვერ ხვდებით რა ხდება,იმიტომ მიიღო თანამედროვე ფეხბურთმა ის სახე რაც მიიღო!ზიან ფანების ნაწილი დაშტერებული სახეებით ეკრანებთან,ნაწილი ტრიბუნებზე,იჭყიპებიან ლუდით,იხეთქებიან ჰოტდოგებს და ჰამბურგერებს და მისჩერებიან მდარე ხარისხის სანახაობას!!!

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე

"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა

ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს

"ბარსელონას" მცველს "რეალის" წარუმატებლობა არ უხარია

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ

[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა

ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია

[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა

გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს

[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა

კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია

შფოთვითი შეტევები და იერუსალიმში გამგზავრება - "ბარსელონაში" არაუხოს არ ყოფნის მიზეზი ცნობილია

შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება

[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა

ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს

[VIDEO] ზარიას საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - "კაირატი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა, "მონაკომ" და "პაფოსმა" ქულები გაიყვეს

[VIDEO] მბაპეს გმირობა, "არსენალის", "ატლეტიკოს", "ატალანტას" და "სპორტინგის" მოგებები

[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია

[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა

[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?

ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ

"ბარსელონამ" "ოლიმპიაკოსი" გაანადგურა - ზარიას "კაირატმა" "პაფოსს" ვერ მოუგო

"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან

[VIDEO] ლივერპულმა" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - "ბაიერნმა" და "ინტერმაც" მოგებებით დაიწყეს

ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

[VIDEO] ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ გინახავთ? - ვან დე ვენის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

[VIDEO] კაცნაკლული "ნაპოლი" "სიტისთან" დამარცხდა - "ბარსელონას" "ნიუკასლთან" გამარჯვება ნათხოვარმა ფეხბურთელმა მოუპოვა

ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" სტუმრად "იუვენტუსს" ფრედ ეთამაშა

გოგიტა გოგუამ და დავით ლორიამ კახა ცხადაძეზე ისაუბრეს

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა

ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"

ზარია ბათუმის "დინამოდან" "ქაირათში" გადავიდა

კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება

კვარაცხელია პრესკონფერენციაზე და ევროპის სუპერთასი ამჯერად პარიზში

"დაცვაში ადრე ამდენს არ ვმუშაობდი... ზოგი ამბობს, რომ ლიგა 1-ში თამაში მარტივია, მაგრამ..." - რა თქვა კვარაცხელიამ "ტოტენჰემთან" მატჩის წინ?

კახა ცხადაძემ "ქაირათის" გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური "ბენფიკას" და "იუნიონის" გამარჯვებებით დაიწყო

ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს

"ქაირათმა" ნიკა კვეკვესკირთან მოლაპარაკებები უარყო

[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა

"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა

"როგორც კატა ტომარაში, ისეთი სიტუაციაა" - ავერჩენკო ზარიასა და ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებზე ყაზახეთში