31 წლის ფრანგი აცხადებს, რომ „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩი შეცდა, როდესაც წინა მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან გაუშვა
31 წლის ფრანგი ჰაფბელი ფლორან მალუდა თამამად აცხადებს, რომ „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩი შეცდა, როდესაც წინა მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი ანჩელოტი აბრამოვიჩმა თანამდებობიდან მაისში დაითხოვა, როდესაც გაირკვა, რომ გასულ სეზონში „ლურჯებმა“ ვერაფერი მოიპოვეს.

არადა, წინა სეზონში დასავლეთლონდონელებმა სწორედ ანჩელოტის ხელმძღვანელობით მოიგეს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული და ინგლისის ფეხბურთის ასოცოაციის თასი. ანჩელოტი 33 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა შეცვალა, თუმცა მალუდა ამბობს, რომ საქმისთვის გუნდის ხელმძღვანელად იტალიელის დატოვება აჯობებდა.

ფრანგმა მარცხენაფლანგელმა, რომელმაც შაბათს „ვესტ ბრომვიჩს“ გამარჯვების გოლი გაუტანა, თქვა: „საოცარი რამ მოხდა, ჩვენ დუბლი მოვიგეთ და შემდეგ კარლო გააგდეს. ალექს ფერგიუსონს ასეთი რამ არასდროს შეემთხვეოდა. თუმცა, ამ ნათქვამს ახალი მწვრთნელის წინააღმდეგ ლაშქრობად ნუ ჩამომართმევთ. მე ვილაშ-ბოაში ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, რომ მისი ხელმძღვანელობით კვლავ მოვიპოვებთ წარმატებებს“.

მალუდამ კმაყოფილება გამოთქვა „ვალენსიადან“ ხუან მატას გადაბირების გამოც. „ის ძალიან კარგი დანამატია“, - თქვა ფრანგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა