მსოფლიოს მესამე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "დიდი სლემის" ტურნირებზე ოცი გამარჯვებით სურს კარიერის დასრულება.

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "დიდი სლემის" ტურნირებზე ოცი გამარჯვებით სურს კარიერის დასრულება.

ამჟამად შვეიცარიელ ჩოგბურთელს 16-ჯერ აქვს მოგებული ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირები (ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი, უიმბლდონი, ამერიკის ღია პირველობა), რაც აბსოლუტური რეკორდი გახლავთ. 29 წლის როჯერს მიაჩნია, რომ პენსიაში გასვლამდე კიდევ მოასწრებს მინიმუმ ოთხი ტურნირის მოგებას.

"ჩემს კარიერაში ყოფილა სამი ისეთი სეზონი, როცა ერთი წლის განმავლობაში მოვიგე "დიდი სლემის" სამი ტურნირი, გარდა ამისა, სეზონში ორი ტიტული ორჯერ მაქვს მოპოვებული. ასე რომ, ჩემი ახალი მიზანი სავსებით რეალური ჩანს, - აღნიშნა ფედერერმა. - წელიწადში 16-20 ტურნირს ვთამაშობ, ვცდილობ არ გადავიღალო და ეს სათამაშო ტონუსის შენარჩუნებას უწყობს ხელს".

წლევანდელი სეზონი ფედერერმა კარგად დაიწყო - იანვარში ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, მაგრამ იქედან მოყოლებული არც ერთი ტიტული არ აუღია. მეოთხედფინალი წააგო როლან გაროსზე, ამავე ეტაპზე გამოეთიშა თავის საყვარელ უიმბლდონს, სადაც 2002 წლის შემდეგ პირველად ვერ გააღწია ფინალში. თუმცა ჩოგბურთელი ამ წარუმატებელ სერიას ასაკს არ უკავშირებს.

"თინეიჯერსა და 23 წლის ათლეტს შორის დიდი განსხვავებაა. ასეთივე სხვაობაა 23 და 28 წელს შორის. ახლა ჩემი ორგანიზმის შესახებ გაცილებით მეტი ვიცი და ეს ერთგვარი უპირატესობაა, - ამბობს შვეიცარიელი. - სიმართლეა, რომ ახლა აღდგენისთვის უფრო მეტი დრო მჭირდება, ვიდრე წინა სეზონებში, მაგრამ ამ პრობლემის დაძლევა უკვე ვისწავლე. სპეციალური ვარჯიშებს ვატარებ, უფრო მეტ დროს ვუთმობ ფიზიკურ მუშაობას, მასაჟს... მოკლედ, ახლა ყველაფერს უფრო პროფესიონალურად ვაკეთებ".

ფედერერი გუშინ ტორონტოს მასტერსის მეოთხედფინალში გავიდა და იქ ჩეხ ტომაშ ბერდიხს შეხვდება, რომელთანაც ბოლო ორი მატჩი წაგებული აქვს, მათ შორის ერთი - უიმბლდონზე.

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა